304 წელს მმართველი მაგნიანე ლიკაონიაში, ქალაქ თიბიუკში ჩავიდა, რათა იმპერატორის ბრძანებით ქრისტიანული წიგნები დაეწვა.
მან ეპისკოპოს ფელიქსს, მღვდელ იანუარს და ქრისტიან ერისკაცებს ფორტუნატესა და სეპტიმეს იმპერატორის ბრძანება წაუკითხა და მოსთხოვა ეკლესიიდან წიგნები მიეტანათ. წმინდა ეპისკოპოსმა უპასუხა:
- ჰოი, მმართველო, დაწერილია: "ნუ მისცემთ სიწმინდესა ძაღლთა, ნუცა დაუფენთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერჴითა მათითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ." ამიტომ ტყუილად მთხოვ წმინდა წიგნების მოტანას, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, მიუხედავად იმპერატორის ბრძანებისა.
მმართველი დაემუქრა, დასასჯელად პროკონსულს გადაგცემთო. წმინდა ფელიქსმა უპასუხა:
- რაც შენ გითხარი, იმავეს გავიმეორებ, თუნდაც იმპერატორის წინაშე წარმადგინოო!
წმინდანი საპყრობილეში ჩააგდეს. სამი დღის უჭმელ-უსმელი კვლავ წარუდგინეს მსაჯულს. კვლავ მტკიცედ იდგა. პროკონსულს წაუყვანეს. თერთმეტდღიანი პატიმრობის შემდეგ პროკონსულმა მოწამენი პრეტორიის პრეფექტს გაუგზავნა. მან ისინი დაკითხა და ორი კვირით ერთ მყრალ და ბნელ დილეგში ჩაყარა. შემდეგ მოწამენი გემზე დასვეს, ცხენებს გამოაბეს, რომლებიც მოწამეებს ფლოქვებით თქერავდნენ.
ოთხი დღის შემდეგ, ერთ-ერთ პორტში ადგილობრივმა ქრისტიანებმა ისინი სახლებში გადამალეს. ქრისტეს აღმსარებლები კვლავ ლიკაონიაში დაბრუნდნენ. ცოტა ხნის შემდეგ წმინდა ფელიქსი, იანუარი, ფორტუნატე და სეპტიმე კვლავ მმართველს ჩაუვარდნენ ხელში. მან ისევ "ალერსიანად" მოსთხოვა წმინდა წიგნების მოტანა და იმპერიის ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვა, წმინდანებმა უარი განუცხადეს. მათ თავები მოჰკვეთეს.
საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია მათ 30 აგვისტოსაც მოიხსენიებს. წმინდა იანუარიუსი არ უნდა აგვერიოს ბენევენტის ეპისკოპოს წმინდა იანუარიუსში, რომლის ხსენებაც 21 აპრილს და 19 სექტემბერსაა.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი