წმინდა მოწამე მატრონა თესალონიკში მცხოვრები ერთი დიდგვაროვანი ებრაელი ქალბატონის მხევალი იყო. დაახლოებით III-IV საუკუნეებში ცხოვრობდა.
მატრონა სიყრმიდანვე ქრისტიანად იყო ნათელღებული. იუდეველი ქალბატონი აიძულებდა გოგონას, რწმენა შეეცვალა და მის რჯულზე მოქცეულიყო. ხშირად სცემდა მხევალს. ცემას და ტკივილს უსიტყვოდ იტანდა მატრონა. ის ქალბატონის ჩუმად ტაძარშიც დადიოდა.
ერთხელ მატრონას ქალბატონმა შეიტყო, რომ მისი მხევალი ფარულად ტაძარში წასულიყო და დაბრუნებულს უთხრა:
- რატომ არ წახვედი სინაგოგაში და წახვედი ქრისტიანულ ტაძარში?
ნეტარმა მატრონამ თამამად უპასუხა: - იმიტომ, რომ ქრისტიანულ ტაძარში უფალი სუფევს, იუდეველთა სინაგოგა მან დატოვა. ამიტომ წავედი ტაძარში და არა სინაგოგაში.
განრისხებულმა ქალბატონმა ბრაზი ვერ დაიოკა, ჯერ სცემა მატრონას, შემდეგ კი შეკრა და ბნელ დილეგში გამოამწყვდია. დილით მატრონა უფლის სასწაულებრივი ძალით გაკოჭილი არ დახვედრია თავის ქალბატონს. იუდეველმა ისევ უმოწყალოდ სცემა მატრონა, შემდეგ კი დილეგის კარი დაულუქა. ოთხი დღე ნეტარი მატრონა მშიერ-მწყურვალი, გაკოჭილი ეგდო საკანში. როცა ქალბატონმა მისი მონახულება გადაწყვიტა, თვალებს არ უჯერებდა - ქრისტიანი ქალი უვნებელი ლოცვად იდგა ბნელ დილეგში. გააფთრებულმა დედაკაცმა ახლა ხელკეტებით სცემა ნეტარი და სასიკვდილოდ ნაცემი ისევ დილეგში გამოკეტა. მეორე დღეს ნეტარმა მატრონამ სული უფალს მიაბარა. მისი ცხედარი ქალაქის გალავანს მიღმა დააგდეს, მაგრამ ქრისტიანებმა პატივით მიაბარეს იგი მიწას. სხვა ცნობით, წმინდა მატრონა აწამეს წარმართებმა, რომელთაც იგი თავისმა ქალბატონმა გადასცა. მოგვიანებით თესალონიკში წმ. მატრონას სახელობის ტაძარი ააგეს და მისი პატიოსანი ცხედარი იქ გადააბრძანეს. წმინდა მოწამის ზოგიერთი ნაწილი დაცულია მაზერში, ტულუზის დიოცეზში (საფრანგეთი).
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი