წმინდა ქრისტეფორე XVIII საუკუნეში დაიბადა ანდრიანოპოლისში. ხელობით თერძი გახლდათ. სიყმაწვილეში ქრისტესგან განდგომილი ვინმე სომხის გავლენით, თვითონაც უარყო ქრისტე და ისლამი მიიღო.
შემდგომში ქრისტეფორე მიხვდა. იქ ის ოთხი წელი იღვწოდა წმინდა დიონისეს მონასტერში. გადაწყვიტა, ქრისტესთვის წამებულიყო და საკუთარი სისხლით აღეხოცა ქრისტეს ღალატის ცოდვა. მან ამ ღვაწლის აღსრულებისთვის კურთხევა წმინდა დიონისოს მონასტრის იღუმენისგან ნეტარ სტეფანესგან აიღო და ანდრიანოპოლისში დაბრუნდა. 1818 წლის 18 აპრილს მან თავისი რწმენა თურქი მსაჯულის წინაშე აღიარა. ის მაშინვე შეიპყრეს. წმინდა იოანემ "ქრისტე აღდგას" გალობით წარუპყრა ქედი ჯალათის მახვილს.
წმინდა იოსები წმინდა ქრისტეფორეს თანამედროვე იყო, იგი თანაშემწე გახლდათ დიონისეს მონასტრის იღუმენის სტეფანესი და გამოირჩეოდა მონაზვნური სათნოებებითა და ხატწერის ნიჭით. 1819 წელს ის კონსტანტინოპოლში თან ახლდა ვინმე ევდოკიმეს, რომელსაც მოწამეობა სურდა და საბოლოოდ კი ქრისტეც უარყო და თავისი თანამგზავრიც დააბეზღა. წმინდა იოსები საპყრობილეში ჩააგდეს, და მიუხედავად ათასგვარი წამებისა, მტკიცე იყო რწმენაში და არ უღალატა ქრისტეს. წმინდა იოსების თარიღი უცნობია, მასზე მოგვითხრობს დიონისეს მონასტრის იღუმენი გაბრიელი (1981) თავის დაწერილ მონასტრის ისტორიაში. და რადგანაც წმინდა იოსების თარიღი ცნობილი არ არის, "ახალი სვინაქსარის" ავტორმა მისი მარტვილობა წმინდა ქრისტეფორეს ცხოვრებას შეუერთა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი