წმინდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი და შვიდი ქალწული: ალექსანდრა, თეკუსა, კლავდია, ფაინა, ევფრასია, მატრონა და იულია (+303) - 18 (31) მაისი
წმინდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი და შვიდი ქალწული: ალექსანდრა, თეკუსა, კლავდია, ფაინა, ევფრასია, მატრონა და იულია (+303) - 18 (31) მაისი
წმინდა მოწამე თეოდოტე ანკვირელი და შვიდი ქალწული: ალექსანდრა, თეკუსა, კლავდია, ფაინა, ევფრასია, მატრონა და იულია III საუკუნის II ნახევარში ცხოვრობდნენ ქალაქ ანკვირიაში, გალატიის მხარეში და ქრისტეს რწმენისთვის მოწამებრივად აღესრულნენ IV ს-ის დასაწყისში.

წმინდა თეოდოტე ღვინით ვაჭრობდა, ჰქონდა თავისი სასტუმრო და დაოჯახებულიც გახლდათ. მიუხედავად ამისა, მან უკვე მაშინ ერისკაცმა მიაღწია სულიერ სრულყოფილებას, იმარხავდა სიწმინდეს, კეთილკრძალულებას, მარხვით და ლოცვით სხეულს სულს უმორჩილებდა. თავისი საუბრებით მრავალი წარმართი მიიყვანა ქრისტესთან, ცოდვილებს სინანული გაუჩინა. მადლმოსილი კაცი იყო და ღმერთმა კურნების მადლიც მისცა. ხელს დაასხამდა სნეულს და ყოველგვარი სატკივარისგან განკურნებდა.

იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას ანკვირიაში ახალი გამგებელი დანიშნეს, ქრისტიანების მიმართ სისასტიკით ცნობილი თეოტეკნი. ეს რომ გაიგეს, მრავალმა ქრისტიანმა დატოვა ქალაქი და სხვაგან გადაიხვეწა. თეოტეკნმა ქრისტიანები გააფრთხილა, რომ კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ წამება და სიკვდილი არ აცდებოდათ. მართლაც მრავალი ქრისტიანი აწამეს წარმართებმა და მათი ქონება დაიტაცეს.

ქვეყანაში შიმშილობა დაიწყო. ამ განსაცდელის დროს წმინდა თეოდოტე თავის სასტუმროსა და სახლს იფარავდა და გამოჰკვებავდა ღია ცის ქვეშ დარჩენილ ქრისტიანებს. იავარქმნილ ეკლესიებს საღვთო ლიტურღიის შესასრულებლად საჭირო ნივთებს, პურსა და ღვინოს სწირავდა. წმინდანი უშიშრად შედიოდა საპყრობილეებში, ეხმარებოდა უდანაშაულოდ დასჯილებს და განამხნევებდა მათ, ეუბნებოდა, რომ ბოლომდე დაეთმინათ ტკივილები და ერთგულნი ყოფილიყვნენ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. წმინდა თეოდოტე არც წმინდა მოწამეთა სხეულებს ივიწყებდა, ზოგს იპარავდა, ზოგშიც გამოსასყიდს აძლევდა დარაჯებს. ბოლოს როცა ქალაქში ყველა ტაძარი ააოხრეს, გარეთ დარჩენილი მამები წირვას თეოდოტეს სახლში აყენებდნენ.

ცხადია, ეს შეუმჩნეველი არ დარჩებოდა, წმინდანიც ხვდებოდა, რომ მოწამებრივი ღვაწლის ტვირთვა მოელოდა. მან მღვდელ ფრონტონეს უთხრა, რომ მალე მისი ნაწამები სხეულის დამარხვა მოუწევდათ, და ადგილიც მიუთითა სადაც დაკრძალავდნენ, ამ სიტყვების დასტურად კი მღვდელს თავისი ბეჭედი გადასცა.

სწორედ იმ დროს ქრისტესთვის მოწამებრივად აღესრულა 7 ქალწული. მათგან უფროსი, წმინდა თეკუსა, წმინდა თეოდოტეს მამიდა იყო. წმინდა თეკუსამ, ფაინამ, კლავდიამ, მატრონამ, იულიამ, ალექსანდრამ და ევფრასიამ სიყრმიდანვე უფალს მიუძღვნეს თავი. იყვნენ მკაცრად მომარხულენი, მოუკლებლად მლოცველნი, კეთილკრძალულნი, მომთმენნი, მთელი ცხოვრება სიკეთეს იქმოდნენ და ასე მიაღწიეს სიბერეს. მათი წმინდა ცხოვრება ქრისტეს მოწამეობით დაგვირგვინდა.

თეოტეკნის სამსჯავროზე წარდგენილმა ქალწულმოწამეებმა თამამად აღიარეს ქრისტე. მაშინ ეშმაკეულმა გამგებელმა წმინდა ქალწულები შესაბილწად გარყვნილ ჭაბუკებს გადასცა. მოწამენი ღმერთს შესთხოვდნენ შეწევნას, წმინდა თეკუსა ჭაბუკებს მუხლებში ჩაუვარდა, მანდილი მოიხსნა და თავისი ჭაღარა თმა უჩვენა და შებრალებას შეჰღაღადებდა. ჭაბუკები გონს მოვიდნენ, თვითონაც ატირდნენ და მათთვის ხელი არ უხლიათ. განმგებელმა წმინდა ქალწულებს უბრძანა, წარმართულ რიტუალში მონაწილეობა მიეღოთ, მაგრამ მათ უარი განუცხადეს. მაშინ თეოტეკნის ბრძანებით, წმინდანებს ლოდები ჩამოჰკიდეს ყელზე და ტბაში ჩაახრჩვეს.

მეორე ღამეს წმინდა თეკუსა ძილში გამოეცხადა წმინდა თეოდორეს და სთხოვა, ტბიდან ამოეღო მათი ცხედრები და ქრისტიანულად დაეკრძალა. წმინდანმა თან წაიყვანა მეგობარი პოლიქრონიოსი, სხვა ქრისტიანები და ტბისკენ გაემართნენ. მათ გზას ანთებული კანდელი უნათებდა, რომელიც უფლის ანგელოზს უხილავად მიჰქონდა. ამ დროს ტბის ნაპირზე მყოფ დარაჯებს გამოეცხადა წმინდა მოწამე სოსანდრე. შეშინებული დარაჯები გაიქცნენ. ამ დროს ქარი ამოვარდა და ტბიდან წყალი სხვა მხარეს წახვეტა. ქრისტიანები დაუბრკოლებლად შევიდნენ, და ფსკერიდან ამოიღეს მოწამეთა სხეულები, რომლებიც ეკლესიის ეზოში დამარხეს. როცა მმართველმა გაიგო წმინდანთა ცხედრების ამბავი, განრისხდა და ბრძანა, განურჩევლად, ყველა ქრისტიანი შეეპყროთ და ეწამებინათ. სხვებთან ერთად პოლიქრონიოსიც დაიჭირეს. მან წამებას ვერ გაუძლო და განაცხადა, რომ მოწამეთა სხეულები წმინდა თეოდოტემ მოიპარა. წმინდანი სასამართლოზე წარადგინეს. თეოდოტე მოელოდა ამ დღეს, მან ახლობლებს დაუბარა, ჩემი სხეული სიკვდილის შემდეგ მღვდელ ფრონტონეს გადაეცით დასაკრძალათო. სასამართლოზე მას წამების იარაღები აჩვენეს, თან დიდ პატივს და სიმდიდრეს დაჰპირდნენ ქრისტეს უარყოფისა და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვისთვის. წმინდა თეოდოტემ ხმამაღლა ადიდა იესო ქრისტე და აღიარა იგი ჭეშმარიტ ღმერთად და მაცხოვრად. გამძვინვარებული წარმართები მას დიდხანს აწამებდნენ, მაგრამ ღვთის ძალამ დაიფარა იგი და ცოცხლად გადარჩა. წმინდა მოწამე დილეგში ჩააგდეს. მეორე დღეს მმართველმა კვლავ განაგრძო მისი წამება, მაგრამ მიხვდა, რომ ვერას გახდებოდა და თავის მოკვეთა ბრძანა. სასჯელი აღსრულდა, მაგრამ ამოვარდნილმა გრიგალმა მეომრებს წმინდანის ცხედრის დაწვის საშუალება არ მისცა. ღვთის ნებით ამ ადგილას გამოიარა მღვდელმა ფრონტონემ, რომელმაც წმინდანის ცხედარი ვირს აჰკიდა და წმინდა თეოდოტეს მიერ წინასწარ მითითებულ ადგილას დაკრძალა იგი. მოგვიანებით წმინდანის საფლავზე ეკლესია აშენდა. წმინდა თეოდოტე აღესრულა 303 ან 304 წელს.

კონდაკი

ღუაწლი კეთილი მოიღუაწე თანავნებულთა შენთა თანა, თეოდოტე, და გვირგვინი ყოვლადბრწყინვალენი მოიხვენით პატიოსანთა მათ შვიდთა ქალწულმოწამეთა თანა, ვინაიცა ევედრეთ ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.

ხატის წყარო
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat