ნეტარი ვასილი გახლდათ მორწმუნე ღარიბი ვაჭრის, თეოდორეს შვილი. იგი ქალაქ იაროსლავში დაიბადა და გაიზარდა.
ახალგაზრდა ვასილი მდიდარმა ვაჭრებმა წაიყვანეს თავიანთი პროდუქციის გამყიდველად ქალაქ მანგაზში. მანგაზი ერთ-ერთი პირველი რუსული ქალაქი გახლდათ ციმბირში. ვასილი მკაცრად იცავდა ქრისტიანულ მცნებებს. მისი სულის სისპეტაკე და პატიოსნება ყველას აოცებდა.ყმაწვილი თავმდაბლობით გამოირჩეოდა. მისი გული სავსე იყო უფლის სიყვარულით. ეს აიძულებდა ხშირად მიეტოვებინა საქმე და ეკლესიაში წასულიყო ღვთისმსახურებაზე დასასწრებად. ერთხელ, როცა ვასილი ეკლესიაში სააღდგომო ღვთისმსახურებას ესწრებოდა, ქურდებმა მისი მეპატრონის მაღაზია გაძარცვეს. მეპატრონემ ეჭვი ვასილიზე მიიტანა. ვაჭარი აგინებდა და სცემდა. ყმაწვილი ამაზე დუმილით პასუხობდა. ვაჭარმა ის ქალაქის გამგებელს მიჰგვარა და ბრალდებაც მოახსენა. ვასილს არც გამგებელთან უმართლებია თავი, ჩუმად იდგა, გამწარებულმა ვაჭარმა მას თავში გასაღებების მძიმე ასხმა ჩაარტყა. ვასილი მაშინვე გარდაიცვალა.
იგი ქრისტიანული წესით არ დაუკრძალავთ. ეს მოხდა 1602 წლის 4 აპრილს. 47 წლის შედეგ მრავალი სასწაული აღესრულა იმ ადგილას, სადაც მართალი ვასილი იყო დაკრძალული. წმინდანი უხილავად მრავალჯერ დაეხმარა გზააბნეულ მგზავრებს, მხეცების თავდასხმისაგან იფარავდა მონადირეებს, ისმენდა დედების ლოცვებს და კურნავდა მათ შვილებს. 1659 წელს ტობოლის მიტროპოლიტ სიმეონის კურთხევით აღმოიყვანეს მისი წმინდა ნაწილები. 1670 წელს წმინდა სამების ახალაშენებულ მონასტერში იერომონახმა ტიხონმა მართალი ვასილის წმინდა ნაწილები გადაიტანა.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი