წმინდა მოწამე საბა გუთი (+372) - 15 (28) აპრილი
წმინდა მოწამე საბა გუთი (+372) - 15 (28) აპრილი
წმინდა მოწამე საბა წარმოშობით გუთი იყო. ის იმპერატორების ვალენტიანეს და ვალენტის დროს ცხოვრობდა. იგი ქრისტიანობაზე მოაქცია ეპისკოპოსმა ვულფილმა, რომელიც IV საუკუნეში ქადაგებდა გუთთა შორის. ნათელღების შემდეგ წმინდა საბა თამამად ქადაგებდა ქრისტიანობას. იყო იგი მშვიდი, თავმდაბალი, მორჩილი, მდუმარე, კითხვებს მშვიდად პასუხობდა. იყო განკრძალული, ქალებთან ურთიერთობა არ ჰქონდა, წმინდად ცხოვრობდა. მუდმივად მარხულობდა და ლოცულობდა, სამაგალითო გახლდათ ყველასთვის, მხოლოდ სიკეთეს მოიმოქმედებდა. სძულდა კერპთთაყვანისცემა, კეთილმოკრძალებით უსმენდა საე¬კლესიო ლოცვებს და ლოცვით მუდმივად ღვთის წინაშე იყო წარდგომილი.

372 წელს გოთების მთავარმა ატანარიხმა ქრისტიანების დევნა დაიწყო. გუთმა დიდებულებმა და მსაჯულებმა წარმართი ქურუმების გავლენით ქრისტიანთა დევნა დაიწყეს და აიძულებდნენ მათ, ნაკერპავი ეჭამათ. ბევრი წარმართი თანაუგრძნობდა ქრისტიან ნათესავებსა და ახლობლებს და ნაკერპავის ნაცვლად ჩვეულებრივ ხორცს აძლევდა, თითქოს ნაკერპავსა სჭამდნენ. ეს რომ წმინდა საბამ გაიგო, ქრისტიანებს სახალხოდ მიმართა: "ვინც ასეთ ხორცს შეჭამს ქრისტიანი აღარ იქნებაო". ამ ტყუილის მომგონებლებმა წმინდა საბა სოფლიდან გააგდეს. მაგრამ მალევე უკან სთხოვეს დაბრუნება.

როცა ქრისტიანთა დევნა გაძლიერდა, საბას თანასოფლელებმა გადაწყვიტეს, სამსჯავროზე წასულიყვნენ და ფიცის ქვეშ განეცხადებინათ, რომ მათ შორის არ იყო არც ერთი ქრისტიანი. მაშინ წმინდა საბამ ხმამაღლა წარმოთქვა:

- ჩემ მაგივრად ფიცს ნუ დადებთ, რადგან მე ქრისტიანი ვარ.

ზემოთ ხსენებული კერპთაყვანისმცემლები, რომლებიც ქრისტიან ნათესავებს მალავდნენ, წავიდნენ თავადთან და განაცხადეს, რომ მათ შორის მხოლოდ ერთი ქრისტიანი იყო. მსაჯულმა მოითხოვა, მასთან მოეყვანათ წმინდანი. როცა მიიყვანეს, მსაჯულმა იკითხა:

- ამ ქრისტიანს რაიმე ქონება აქვსო?

- ტანთ რაც აცვია ესაა მთელი მისი ქონება.

მსაჯულმა დაცინვით შეხედა წმინდანს და თქვა:

- ამას თავისი გასჭირვებია და ვის დაეხმარება, ამიტომაც გაუშვითო.

რაღაც დროის შემდეგ ქრისტიანების დევნა განახლდა. მოახლოვდა აღდგომის წმინდა დღესასწაული. საბამ გადაწყვიტა დღესასწაულზე სხვა სოფელში წასულიყო ქრისტიან მღვდელ გუთინთან. გზად ვიღაც მაღალი, ბრწყინვალე სახის კაცი შეხვდა და უთხრა:

- შენს სოფელში მღვდელ საპსალასთან დაბრუნდი.

- ის სახლში არ არის. დევნას ბერძნების ქვეყანაში განერიდაო.

საბამ არ იცოდა, რომ მამა საპსალა აღდგომის დღესასწაულის შესახვედრად სახლში დაბრუნდა. ამიტომაც უცნობს გვერდი აუარა და მღვდელ გუთინთან წავიდა. მაგრამ უეცრად თოვლი წამოვიდა, ისე ბარდნიდა, რომ გზის გაგრძელება შეუძლებელი გახდა და იძულებული შეიქნა თავის სოფელში დაბრუნებულიყო. წმინდა საბა დიდად გაახარა მამა საპსალას დანახვამ და ქრისტეს აღდგომა ერთად იდღესასწაულეს.

დღესასწაულიდან მესამე დღეს საბას სოფელს თავად როტესტის ვაჟი ატარიდი დაესხა წარმართ მეომრებთან ერთად. მღვდელი მძინარე შეიპყრეს თავის სახლში, საბას ჩაცმაც არ აცალეს შიშველი მღვდელთან ერთად შეჰკრეს. მღვდელი ურემზე შესვეს, წმინდა საბას კი ჯოხის ცემით მიერეკებოდნენ და ეკალ-ბარდებში ათრევდნენ. უფალმა დაიცვა წმინდანი: დილით, როცა ქალაქამდე მიაღწიეს, მან მეომრებს უთხრა:

- შეხედეთ ჩემს სხეულს, ხედავთ მასზე ეკლებისა და ჯოხის კვალს?

დარაჯები გაოგნებულნი შესცქეროდნენ უვნებელ მოწამეს. ამ სასწაულით გაბოროტებულებმა წმინდა საბა ურემზე მიაბეს და დაუნდობლად ცემეს. ტანჯვას მხნედ რომ დაითმენდა, ეს უფრო აცოფებდა წარმართებს.

მეორე დილით წმინდა საბა ხელებშეკრული წაიყვანეს და სახლის კოჭზე ჩამოჰკიდეს. მალე მღვდელთან და საბასთან აფარიდის გამოგზავნილმა კაცმა ნაკერპავი ხორცი მოუტანა და უთხრა:

- ასე ამბობს დიდებული აფარიდი: შეჭამთ ამ ხორცს და სიკვდილისგან განთავისუფლდებით.

მღვდელმა უპასუხა:

- არ შევჭამთ, არ შეგვფერის ეშმაკებისგან შებილწულის ჭამა. ამას გვირჩევნია, ასფარიდმა ჯვარს გვაცვას, ანდა სხვა რაიმე სიკვდილით მოგვკლას.

ნეტარმა საბამ ჰკითხა მოსულებს:

- ვინ გამოგზავნა ეს ხორცი?

- უფალმა ჩვენმა აფარიდმა, - უპასუხეს მათ.

რაზეც წმინდანმა უთხრა:

- ერთია უფალი ღმერთი, რომელ არს ცათა შინა. არაწმინდა და საზიზღარია თქვენი წარმწყმედელი ხორცი, ისევე როგორც თქვენი აფარიდი, რომელმაც გამოგგზავნათ.

მის ნათქვამზე აფარიდის ერთი მსახური ძალზე განრისხდა. წმინდანს მახვილი მკერდში აძგერდა, მაგრამ უფალმა დაიცვა იგი და არაფერი ევნო, ტკივილიც ვერ იგრძნო. მან უთხრა აფარიდის მსახურს.

- შენ ფიქრობ, რომ საშინლად დამჭერი მაგ მახვილით; მე კი მისი ძალა ვერ ვიგრძენი, თითქოს რბილი რამ მომხვდა.

როცა მომხდარის შესახებ შეიტყო, აფარიდმა წმინდა საბას მოკლა ბრძანა. მაშინ უწმინდურმა მსახურებმა მღვდელი საპსალა ხელებშეკრული დატოვეს, საბა კი მდინარე მუსეისთან მიიყვანეს, რომელიც ვლახეთში მდებარეობს, რათა შიგ ჩაეხრჩოთ. გახარებული წმინდანი ღმერთს ადიდებდა:

- კურთხეულ ხარ შენ ღმერთო, და დიდებულ არს სახელი ძისა შენისა უკუნისამდე, ამინ! რამეთუ აფარიდმა საკუთარი თავი მისცა საუკუნო სიკვდილს, მე კი საუკუნო, დაუსრულე-ბელ სიცოცხლეში გამაგზავნა.

ამასობაში მსახურები ერთმანეთს ეუბნებოდნენ:

- ხომ არ გავუშვათ ეს უდანაშაულო ადამიანი? აფარიდი ვერც კი გაიგებს, თუ გავუშვებთო.

მაგრამ წმინდა საბამ მათ უთხრა:

- რა სისულელეს ამბობთ? სჯობს შეასრულოთ რაც გიბრძანეს. რამეთუ ვხედავ, რასაც თქვენ ვერ ხედავთ - უფლის ანგელოზებს, რომლებიც აპირებენ ჩემი სული დიდებით აიყვანონ ზეცაში.

წმინდანი მდინარესთან მიიყვანეს, ყელზე მორი მოაბეს და წყალში გადააგდეს. ასე წარდგა წმინდა საბა უფლის წინაშე მოწამის გვირგვინით შემკობილი. მაშინ ის 38 წლის იყო. ეს მოხდა 372 წლის 16 აპრილს.

რაღაც დროის შემდეგ მოწამის სხეული მდინარის პირას დაუმარხავად დააგდეს. მაგრამ მას არც მხეცნი არც ფრინველნი არ შეეხნენ. ქრისტიანებმა პატივით დამარხეს წმინდა ნეშტი. მოგვიანებით მცირე სკვითიის (დღევანდელი დობრუჯი, რუმინეთში) მმართველმა იუნი სარანმა წმინდა საბას წმინდა ნაწილები რომის მიწაზე გადაასვენა, ხოლო შემდეგ კესარია კაპადოკიაში გააგზავნა, სადაც დიდი პატივით შეხვდა წმინდა ბასილი დიდი და მისი სამწყსო.

ხატის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat