ძველი სტილით 27 მარტს ეკლესია 304 წელს დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა საშინელი დევნისას წამებულ მანუელსა და თეოდოსის იხსენიებს.
მოწამეები წარმოშობით აღმოსავლეთის ერთ-ერთი ქვეყნიდან იყვნენ. მანუელი და თეოდოსი ხედავდნენ, თუ როგორ ხოცავდნენ ქრისტიანებს ყოველდღიურად, თვითონაც ქრისტესთვის წამების სურვილით აენთნენ. გაემართნენ თავიანთი ქვეყნის მმართველთან. მის წინაშე თამამად აღიარეს თავიანთი რწმენა. ხელისუფალმა ბრძანა საპყრობილეში გამოეკეტათ მამაცი ქრისტიანები. რამდენიმედღიანი პატიმრობის შემდეგ წარმართი მმართველი შეეცადა, მანუელი და თეოდოსი დაერწმუნებინა, უარი ეთქვათ ქრისტეს სჯულზე და კერპებისთვის შეეწირათ მსხვერპლი, რაზედაც მტკიცე უარი მიიღო. განრისხებულმა ბრძანა, წამებით ამოეხადათ სული ორივესთვის. საშინელი წამების შემდეგ წმინდანებს თავები მოჰკვეთეს.
იმავე დროს აწამეს აღმოსავლეთის ერთ-ერთი ეპისკოპოსი კოდრატე. ის წარმართებმა თავისი საეპისკოპოსო კათედრიდან გააძევეს და ღვთისმსახურება და ქადაგება აუკრძალეს. კოდრატე აგრძელებდა ღვთისმსახურებას, ნათლავდა, აზიარებდა, პატიმრებს ნახულობდა და ამხნევებდა. დევნას მაინც ვერ გადაურჩა, მას თავი მოჰკვეთეს. მანუელთან და თეოდოსისთან და ეპისკოპოს კოდრატესთან ერთად 40 ათასი ქრისტიანი მოწამე იხსენიება, ისინიც ნებით გამოცხადდნენ სამსჯავროზე და სიცოცხლე გაწირეს უფალი იესო ქრისტეს სახელით.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი