წმინდა აბრაამის სამშობლო ბულგარეთია. გაქრისტიანებამდე მუჰამედს ესავდა, მისი მოქცევა კი ღვთის წყალობით აღსრულდა:
- ვაჭრობიდან შემოსული მოგების დიდ ნაწილს ღატაკთ ახმარდა, რის გამოც ღმერთმა არ დაკარგა და მალე მადლით უცვალა ფერი.აბრაამი ყველას წინაშე ამოწმებდა, რომ ქრისტიანი იყო და ღვთის სიტყვას თანამემამულეთაც უქადაგებდა, თუმცა, 1229 წელს, პირველ აპრილს, შეიპყრეს, თავი ციხეში უკრეს, შემდეგ - მრავალი სალმობანი შეამთხვიეს, თუმცა, - სულიერად ვერაფრით გატეხეს.
ძალა აღარ ეყოთ მაჰმადიანთ, აღარც - მოთმინება და აბრაამს განაჩენად საშინელი სიკვდილი მიაგეს.
მოგვიანებით მისი უხრწნელი ნაწილნი რუსმა ვაჭრებმა ვლადიმირს, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში გადააბრძანეს, ჯაჭვები კი, ნეტარი მამა სიცოცხლეში სამოსის ქვეშ, ფარულად რომ ატარებდა, მის სამარხზევე დააბრძანეს, როგორც მისი წმინდა ცხოვრების მოწმობა.
ღირსო მამაო, ევედრე ქრისტეს ჩვენთვის!
ხატის წყარო