წმინდა ლეონიდე და კორინთელი დედანი 259 წელს ეწამნენ. წმინდა ლეონიდე პელოპონესში დაიბადა და დედათა სასულიერო ქოროს ხელმძღვანელობდა.
დეციუსის დევნის დროს, როცა სხვა ქრისტიანები იმალებოდნენ, დედანი, რომელთაც წმინდა ლეონიდე ხელმძღვანელობდა, დაუჯერებელ სიმამაცეს იჩენდნენ - დაუფარავად ადიდებდნენ ღმერთს და საგალობლებს აღუვლენდნენ. ისინი ყველა არგოლიდაში, ქალაქ ტრეზენში დაიჭირეს აღდგომამდე რამდენიმე დღით ადრე და კორინთოში მმართველ ვენუსტუსთან მიიყვანეს.
მაღალ ტახტზე მჯდარი მმართველი ლეონიდეს პატივსა და სიმდიდრეს დაჰპირდა, თუკი კერპებს მსხვერპლს შესწირავდა. ლეონიდემ მშვიდად და ღიმილით უთხრა:
- უკვე დიდი ხანია, სიცრუეზე უარი ვთქვი, და ახლა მხოლოდ შენზე ვშიშობ, რადგან შეცთომილებას საუკუნო წარწყმედისკენ მიჰყავხარ.
მაგისტრატმა იფიქრა, ამასთან შეგონება არ გასჭრისო და მისი წამება გადაწყვიტა. წმინდანმა უთხრა:
- თუ ასე გინდა, გამოსცადე ჩემი სხეული და დარწმუნდები, რომ როცა ჩემი ხრწნადი სხეული დაზიანდება, სული ჩემი უვნებელი დარჩება და გაიხარებს ბორკილთაგან გათავისუ¬ფლებას, რომელიც მას მოკვდავ არსებობასთან მიაჯაჭვებს.
მაშინ მმართველმა წმინდა დედანი მოაყვანინა და უთხრა, რომ მათმა მოძღვარი კერპებისადმი მსხვერპლის შეწირვას დათანხმდა. დედებმა ეს არ დაიჯერეს და უპასუხეს:
- ჩვენც გვსურს მთელი გულით მსხვერპლი შევწიროთ ჩვენს უფალს იესო ქრისტეს!
როცა ნახა, რომ მათ ვერ დაარწმუნებდა, მმართველის ბრძანებით დედები საპყრობილეში ჩაჰყარეს, ხოლო მასთან წმინდა ლეონიდე მიიყვანეს. მაგისტრატი კვლავ დაჟინებით მოითხოვდა მისგან მეფეს დამორჩილებოდა. მაგრამ წმინდა ლეონიდე უდრეკი იყო:
- რასაც ცისა და მიწის მეუფე მიბრძანებს, ყველაფერს კრძალულებით აღვასრულებ, ხოლო რასაც იმპერატორები მიბრძანებენ, მხოლოდ იმ შემთხვევაში აღვასრულებ, თუ ის მართალი საქმე იქნება, თუ არა და, თავს მოვალედ არ ვთვლი მას დავემორჩილო!
განრისხებული იმპერატორის ბრძანებით წმინდა ლეონიდეს ცოცხლად ტყავი გააძრეს და ფერდები ჩირაღდნებით მოუწვეს. შემდეგ დასაკითხად წმინდა დედანი მიუყვანეს მმართველს. მან ჰკითხა, ლეონიდეს ხომ არ ენათესავებითო. რაზეც უპასუხეს, - დიახაც ნათესავები ვართ რწმენით და ცხოვრების წესითო.
- მაშინ მასავით გაწამებთო, - დაემუქრა მმართველი.
ჯალათები მაშინვე შეუდგნენ საქმეს, მაგრამ წამებითაც ვერაფერს გახდნენ. წმინდა დედათა სარწმუნოებასთან. ქრისტიანები მხოლოდ ამას ამბობდნენ, - ყველანაირ ტკივილს დავითმენთ ჩვენი ქრისტეს გულისთვისო.
მაშინ მმართველმა ქრისტიანებს ზღვაში დახრჩობა განუჩინა. დიდ შაბათს, როცა მოწამენი გემზე დასვეს, დედები გალობდნენ. გემი ნაპირს ექვსი კილომეტრით დაშორდა, მოწამეებს კისერზე ქვები გამოაბეს, ხოლო ხელები ზურგს უკან შეუკრეს. თავიდან ზღვაში ლეონიდე ჩააგდეს, მერე - დანარჩენები. ვიდრე ტალღები ლეონიდეს შთანთქავდა, იგი ამბობდა: "დღეს მეორედ მოვინათლებით და ჩვენი შინაგანი კაცი განიწმინდებაო".
შემდგომში მათი წმინდა ნაწილები ზღვის პირას იპოვეს. წმინდანთა საფლავზე დიდი ტაძარი აკურთხეს.
1917 წელს წმინდა მოწამენი ბევრ ადგილობრივ ქრისტიანს გამოეცხადა, და ამის მერე მათი წმინდა ნაწილებიც აღმოაჩინეს. წმინდა ნაწილთაგან მოხდენილმა უამრავმა სასწაულმა დაადასტურა წმინდა ნაწილთა სინამდვილე. ცოტა ხნის წინ კორინთოს გვერდით ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას, კორინთოში აღმოჩნდა უზარმაზარი ტაძრის ნანგრევები, რომელიც წმინდა ლეონიდესთვის იყო მიძღვნილი. ათენში კი მათ სახელზე აშენებული V საუკუნის ტაძრის ნანგრევები იპოვეს. ზოგიერთი მას აიგივებს წმინდა ლეონიდე ათენელთან (ხს. 15 აპეილს), თუმცა არც ერთ წყაროში არ არის მითითებული, რომ წმინდა მოწამე ლეონიდეს სამღვდელო ხარისხი ჰქონდა.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი