614 წელს სპარსელები შეიჭრნენ პალესტინაში. პალესტინელმა ბედუინებმა დრო იხელთეს და ხალხის ძარცვა დაიწყეს.
იერუსალიმის აღებამდე ერთი კვირით ადრე ბედუინები წმინდა საბა განწმენდილის ლავრაში შევარდნენ. ბერების უმეტესობამ თავს გაქცევით უშველა. სავანეში მხოლოდ 44 მამა დარჩა, მოხუცებულნი, დიდად მოსაგრენი, თავმდაბალნი და მოწყალენი. ზოგიერთი მათგანი 50-60 წელი სავანიდან არ იყო გასული, თვით წმინდა მიწის მოსალოცადაც კი. ბუნებრივია, არ ისურვეს სავანის დატოვება, რომელიც მათთვის ზეციური სასუფევლის კარიბჭედ იქცა. ავაზაკებმა ისინი რამდენიმე დღის მანძილზე სასტიკად აწამეს და განძეულის სამალავის გათქმას ითხოვდნენ. მაგრამ, ბერებისაგან ვერაფერი გაიგეს. მაშინ განრისხებულმა სარკინოზებმა 44 ღირსი მამა ასო-ასო აქნეს. იერუსალიმის აღების შემდეგ არაბეთში დამალული მონაზვნები ლავრაში დაბრუნდნენ და იქ რაც იხილეს, გული უზომო მწუხარებით აევსოთ. ლავრაში მობრძანდა წმინდა მოდესტი (ხს. 16 დეკემბერს) რომელიც პატრიარქის არყოფნაში იერუსალიმის ეკლესიას ხელმძღვანელობდა. მან საკუთარი ცრემლებით განბანა ახალმოწამეთა დაკუწული სხეულები და წმინდა მამათა საძვალეს შეუერთა. ადიდა ღმერთი, რომელმაც ამგვარად დააგვირგვინა ღირს მამათა ღვაწლი. შემდეგ კი მონასტერში დარჩენილ მონაზვნებს მოუწოდა, არაფრისდიდებით არ მიეტოვებინათ წმინდა სავანე და, მიხედავად საფრთხისა, მტკიცედ დაეთმინათ თავს მოწეული განსაცდელი. მამები დაემორჩილნენ მის ბრძანებას, თუმცა ორი თვის შემდეგ, როცა მონასტერს ბარბაროსების თავდასხმა დაემუქრა, მონაზვნებმა წმინდა ათანასე დიდის მონასტერს შეაფარეს თავი, სადაც ორი წელი დაჰყვეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი