მღვდელმოწამე პლატონ სერბი, ბანიალუკელი ეპისკოპოსი (+1941) - 22 აპრილი (5 მაისი) - 22 აპრილი (5 მაისი)
მღვდელმოწამე პლატონ სერბი, ბანიალუკელი ეპისკოპოსი (+1941) - 22 აპრილი (5 მაისი) - 22 აპრილი (5 მაისი)
ძველი სტილით 22 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს სერბ მღვდელმთავარს პლატონ ბანიალუკელს. მღვდელმოწამე პლატონი, ბანიალუკელი ეპისკოპოსი დაიბადა 1894 წელს ბელგრადში. მისი მშობლები, ელენე და ილია, წარმოშობით ჰერცოგოვინადან - ღარიბი, კლდოვანი მხრიდან იყვნენ, სადაც მართლმადიდებლურ სარწმუნოებასა და პატრიოტიზმს ყველაზე მაღლა აყენებდნენ. ბავშვს ნათლობისას მილივოე დაარქვეს. იგი ღვთისმოსავი მშობლების სახლში აღიზარდა, საშუალო სკოლა პატარა ქალაქ ვრანაში დაამთავრა, ხოლო გიმნაზია - ქალაქ ნიშში, სადაც მამამისი გადიოდა სამხედრო სამსახურს. მშობლებმა გადაწყვიტეს შვილი უფლისათვის მიეძღვნათ და ყმაწვილმაც ბელგრადის სასულიერო აკადემიაში ჩააბარა. მის ღვთისმოყვარე გულს მოღვაწეობა ეწადა და ისიც, ჯერ კიდევ აკადემიის სტუდენტი, მონაზვნად აღიკვეცა პლატონის სახელით - წმ. მოწამე პლატონის პატივსაცემად, რომლის რწმენაში სიმტკიცისა და სიმამაცისადმი იგი განსაკუთრებულ მოწიწებას იჩენდა.

ბერმონაზონი პლატონი სულიერად სერბი მიტროპოლიტ მიქაელის მეთვალყურეობით და მზრუნველობით იზრდებოდა. მან წარმატებით დაამთავრა ჯერ ბელგრადის, შემდეგ კი, 1901 წელს, მოსკოვის სასულიერო აკადემიები. სწავლის დროს პლატონმა მიიღო დიაკვნისა და მღვდლის ხარისხი. ახალგაზრდა და მოშურნე, სამართლიანობისა და სიმართლის გამძაფრებული შეგრძნების მქონე პლატონი არცთუ იშვიათად ხვდებოდა რთულ და უსიამოვნო სიტუაციებში, მაგრამ ღვთის შეწევნით მათგან ყოველთვის ახერხებდა თავის დაღწევას, თანაც არ მოჰქონდა მძიმე შედეგები საკუთარი თავისთვის და ეკლესიისთვის, რომელსაც მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა.

სერბი მიტროპოლიტი მიქაელი ახალმა მღვდელმთავარმა ინოკენტიმ შეცვალა. ამ უკანასკნელმა რუსეთიდან დაბრუნებული მღვდელ-მონაზონი პლატონი დიდი გულისხმიერებით მიიღო და რაინოვაცის მონასტრის უხუცესობა მიანდო. მოგვიანებით პლატონს ეკავა მაღალი თანამდებობანი საეკლესიო და სახელმწიფო განათლების ორგანოებში. მან განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ზემო დეჩანის მონასტერზე სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებებისათვის ბრძოლაში.

მიქაელის მონაცვლე მიტროპოლიტმა ინოკენტიმ რუსეთიდან დაბრუნებული მღვდელ-მონაზონი პლატონი დიდი გულისხმიერებით მიიღო და რაინოვაცის მონასტრის წინამძღვრად დაადგინა. მოგვიანებით პლატონმა დაიკავა მაღალი თანამდებობები საეკლესიო და სახელმწიფო განათლების ორგანოებში. მან განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ზემო დეჩანის მონასტერზე სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უფლებებისათვის ბრძოლაში. თავისი ნიჭი ახალგაზრდა მღვდელ-მონაზონმა საგანმანათლებლო მოღვაწეობაშიც გამოავლინა. მან ყოველთვის იცოდა, რომ არა მხოლოდ მასწავლებელი, არამედ ახალგაზრდა სულების მწყემსიც იყო. პლატონი ყველას უყვარდა, სასულიერო პირებსაც და მოსწავლეებსაც. ძალიან მალე მღვდელ-მონაზონი პლატონი არქიმანდრიტი გახდა. ბავშვობიდან ჩანერგილი პატრიოტიზმის გრძნობა კიდევ უფრო გაძლიერდა არქიმანდრიტის სულში. ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა პირველი მსოფლიო ომის დროს, ბალკანეთის ომებში, რომელთაც სერბი ხალხისთვის ფაქტობრივად სამამულო, თავდაცვითი ხასიათი ჰქონდათ. პლატონი საკვებით ამარაგებდა ჯარისკაცებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, ეხმარებოდა ღარიბებსა და ობლებს. იგი დიდი პატივისცემითა და ნდობით სარგებლობდა, თითოეულ ოჯახსა და გაჭირვებულს ყოველთვის დროულად და საჭიროების დროს უნაწილებდა შემოსულ დახმარებას. ხალხის პატივისცემა და სიყვარული, საეკლესიო წრეებში დიდი ავტორიტეტი მაშინდელი სერბეთის ზოგ პოლიტიკოსში შურს იწვევდა. ამას მოჰყვა ის, რომ არქიმანდრიტი პლატონი აღიარებისა და მადლობის მაგიერ ჩამოაშორეს სამსახურს და პენსიაზე გაუშვეს. მომხდარი არქიმანდრიტმა მორჩილად მიიღო, ჩათვალა, რომ ეს მისი ცხოვრების ჯვრის ნაწილი იყო. პლატონი თავმდაბლად ასრულებდა ნებისმიერ საქმეს, რომ ლუკმაპური ეშოვა და საშუალება ჰქონოდა, ღარიბებს დახმარებოდა. პენსიაზე გაშვებული არქიმანდრიტი დურგლადაც კი მუშაობდა.

რამდენიმე ხნის შემდეგ არქიმანდრიტი პლატონი აღადგინეს საეკლესიო სამსახურში. მას ისევ ჩააბარეს მაღალი საეკლესიო თანამდებობები. თუმცა მისი მოწინააღმდეგეები ისევ ვერ ეგუებოდნენ მის წარმატებებს და მუდმივად დაბრკოლებებს უქმნიდნენ. ისინი კრიტიკულად ეკიდებოდნენ პლატონის თითოეულ წამოწყებას.

სერბეთის პატრიარქმა ბარნაბამ შენიშნა და სწორად შეაფასა პლატონის პიროვნება. 1931 წლის ოქტომბერში მას სერბეთის საპატრიარქოს ქორეპისკოპოსად დაასხა ხელი. მეუფე პლატონი ჯერ კიდევ თავისი მსახურების დასაწყისში კონკორდატის წინააღმდეგ მძიმე ბრძოლაში ჩაერთო. კონკორდატი ეწოდებოდა იუგოსლავიის სამეფოს მოლაპარაკებას რომის კათოლიკურ ეკლესიასთან თანამშრომლობაზე. მოლაპარაკება კათოლიკურ ეკლესიას უფლებას აძლევდა სერბეთის ეკლესიისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ პროზელიტური საქმიანობა და ექსპანსია ეწარმოებინა. კონკორდატის მოწინააღმდეგე სამღვდელოებამ ბელგრადში მოაწყო ჯვაროსნული მსვლელობა, რომელსაც "სისხლიანი ლიტანიობა" ეწოდა. ქორეპისკოპოსი პლატონი ამ მსვლელობის მონაწილე გახლდათ. ლიტანიობა დაიძრა საკათედრო ტაძრიდან მთელი ქალაქის მიმართულებით. მთავრობა აქციის ჩატარების უფლებას არ იძლეოდა და მაშინ ჟანდარმერიამ (შინაგან საქმეთა მინისტრი იმჟამად კათოლიკე მღვდელი იყო) მოახდინა სისხლიანი თავდასხმა ლიტანიობის მონაწილე მეუფეებზე, მღვდლებსა და ერისკაცებზე, თუმცა ღმრთის მოწყალებით კონკორდატს ხელი არ მოეწერა.

ქორეპისკოპოსი პლატონი 1938 წელს აირჩიეს ოქრიდ-ბიტოლის ეპარქიის ეპარქიულ ეპისკოპოსად, ხოლო 1939 წლის დასასრულს - ბანია-ლუკას ეპარქიის ეპისკოპოსად. არც ბიტოლში და არც ბანია-ლუკაში ყოფნას გამოცდისა და დაბრკოლებათა გარეშე არ ჩაუვლია. ბანია-ლუკაში ზოგი პოლიტიკოსი აუმხედრდა ეპარქიაში მეუფის დანიშვნას. ბანია-ლუკაში პლატონი მცირე ხნით, 1940 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 1941 წლის 6 მაისამდე ასრულებდა მღვდელმთავრის მოვალეობას. მიუხედავად ამისა, ეპარქიის მრევლის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. მეუფე სიყვარულით ლოცავდა მორწმუნეებს, თანაგრძნობით, ყურადღებით იღებდა და უსმენდა მღვდლებს. მორწმუნენი მაშინვე მიხვდნენ, რომ მისი სახით სულიერი მამა და მწყემსი შეიძინეს. პოლიტიკოსები, რომელნიც მის ჩამოსვლას ეწინააღმდეგებოდნენ და ხალხში შფოთი შეჰქონდათ, განაიარაღა მისმა, როგორც მღვდელმთავრის, გულისხმიერებამ, სიყვარულმა, სიკეთემ.

ევროპაში მეორე მსოფლიო ომი იწყებოდა, საომარი ტრაგედიის ღრუბელი სერბეთზეც ჩამოწვა. მეუფე ნათლად გრძნობდა, რა საშინელი ბოროტება ემუქრებოდა ქვეყანასა და ხალხს. მან გადაიტანა და ახსოვდა ბალკანეთის ომების მთელი საშინელება და პირველი მსოფლიო ომის ულმობელი განსაცდელები. მას ესმოდა, რომ მომავალი ომი უფრო საშიში და ულმობელი იქნებოდა. მძიმე სულიერმა მდგომარეობამ, დაასუსტა მისი უკვე დიდი ხნის წინ შერყეული ჯანმრთელობა და 1941 წლის დასაწყისში მეუფე სარეცელს მიეჯაჭვა. მიუხედავად ხანმოკლე გამოკეთებებისა, იგი ასეთ მდგომარეობაში დარჩა თავის მოწამებრივ აღსასრულამდე.

გერმანელებმა სერბეთი დაიპყრეს. ანტე პაველიჩის მეთაურობით შეიქმნა ე. წ. ხორვატიის დამოუკიდებელი სამეფო. ყველგან შიშისა და განგაშის ატმოსფერო სუფევდა. დაიწყო დევნა, ქურდობა, მკვლელობები, სიწმინდეების შეურაცხყოფა. უსტაშები სატანური სისასტიკით აღიჭურვნენ სერბი ხალხისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. მათ იცოდნენ, მწყემსის განგმირვით სამწყსოსაც გაანადგურებდნენ და მთელი თავიანთი სიძულვილი ბანია-ლუკსის მღვდელმთავრისადმი მიმართეს. მას მოსთხოვეს დაეტოვებინა სამწყსო, საეპისკოპოსო კათედრა და ეპარქია. მეუფისათვის არჩევანი არ არსებობდა და არც შეიძლებო-და არსებულიყო, რადგან თავის სამღვდელმთავრო მსახურებასა და საეპისკოპოსო აღთქმას საკუთარ სიცოცხლეზე მაღლა აყენებდა, თუმცა ბრწყინვალედ ესმოდა, როგორი საფრთხეც ელოდა. უსტაშთა ჯალათს, ვიქტორ გუტიჩს მან განუცხადა: "მე სათანადო მთავრობათაგან კანონიკურად და წესისამებრ დადგენილი ვარ ბანია-ლუკას ეპისკოპოსად და როგორც ეპისკოპოსმა აღვუთქვი ღმერთს, ეკლესიასა და ხალხს, რომ მარადის ვიზრუნებდი ჩემს სამწყსოზე, გარემოებათა მიუხედავად. მე სამუდამოდ დავუკავშირე ურთიერთს ჩემი და ჩემი სულიერი სამწყსოს ცხოვრება და ბედი და მასთან, მის სულიერ სადარაჯოზე დავრჩები, როგორც მწყემსი კეთილი, რომელიც თავს დადებს თავის ცხოვართათვის, მანამ უფალი არ მიმიხმობს თავისთან. ასეთი აღთქმა დავდე ეპისკოპოსის ხარისხისა და ბანია-ლუკას ეპარქიის მმართველობის მიღებისას და ამ აღთქმის ერთგუ-ლი და მასში ურყევი დავრჩები მანამ, სანამ შემეძლება შეგნებულად და დამოუკიდებლად გამოვხატო საკუთარი ნება". უსტაში ჯალათები გაოგნებულნი დარჩნენ ეპისკოპოს პლატონის პოზიციის სიმტკიცითა და ურყევობით, მაგრამ გეგმები არ შეუცვლიათ. გეგმა კი ნათელი იყო: ისინი მაშინაც ჩაიდენდნენ დანაშაულს, მეუფეს სხვაგვარად რომ ეპასუხა, რადგან მათი ხელობა კაცის კვლა იყო. განა არ ხოცავდნენ სერბებს, რომლებმაც კათოლიკობა მიიღეს?! მათთვის აუცილებელი იყო სერბების შეშინება, მათი დარწმუნება, რომ უსტაშების მეთაურის ყველა მუქარა მკვლელობის, გაკათოლიკებისა და დეპორტაციის შესახებ სისრულეში იქნებოდა მოყვანილი. მეუფე ილუზიებისგან შორს იყო. იგი ხედავდა და იცოდა მტრის სიბოროტე და დაუნდობლობა, მაგრამ მტკიცედ იდგა თავის პოზიციაზე - არ მიეტოვებინა ეპარქია. სნეულება ძლიერდებოდა, თავის უკანასკნელ წერილში იგი წერდა: "ჩემთვის აუცილებელია მომაგრება, ძალიან დავიტანჯე და დავუძლურდი... მზერა ცისკენ, ღმერთისკენ მაქვს მიპყრობილი და მის წყალობას ვსასოებ"...

1941 წლის 6 მაისის ღამეს უსტაშმა ჯალათებმა დააპატიმრეს მძიმედ სნეული მეუფე და დეკანოზ დუშანთან ერთად ქალაქიდან წაიყვანეს. ისინი მხეცურად აწამეს მდინარე ვრბანის ნაპირზე და წყალში გადაყარეს. ორივე მოწამის დასახიჩრებული სხეული ნაპირზე ტალღებმა გამორიყა. მეუფე ფარულად და წესის აუგებლად დაკრძალეს ბანია-ლუკას სამხედრო სასაფლაოზე. ბანია-ლუკაში საკათედრო ტაძრის აშენების მერე მისი წმინდა ნაწილები გადაასვენეს ტაძარში და დაასაფლავეს კანკელის წინ. მღვდელმოწამედ კანონიზაციის შემდგომ ისინი ჩაასვენეს ლუსკუმაში, რომელიც გახსნილი დატოვეს, რათა მორწმუნეებს თაყვანი ეცათ.

მეუფე პლატონის მოწამებრივი აღსასრულის მოწმეთაგან არავინ დარჩა ცოცხალი, ან ისინი ჩვენთვის უცნობია. მაგრამ მრავალმა დაინახა მისი დაგლეჯილი, დასახიჩრებული სხეული. თვითმხილველთა ყველა ჩვენება ერთმანეთს ემთხვევა. მეუფეს სახეზე ეტყობოდა საზარელი წამების კვალი - ჯალათებმა მოაჭრეს ცხვირი და ყურები, დააგლიჯეს წვერი. ტანზე აჩნდა დანასერები, მარილით ამოჭმული იარები, დამწვრობის კვალი და სამი ნატყვიარი. მძარცველებმა სხეულზე მხოლოდ საცვლები, ტყავის ქამარი და ფეხსაცმელები დაუტოვეს. მღვდელმოწამე ბოლომდე შეუორგულებლად დარჩა ერთგული ღვთისა, მართლმადიდებელი ეკლესიისა და სერბეთისა.


ხატის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat