წმინდა მოწამენი: აღაპია, ქიონია და ირინე (+304) - 16 (29) აპრილი
წმინდა მოწამენი: აღაპია, ქიონია და ირინე (+304) - 16 (29) აპრილი
როცა იმპერატორი დიოკლეტიანე (284-305 წწ.) იტალიის ჩრდილოეთით, ქალაქ აკვილეაში იმყოფებოდა, რომიდან შეატყობინეს, - ქალაქის ყველა საპყრობილე ქრისტიანებითაა სავსე, რომლებიც, მიუხედავად ათასნაირი ტანჯვისა, არ უარყოფენ თავიანთ ქრისტესო. მათ ყველას მასწავლებლად ჰყავთ ქრისოგონი, მას უჯერებენ და მტკიცედ უპყრიათ მისი მოძღვრებაო. ამის საპასუხოდ დიოკლეტიანემ ბრძანა, ქრისოგონის გარდა, ყველა ქრისტიანი სიკვდილით დაესაჯათ, ხოლო იგი მასთან მიეყვანათ საწამებლად. როცა ქრისტეს აღმსარებელი ქრისოგონი აკვილეადან რომში დიოკლეტიანესთან შებორკილი მიჰყავდათ, შორიახლოს მისდევდა თავისი მოწაფე, წმინდა ანასტასია (შემდგომში, 304 წელს მასაც სიკვდილით დასჯიან ქრისტეს სიყვარულისთვის. ხსენება 22 დეკემბერს). დიოკლეტიანესთან მიყვანილი ქრისტეს მხედარი არ დაემორჩილა უწმინდური მეფის ბრძანებას და საშინელ სატანჯველს მისცეს, მერე კი სიკვდილი მიუსაჯეს და ქალაქგარეთ, ერთ უდაბურ ადგილას თავი მოჰკვეთეს (†304, ხსენება 22 დეკემბერს), მისი პატიოსანი სხეული კი ზღვის პირას ფრინველების და ნადირთა შესაჭმელად დააგდეს.

ამ ადგილის სიახლოვეს ერთი ღვთისმოშიში კაცი სახლობდა, მღვდელი ზოილე. მის მეზობლად ცხოვრობდა სამი ქალწული, ხორციელად და სულიერად დანი: აღაპია, ქიონია და ირინე. ამ მღვდელმა საღმრთო გამოცხადებით შეიტყო წმინდა მოწამე ქრისოგონის სხეულის ადგილსამყოფელი, მის პატიოსან თავთან ერთად აიღო, ჩაასვენა ხის კუბოში და თავის სახლში გადამალა (შემდგომში წმინდა ქრისოგონის პატიოსანი თავი რომში გადაასვენეს, სადაც პაპი სიმაქეს დროს (498-514 წლებში) წმინდანისვე სახელობის ტაძარში ინახებოდა. წმინდანის სხეული ვენეციაშია დასვენებული). ოცდაათი დღის მერე მას ხილვაში წმინდა ქრისოგონი გამოეცხადა და უთხრა: "იცოდე, რომ ცხრა დღის გასვლის შემდეგ, შენს მეზობლად მცხოვრებ ქრისტეს სამ ქალწულს საწამებლად წაიყვანენ. ამიტომაც უთხარი ღვთის მხევალ ანასტასიას, რომ იზრუნოს მათზე, აღძრას ისინი სატანჯველთა მხნედ დათმენისთვის, ვიდრე მოწამეობის გვირგვინებით არ იქმნებიან შემკულნი. შენც გქონდეს კეთილი სასოება იმისა, რომ შენი ღვაწლის უტკბილეს ნაყოფს იგემებ, რამეთუ მალე გათავისუფლდები მიწიერ საკვრელთაგან, მხიარული წარხვალ ქრისტესთან და წმინდათა თანა განისვენებ".

ამგვარივე ხილვა ჰქონდა წმინდა ანასტასიასაც. ღვთაებრივი სულით აღძრული მივიდა ხუცესის სახლში, რომელსაც ადრე საერთოდ არ იცნობდა და ჰკითხა:

- სად არიან ის ქალწულნი, რომელთა მოწამებრივ აღსასრულზე ხილვისას გეუწყა?

წმინდა ანასტასიამ შეიტყო, სადაც ცხოვრობდნენ წმინდა ქალწულნი, მივიდა მათთან, სიყვარულით მიესალმა, ერთი ღამე გაათია, სულის მაცხოვნებელ და ღვთაებრივი სიყვარულით აღვსებულ საუბარში, რომლითაც ისინი აღძრა, მხნედ, სისხლის დათხევამდე დაეთმინათ სატანჯველნი, და არ ეღალატათ თავიანთი ზეციური სასიძოსთვის - ქრისტესთვის. ანასტასიამ მღვდლის სახლში თავისი საყვარელი მასწავლებლის, ქრისტეს მოწამე ქრისოგონის ცხედარი ნახა და დიდხანს დასტიროდა, ცრემლებით დაალტობდა მის წმინდა სხეულს და საკუთარ თავს სულიერი მამის ლოცვას მიანდობდა. ამის მერე დაბრუნდა ქალაქ აკვილეაში და განაგრძო საპყრობილეში ჩაყრილი ქრისტესთვის ტუსაღთა მსახურება, რომელთაც თავისი ქონებით ეხმარებოდა და უმსუბუქებდა ბორკილთა სიმძიმეს.

მართლაც, მალევე აუსრულდა ხუცეს ზოილეს წმინდა ქრისოგონის წინასწარმეტყველება - ცხრა დღის მერე წარვიდა უფლისა მიმართ, ხოლო წმინდა ქალწულები აღაპია, ქიონია და ირინე შეიპყრეს და საწამებლად მიუყვანეს იმპერატორ დიოკლეტიანეს.

იმპერატორმა ქალწულები რომ დაინახა, ჰკითხა:

- რომელმა უგუნურმა გასწავლათ, რომ ამ საცოდავ და ბილწ საცთურს გაჰყოლოდით, დაგემცროთ ჩვენი სამართლიანი სჯული და როგორც უწმინდურები შეგეზიზღებინათ ჩვენი ღმერთები? მაგრამ, რადგანაც ვხედავ, რომ ცნობილი გვარისანი ხართ, ახალგაზრდები და მშვენივრები, ამიტომაც მებრალებით და გირჩევთ საკუთარი თავი დაინდოთ. განუდექით თქვენს ქრისტეს და მსხვერპლი შესწირეთ ღმერთებს და მე, ჩემი ამალიდან დიდებულთა გვარის სამ ჭაბუკს შეგრთავთ, რომლებიც სავსებით ღირსნი იქნებიან თქვენი სილამაზისა, რათა სახელგანთქმული ქმრები გყავდეთ, რომელთა გამოც თქვენც პატივში იქნებით.

უფროსმა დამ, წმინდა აღაპიამ უპასუხა:

- მეფეო, შენ სახალხო საქმეებზე, უცხოტომელებზე, ჯარებზე ზრუნვა გავალია, ამ დროს კი ბევრ უსამართლობას ამბობ, დაამცირებ ცოცხალ ღმერთს, ვისი შეწევნაც ძალზე გჭირდება, და რომლის სახიერებაც ბევრს გითმენს; შენ კი მას აგინებ.

მაშინ დიოკლეტიანემ თქვა: - ეს ქალიშვილი გიჟია, სხვა მომიყვანეთო.

მაშინ მეფესთან წმინდა აღაპიას და, წმინდა ქიონია მიიყვანეს, რომელმაც მეფეს უთხრა:

- მეფეო, ჩემი და უგუნური არ არის, პირიქით, ჯანსაღად მსჯელობს, მან აჩვენა თქვენი შეგონების სიცრუე, რომ თაყვანი ვცეთ კერპებს.

მეფემ აღარც მისი მოსმენა მოისურვა და ბრძანა, მათი მესამე და, წმინდა ირინე მოეყვანათ და უთხრა:

- შენი დები გაგიჟდნენ და რადგან მათზე პატარა ხარ, თავი მოუდრიკე ჩვენს ღმერთებს, რომ მობაძვით დებმაც იგივე გააკეთონო.

მაგრამ წმინდა ირინემ მტკიცედ უპასუხა:

- კერპების წინაშე დაე, მათ მოიდრიკონ თავები, რომლებიც თავიანთი უწმინდური უგუნურებით წინ აღუდგებიან ჭეშმარიტ ღმერთს. იმაზე დიდი სისულელე რა არის, თაყვანი სცე მხატვრის მიერ სათანადო საფასურის გადახდის მერე გაკეთებულ ნამუშევარს? რამეთუ ჯერ მხატვარს ეთათბირები, რა ფასად და როგორი კერპი უნდა გაგიკეთოს, ფეხზე მდგარი, თუ მჯდომარე, დაწოლილი თუ მორბენალი, მოცინარი თუ მტირალი, ან რა მასალისგან გაგიმზადოს - ხისგან თუ ქვისგან, ან სპილენძისგან, ანდა სხვა მასალისგან. და თუ ის ცუდად გააკეთებს, შენს პირობას დაარღვევ, თუ კარგი იქნება, დაპირებულ თანხას მისცემ. მერე კი ამ ნაყიდსა და ხელითქმნილს თაყვანისცემ, "ჩემო ღმერთოო", დაუძახებ კერპს, რომელსაც სახელად ნაყიდი მონა უფრო შეეფერება, ვიდრე ღმერთი.

წმინდა ქალწულთა ამგვარი სიტყვების საპასუხოდ დიოკლეტიანემ თქვა:

- ამგვარი სიტყვებისთვის მათ სატანჯველი ეკუთვნით - და ქალწულთა საპყრობილეში ჩაყრა ბრძანა.

წმინდა ანასტასიამ ჩვეულებისამებრ ინახულა ტუსაღები, მივიდა წმინდა ქალწულებთანაც და ანუგეშა ისინი, აღძრა მათში სასოება ღმრთისადმი, რომ იგი აუცილებლად შეეწეოდა მათ და მტრებზე სახელოვნად გაიმარჯვებდნენ.

რაღაც დროის მერე მეფეს სახალხო საქმის გამო მაკედონიაში მოუწია წასვლამ. მას უკან მიაყოლეს აკვილეს საპყრობილეებში დამწყვდეული ყველა ქრისტიანი, რომელთა შორის იმყოფებოდა სამი წმინდა ქალწულიც - აღაპია, ქიო-ნია, ირინე; წმინდა ანასტასიაც მათ გაჰყვა სანუგეშოდ და გასამხნევებლად.

როცა მაკედონიაში ჩავიდნენ, მეფემ მმართველ დულკიციანეს უბრძანა, ქრისტიანები წამებით იძულებულეყოთ, მსხვერპლი შეეწირათ კერპებისთვის; ურჩები კი სხვადასხვაგვარი წამების შემდეგ სიკვდილით დაესაჯა. და რადგანაც შეუძლებელია წმინდა მოწამეთა მიერ იმ დროს დათმენილი ათასგვარი სატანჯველის აღწერა, ჩვენ მხოლოდ ზემოხსენებული სამი წმინდა ქალწულის მოწამებრივი ღვაწლის შესახებ მოგითხრობთ.

ქრისტეს ეს სარძლოები საწამებლად დულკიციანესთან რომ მიიყვანეს, მან მათი უჩვეულო სილამაზე როცა იხილა, მაშინვე მათდამი არაწმინდა სურვილით აივსო. ისინი გამოკეტა, დაცვა დაუყენა და დარაჯის პირით შეუთვალა, რომ მათ გაათავისუფლებდნენ და უხვად დაასაჩუქრებდნენ, თუ დაჰყვებოდნენ და შეასრულებდნენ თავადის უწმინდურ სურვილებს.

მაგრამ წმინდა ქალწულებს ათასჯერ სიკვდილი ერჩივნათ ერთხელ შებილწვას, ასე რომ, ვერც ალერსით, ვერც მუქარით, ვერც საჩუქრებით, და ვერც სატანჯველით, მმართველმა ვერ შეძლო ქალიშვილების დათანხმება, რომ მისი ბილწი სურვილები შეესრულებინათ. ხორციელი ვნების ცეცხლი მთელ შინაგანს უწვავდა, მმართველს მისი დათმენა აღარ შეეძლო და გადაწყვიტა, ღამე იმ ოთახში შესულიყო, სადაც ქალწულები ჰყავდა დამწყვდეული და განეხრწნა ისინი.

ღამის დადგომისთანავე ქალწულები ლოცვად დადგნენ და ღმერთს ღამისთევის ლოცვებსა და ფსალმუნებს აღუვლენდნენ. მმართველმა ოთახში შესვლა დააპირა და როგორც კი ზღურბლზე შედგა, მაშინვე ჭკუიდან შეიშალა და წინ წასვლა ვეღარ შეძლო. იმ ოთახის სიახლოვეს, სამი ქალწული რომ იმყოფებოდა, სამზარეულო იყო, სადაც უამრავი ჭურჭელი იდგა - ქოთნები, ქვაბები, ტაფები - ერთიანად გამურულნი. ეშმაკებისგან ცდუნებული იმ ოთახში რომ ვერ შევიდა, სადაც ქალწულები იყვნენ დამწყვდეულნი, სამზარეულოში შეაბოტა და ერთიანად მურით ამოიგანგლა, დაესვარა სახე, ხელები და ტანსაცმელი, ამგვარი გამოვიდა და გამოეცხადა გარეთ მის მომლოდინე მსახურებს, რომლებსაც ხელთ ანთებული შანდლები ეპყრათ. მსახურებმა თავიანთი ბატონი ეთიოპივით საშინლად გაშავებული რომ დაინახეს, შეეშინდათ, დაყარეს შანდლები და იქიდან მოკურცხლეს. მმართველი ვერ მიხვდა, რა მოხდა, რატომ გაიქცნენ მსახურები მის დანახვაზე, იფიქრა, იცინიან და მე დამცინიანო და საშინლად განრისხდა. იმ დროს უკვე ნათდებოდა და სადაც კი მმართველი მივიდა, მის დანახვაზე ყველა გარბოდა, მსახურებიც, დარაჯებიც, ჯარისკაცებიც, თითქოს რაღაც საშინელი ურჩხულისაგან თავის დაღწევას ცდილობენო. მაშინ მმართველი სამეფო პალატისკენ გაემართა, მეფესთან თავის ხელქვეით მეომრებზე ჩივილს აპირებდა, რომ მას არ უჯერებდნენ და დასცინოდნენ კიდეც. მაგრამ როგორც კი სამეფო პალატს მიუახლოვდა, იქიდან ხმამაღალი და ხანგრძლივი სიცილი მოესმა, ზოგიერთი მის დანახვაზე შეშინებული გაიქცა, ზოგმა მას ცემა დაუწყო და სასახლის ეზოდან გამოაძევეს, რადგან მმართველ დულკიციანედ ვერ შეიცნეს. ყველა ფიქრობდა, ვინმე სულელიაო. თუმცა მმართველი მაინც ვერ ხვდებოდა, რა სჭირდა, ეშმაკის მოქმედებით თვალებდაბნელებული ვერ ხედავდა, რომ სხეული და სამოსი მურიანი ჰქონდა. პირიქით, ეჩვენებოდა, თითქოს ტანსაცმელი და სხეული სუფთა ჰქონდა. მსახურები ბოლოს როგორღაც მიხვდნენ, რომ მათი ბატონი ჭკუიდან გადავიდა, მაშინვე გაიქცნენ მასთან და შინ წაიყვანეს. ეუბნებოდნენ, - ნახე, რას ჰგავხარო. როცა შინ შევიდა, მისმა ცოლმა, მონა-მხევლებმა ტირილი მორთეს, იფიქრეს, გაგიჟდაო, სხვები კი მოერიდნენ და აღარ ეკარებოდნენ. თვითონ მმართველი ვერ ხვდებოდა, ზოგი რატომ დასტიროდა, ხოლო ზოგიც პირს არიდებდა. ბოლოს, საცოდავს თვალნი გაეხსნა და სარკეში დაინახა, რომ მისთვის ეშმაკებს დაეცინათ, მურისგან ერთიანად გაშავებულიყო და ეთიოპს დამსგავსებოდა. საშინლად განრისხდა წმინდა ქალწულებზე. ეს ალბათ, ჯადოქრობით დამმართესო და იმაზე ფიქრობდა, შური როგორ ეძია. დაიბანა, ტანსაცმელი გამოიცვალა და სახალხოდ სამსჯავროზე დაჯდა. შემდეგ ბრძანა, წამების იარაღი მოამზადეთ და ქრისტიანი ქალწულები მოიყვანეთო. როცა წმინდა ქალწულები მოიყვანეს, მმართველმა ბრძანა, გააშიშვლეთო, რათა მათი სხეული ენახა, მაგრამ როგორც კი ტანსაცმლის გახდა დააპირეს, ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლეს, რამეთუ ღვთის ნებით, წმინდანებს სამოსი ტანზე ტყავივით მიეკრათ. ყველა გააოცა ამ სასწაულმა. თუმცა მსახურები დიდხანს ცდილობდნენ წმინდანებისთვის ტანსაც-მლის გახდას, მაგრამ ვერ შეძლეს.

სამსჯავროზე მჯდარ მმართველს უეცრად ძილი მოერია და ისე ღრმად ჩაეძინა, რომ ვერავინ გააღვიძა, ანჯღრევდნენ და უყვიროდნენ, მაგრამ მას მკვდარივით ეძინა. მაშინ მძინარე ასწიეს, და შინ წაიყვანეს. სახლში, მაშინვე გაეღვიძა.

როცა მეფემ შეიტყო, რაც დულკიციანეს დაემართა, ძალზე გაუბრაზდა და წმინდა ქალწულები საწამებლად მსაჯულ სისინეს გაუგზავნა. ამ მსაჯულმა თავიდან უმცროს დას, ირინეს დაუწყო დაკითხვა:

- დაემორჩილები თუ არა მეფის ბრძანებას?

წმინდანმა უპასუხა:

- არა, არ დავემორჩილები, რამეთუ მე ქრისტიანი ვარ, მონა ყოვლისშემძლე ღმერთისა.

მაშინ მსაჯულმა მისი საპყრობილეში წაყვანა ბრძანა. ხოლო სამსჯავროში აღაპია და ქიონია მოაყვანინა, რომელთაც უთხრა:

- თქვენი უმცროსი და გიცდუნებიათ და მისთვის ღვთაებრივი კანონების შეურაცხყოფა გისწავლებიათ, ამიტომაც გადავწყვიტე, მისი წამება გადავდო, რამეთუ როცა ის თქვენს წამებას დაინახავს, შეეშინდება და ჩვენ დაგვემორჩილება. თუ თქვენ გსურთ მას ეს სატანჯველი აარიდოთ, მაშინ დაემორჩილეთ მეფის ბრძანებას და ჩვენსავით, მსხვერპლი შესწირეთ ღმერთებს.

წმინდა აღაპიამ უპასუხა მსაჯულს:

- უდრეკია ჩვენი რწმენა.

მაშინ მსაჯულმა ქიონიას ჰკითხა:

- შენ რაღას იტყვი?

ქიონიამ უპასუხა:
- ჩვენი რწმენა შეუცვლელი დარჩება.

მაშინ მსაჯულმა ჰკითხა:

- თუ გაქვთ ქრისტიანული წიგნები?

წმინდა ქალწულებმა უპასუხეს:

- გვაქვს წიგნები, ოღონდ ჩვენს გონებაშია დამალული და იქიდან მას ქრისტეს მტრები ვერ აიღებენ.

მსაჯულმა ჰკითხა:

- ვინ გასწავლათ, რომ ნებაყოფლობით მისცეთ თავი ასეთ სატანჯველს?

წმინდა ქალწულებმა უპასუხეს:

- ეს სატანჯველნი დროებითია და დიდი სიკეთის მომტანია, რამეთუ მათ მიერ შეიძლება საუკუნო დიდებას მივემთხვიოთ.

მსაჯულმა მკაცრად უთხრა:

- აასრულეთ მეფის ბრძანება და მსხვერპლი შესწირეთ ღმერთებს.

მაგრამ წმინდა ქალწულებმა უპასუხეს:

- ჩვენ ქების მსხვერპლს შევწირავთ ღმერთს, ეშმაკს კი - არასოდეს, ნუ ფიქრობ, რომ ჩვენს უფალ ღმერთს იესო ქრისტეს განგვაშორებ, მაგრამ შეასრულე შენი მიწიერი მეფის ბრძანება და ჩვენც ჩვენი ზეციური მეფის ბრძანებას აღვასრულებთ.

მაშინ განრისხებულმა მსაჯულმა სისინემ წმინდანებთან დაკავშირებით ამგვარი ბრძანება გამოსცა:

- ვბრძანებ, რომ აღაპია და ქიონია, რომლებმაც არ შეისმინეს სასამართლოს შეგონება, დამორჩილებოდნენ მეფის ბრძანებას, ცოცხლად დაიწვნენ.

განაჩენმა წმინდა ქალწულები სიხარულით აღავსო და წამოიძახეს:

- გმადლობთ, შენ, უფალო იესო ქრისტე, რომ ღირს გვყავი, შენი ყოვლადწმინდა სახელის აღმსარებელნი ვყოფილიყავით. უფალო, ხელთა შენთა მიირქვი ჩვენი სულები!

ცეცხლში ჩაყრილი წმინდა ქალწულები ამგვარი ლოცვით წარვიდნენ თავიანთ უფალთან. წმინდა აღაპია და ქიონია 304 წელს აღესრულნენ. თუმცა ძლიერმა ცეცხლმა მცირედითაც ვერ ავნო წმინდა ქალწულთა სხეულებს, ალმა მათი სამოსიც კი არ შეტრუსა და ცეცხლის არანაირი კვალი არ დარჩენილა მათზე. ეს სასწაული წარმართთა გულისხმისსაყოფად მოხდა, ნიშნად იმისა, რომ წმინდა ქალწულები ცეცხლმა კი არ მოკლა, არამედ თავიანთი ლოცვებით გამოითხოვეს ღვთისგან ნეტარი აღსასრული. წმინდა ქალწულთა ცეცხლისგან უვნებელი სხეულები წმინდა ანასტასია საკვრელდამხსნელის მსახურებმა შუაღამისას აიღეს და თავიანთ ქალბატონთან მიასვენეს. წმინდა ანასტასიამ მათ წმინდა სხეულებს ნელსაცხებელი სცხო, დიდი პატივით ახალ კუბოში ჩაასვენა, სულით ხარობდა და ევედრებოდა ღმერთს წმინდა ქალწულთა ნეტარების მოზიარე გაეხადა.

მეორე დღეს სისინე კვლავ დაჯდა სამსჯავროში და წმინდა ირინეს მიყვანა ბრძანა. როცა ის მიიყვანეს, უთხრა:

- მსხვერპლი შესწირე ღმერთებს, რომ შენი დებივით ცეცხლში არ დაიწვაო.

მაგრამ წმინდანმა მხნედ უპასუხა:

- მსხვერპლს არ შევწირავ, რამეთუ მსურს ჩემი დების ნეტარების მოზიარე ვიყო, და არ განვშორდე მათ, როცა ისინი ღვთის პირის წინაშე წარდგებიან.

- შეისმინე ჩემი შეგონება, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო სასტიკ სატანჯველს შეგამთხვევ, ვიდრე შენს დებს მოვწიე.

- ყველანაირი სატანჯველისთვის მზად ვარ, - უპასუხა წმინდანმა, - რამეთუ მსურს ჭეშმარიტებისთვის მოვკვდე და სიკვდილის მიერ საუკუნო სიცოცხლე მივიღო; მსურს შუა ცეცხლში გავიარო, რომ ნუგეშს ვეწიო.

მაშინ მსაჯულმა უთხრა:

- ახლა ვუბრძანებ და შიშველს სამეძავო სახლში წაგიყვანენ, რათა იმდენ ხანს შეგბილწონ, ვიდრე არ მოკვდები.

წმინდანმა უთხრა:

- ჩემი სხეული ისევე დაიტანჯება მეძავისგან, როგორც მკბენარი ძაღლის, ანდა მგელისგან, ანდა გველის ნესტარისგან. ჩემთვისაც სჯობს, დაიტანჯოს ჩემი შებილწული სხეული, ვიდრე კერპთაყვანისცემით შევბილწო ჩემი სული, რამეთუ იძულებით ჩადენილი ცოდვა, როცა სული მას არ ეთანხმება, დანაშაულად არ ითვლება ღვთის წინაშე. განა შეიბილწნენ ქრისტეს სახელის გამო ჩემ წინ აღსრულებული წმინდანები, რომელთაც ჯალათები ძალადობით უსხამდნენ პირში ნაკერპალის სისხლს?

- ნუთუ არ შეიბილწნენ ისინი, რომელთაც ჩვენი შენაწირი შეჭამეს?

- არა მხოლოდ არ შეიბილწნენ, - უპასუხა წმინდანმა, - ისინი უფალმა დააჯილდოვა ამისთვის, რადგან ხელე-შეკრულებს, ძალით უღებდნენ ბაგეებს და ძალით ასხამდნენ ნაზორავ სისხლს. ნებით შესრულებული ცოდვა დასჯას იმსახურებს, ხოლო ნების საწინააღმდეგოდ ქმნილი კი ცოდვად არ ჩაითვლება. ასევე მეც, ჩემი სხეული ქრისტეს მივუძღვენი და თუ რამეს ძალით გამიკეთებთ, იმედი მაქვს რომ არ შევრცხვები ჩემი უკვდავი სასიძოს წინაშე, პირიქით ჯილდოს მივიღებ მისგან, რადგან მისი სიყვარულისთვის დავითმენ თქვენგან ძალადობას. ყურადღებას არ მივაქცევ იმას, თუ რას უზამთ ჩემს სხეულს: შებილწავთ მას, დააწყლულებთ თუ ცეცხლს მისცემთ, მე მზად ვარ ყველაფერი და¬ვითმინო ჩემი ღმერთის გამო. მაგრამ ჩემს ღმერთს ხელმწიფება და ძალა აქვს და არ დაუშვებს, თქვენი ჩანაფიქრის განხორციელებას..

მაშინ მსაჯულმა მეომრებს უბრძანა წმინდა ქალწული სამეძავო სახლში წაეყვანათ და იმდენჯერ შეებილწათ, ვიდრე არ მოკვდებოდა. როცა მეომრებს წმინდანი მიჰყავდათ, გზად სხვა ორი მეომარი დაეწიათ, დიდებული შესახედაობისა და ნათელი სახის მქონენი. მათ წმინდანის ბადრაგის მეომრებს უთხრეს:

- მსაჯულმა გამოგვგზავნა, რომ გიჩვენოთ ის ბორცვი, სადაც ამ ქალწულის მიყვანა გიბრძანათ.

და ისინი ქალაქგარეთ, ძალზე მაღალ გორასთან მიიყვანეს, მერე კი მეომრებს უთხრეს:

- წადით და უთხარით მსაჯულ სისინეს, რომ ეს ქალწული მისი ბრძანებისამებრ გორაზე დატოვეთ.

მეომრები გაემართნენ მსაჯულთან, ეს ნათელმოსილი ჭაბუკები კი უჩინო შეიქნენ, რამეთუ ისინი უფლის ანგელოზები იყვნენ.

წმინდა ირინე კი იდგა გორაზე და ადიდებდა ღმერთს, რომ მეძავთა ხელთაგან განარინა.

მსაჯულს მომხდარის შესახებ რომ შეატყობინეს, ძალზე განრისხდა, ჩემი ბრძანება რატომ არ შეასრულეთო, შეჯდა ცხენზე და იმ გორისკენ გააჭენა.

როცა მიუახლოვდა, გორაზე თვალი მოჰკრა წმინდა ქალწულს, მაგრამ იქ მისვლა ვერ შეძლო, რადგან მოეჩვენა, რომ გორა მაღალი გალავნით იყო შემოზღუდული, რომელზეც ასვლა შეუძლებელი ჩანდა. განრისხებულმა შემოუარა გორას, რომ რამენაირად მიახლოებოდა ქალწულს. ასე იარა დილიდან საღამომდე, მაგრამ ვერაფერს მიაღწია. მისმა თანმხლებმა მეომრებმა მოზიდეს მშვილდები, ესროლეს წმინდანს და დაჭრეს იგი. მან მსაჯულს დაუძახა:

- ვიცინი შენზე, გონმიღებულო, რამეთუ ასეთი ძლიერი მამაკაცი იარაღით ხელში წამოხვედი ჩემზე, სუსტი ქალის წინააღმდეგ. მაგრამ, აი, წმინდა და თქვენგან შეუბილწავი მივდივარ ჩემს უფალთან იესო ქრისტესთან, რომელიც ჩემს დებთან შემრაცხავს.

თქვა ეს და მადლობა შესწირა უფალს, ირინე მიწაზე დაესვენა და სული ჩააბარა უფალს. ეს მოხდა წმინდა აღდგომის წინა დღეს. წმინდა მოწამე ირინეც 304 წელს გარდაიცვალა.

როცა მოსაღამოვდა, წმინდა ანასტასიამ თავისი მსახურები გააგზავნა ირინეს პატიოსანი სხეულის გორიდან გადმოსასვენებლად, სცხო მას ნელსაცხებელნი, და წმინდანი თავის დებთან ერთად დაასვენა.

ასე დაასრულეს მოწამებრივი ღვაწლი სამმა ქალწულმა დამ - აღაპიამ, ქიონიამ, და ირინემ და დიდებით წარდგნენ ყოვლადწმინდა სამების საყდრის წინაშე.

კონდაკი
იქმენ შენ მტკიცე სულითა, ირინე, და სარწმუნოებით განეწყვე, და ცხადად არცხვინე ბოროტსა, და ქრისტეს მიმართ მოუწოდე ბევრეულთა ერთა სიმრავლისა, ნეტარო, და პორფირი განცხადებული გმოსიეს, და აწ ანგელოზთა თანა იხარებ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat