წმინდა კირილე ერისკაცობაში კონსტანტინე სერპეძოღლუ დაიბადა დაახლოებით 1769 ან 1725 წელს, ოსმალეთის იმპერიაში, ანდრიანოპოლოსში (დღევანდელი ედირნე, თურქეთი), ღარიბ ოჯახში.
სწავლობდა მშობლიური ქალაქის სკოლაში. კარგად სწავლობდა და ანდრიანოპოლისის მიტროპოლიტის კალენიკეს კეთილგანწყობა მოიპოვა, რომელიც მისი მფარველი გახდა. სწავლის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა კირილე დიაკვნად აკურთხა და თავის მდივნად დაადგინა, სხვა გადმოცემით ის ეფესოს მიტროპოლიტ გაბრიელს დაუახლოვდა და მან აკურთხა დიაკვნად. ასე თუ ისე როცა მიტროპოლიტი კალენიკე კონსტანტინოპოლის პატრიარქი გახდა, კირილეც მას გაჰყვა და მთავარდიაკვნად დაადგინეს. ამ დროს მან ბევრი იშრომა საპატრიარქო სკოლის რეორგანიზაციისთვის. 1803 წელს მას ეპისკოპოსად ხელნი დაასხეს და იკონიის მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. შვიდი წლის განმავლობაში რაც ის ამ ეპარქიაში იყო, დიდი ღვაწლი გასწია:
დააარსა სკოლები, ეხმარებოდა ღარიბ სტუდენტებს, ავრცელებდა წიგნებს და აღადგენდა ძველ ტაძრებს. 1810 წელს, ალბათ თანამემამულეთა თხოვნით ის ანდრიანოპოლისის სამიტროპოლიტო კათედრაზე გადაიყვანეს, სადაც გააგრძელა ნაყოფიერი სამღვდელმთავრო ღვაწლი - მას სახელი გაუვარდა, როგორც სასულიერო მწერალსა და ლიტერატორს.
1813 წლის 4 მარტს იგი კონსტანტინოპოლის პატრიარქის ტახტზე ავიდა. მისი მთავარი საზრუნავი აქაც მრევლის და სამღვდელოების განათლება იყო - მან დააარსა მუსიკალური სასწავლებელი, გადააკეთა სახალხო საავადმყოფო, მოაწესრიგა საგანმანათლებლო სისტემა და წიგნების გავრცელების საქმე. შესაძლოა პატრიარქობის წლებშივე შევიდა ის ბერძნულ გამთავისუფლებელ მოძრაობაში. 1818 წლის 13 დეკემბერს სულთან მაჰმუდ მეორის სურვილით დაუტევა საპატრიარქო ტახტი და მშობლიურ ანდიანოპოლისში დასახლდა. ანდრიანოპოლისში ყოფნის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა თურქეთის წინააღმდეგ აჯანყებაში. აჯანყების დაწყებისთანავე, ყოფილ პატრიარქს მოჯანყეთა მხარდაჭერა დაჰბრალდა და 1821 წლის აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ანდრიანოპოლისის პორტში ჩამოახრჩვეს. მისი ცხედარი სამი დღე ეკიდა სახრჩობელაზე, შემდეგ მდინარე მარიცაში გადააგდეს. თუმცა ღვთის განგებულებით მდინარემ მისი ცხედარი თრაკიის საზღვარზე, სოფელ პითიასთან გამორიყა და ადგილობრივმა მკვიდრმა ქრისტოს არგიროუმ დაკრძალა. მალე მისი წმინდა საფლავი სასწაულებით განდიდდა, და ადგილობრივი მკვიდრნი პატივს მიაგებდნენ წამებულ პატრიარქს. 1989 წელს მოხდა მისი კეთილსურნელოვანი წმინდა ნაწილების აღმოყვანება. 1993 წელს ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა წამებული პატრიარქი წმინდანად შერაცხა. მისი მცირე წმინდა ნაწილი ათონზე, ვათოპედის მონასტერში ინახება.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი