წმინდა მოწამენი ქრისტოსი და პანაღია პელოპონესელნი (XVIII) - 9 (22) მარტი
წმინდა მოწამენი ქრისტოსი და პანაღია პელოპონესელნი (XVIII) - 9 (22) მარტი
1684 წელს, ვენეციელთა მიერ პელოპონესის მისაკუთრების შემდგომ, ბერძენთ მატერიალურადაც ძლიერ გაუჭირდათ და სულიერადაც. მაგრამ კათოლიკეთაგან მართლმადიდებლებზე ძლიერი ზეწოლის მიუხედავად, ამ მიწაზე წმინდა ტაძრებს მაინც ჯიუტად აღადგენდნენ, დაცლილი მონასტრები კი კვლავ ივსებოდა მოშურნე მამებით.

ამგვარი, შედარებით მშვიდი დროება ოცდაათ წელიწადს გაგრძელდა, 1715 წელს კი ოსმალებმა კვლავ დაიკავეს მორეა, რომლის უდანაშაულო მკვიდრთ უსასტიკესად გაუსწორდნენ...

ის, ვინც ამ ჯოჯოხეთს გადაურჩა, მთებს შეეხიზნა, ან დასავლეთით წავიდა, რომ ძალით გამაჰმადიანების სიკვდილს გასხლტომოდნენ.

მალე ამ მხარეში ოსმალებმა ვეზირად ოსმან-ფაშა გამოგზავნეს, რომ დარჩენილი ბერძენნი ძალით გაეოსმალოვებინათ, განსაკუთრებით, ისინი, ვინაც ვენეციელთა შემოსვლამდე მუჰამედს ეთაყვანებოდა და შემდეგ გაქრისტიანდა.

გასტუნში ჩასვლისთანავე ფაშამ პანაღიას უხმო და ცდილობდა, გადმოებირებინა, თან შეახსენებდა, - შენმა მშობლებმა ოდესღაც ქრისტე უარყვეს, რომ ისლამი მიეღოთო, ნეტარი კი მხურვალედ პასუხობდა:

- ქრისტე ჩემთვის სუნთქვა, სიცოცხლე და დიდებაა და მისთვის ათასგზისაც რომ მოვკვდე, არ უარვყოფო!

ფაშა, რომელიც პანაღიას დიდ პატივს მიაგებდა, ურჩია, - ან საიმედო ადგილას დაიმალე, ან - ჩემთან ერთად წამოდი კუნძულ კორფუზეო!

პანაღია დათანხმდა, მაგრამ, ღვთის ნებით, მძიმედ დასნეულდა და გაყოლა ვეღარ შეძლო.

მომჯობინება ვერც მოასწრო, აღა მორტატმა რომ იხმო და ისლამის მიღების ფასად პატივსა და ჯილდოებს შეჰპირდა, თუმცა, რა დაპირება მოსდრეკდა და მოისყიდდა ღვთის სიყვარულით აღვსილ გულს?

მაშინ ცოფქმნილმა აღამ დრო აღარ დაკარგა და მისთვის თავის წარკვეთა ბრძანა.

ქრისტეს ამ რჩეულმა მორჩილად მიიღო განაჩენი, უკანასკნელად ილოცა და 1716 წლის 1-ელ მარტს სიხარულით მიიღო ქრისტესთვის სიკვდილი.

პანაღიას წმინდა სხეული ოსმალებმა საჯიჯგნად ძაღლებს და ფრინველთ მიუგდეს, მაგრამ ორი დღე ისე გავიდა, არც ერთი მხეცი არ მიჰკარებია, ამიტომ ადგნენ და ცეცხლს მისცეს, რის შემდგომაც კვლავ ძაღლებს მიუგდეს.

არც ამჯერად მიეკარნენ ცხოველნი სიწმინდეს, ოთხი დღის შემდგომ კი ქრისტიანებმა მისი ნეშტი კრძალვით გადააბრძანეს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში.

ოდესღაც ქრისტოსის მშობლებმაც უარყვეს მაცხოვარი, მაგრამ თავად მოწამეს მხურვალე სარწმუნოება არაფერმა გაუნელა და მღვდლად ნაკურთხმა მშობლიურ სოფელში მოშურნედ იწყო მსახურება.

მალე ოსმალებმა ისიც შეიპყრეს და ხან ლიქნით სცადეს გადაბირება, ხან - მუქარით - შენი სიჯიუტე შენს მეუღლესა და ჯერ კიდევ ჩვილ პატარებსაც შეიწირავს, - თუ არ დაგვმორჩილდები, ბაზარზე სამივეს მონებად გავყიდითო!

- მიჯობს, საშინელი ტანჯვა დავითმინო და ერთის ნაცვლად ათასი სიკვდილით მოვკვდე, ვიდრე ჩემი უფლის იმედი დავკარგოო! - პასუხობდა ნეტარი.

რა არ იღონეს ოსმალებმა - ხან ცოლ-შვილი მიუყვანეს და ჰპირდებოდნენ, - თუ დროებით მაინც მიიღებ ისლამს, ოჯახს აღარ გაგიყიდითო, ხან - დაუყვავებდნენ...

ბოლოს, იმდენი ქნეს, ქრისტოსმა ცოლ-შვილის ცრემლს ვეღარ გაუძლო და დათანხმდა...

ეს ამბავი სოფელს ელვის სისწრაფით მოედო. მალე აღამ იქაური მღვდლები შეკრიბა და უბრძანა, ყველა ის ქრისტიანი დაესახელებინათ, ვინც ვენეციელთა შემოსვლამდე მუჰამედს სცემდა თაყვანს.

მღვდლებმა ამაზე უარი თქვეს, რის შემდგომაც ოსმალებმა შეიპყრეს და ციხეში ქრისტოსთან ერთად გამოამწყვდიეს.

მღვდლებმა განდგომილი დაარწმუნეს, იძულებით მიღებული ღვთისმგმობი გადაწყვეტილება შეეცვალა და თავისი მღვდლობა არ შეებილწა.

მათმა სიტყვამ თვალნი აღუხილა უკვე უნუგეშოდ შთენილს და მთელი ღამე მხურვალე ლოცვაში გაათენა.

9 მარტს, უთენია, როდესაც ქრისტოსი მსაჯულს წარუდგინეს, კვლავ დაამოწმა, რომ ქრისტეს უარყოფას არ აპირებდა.

ამ სიტყვებმა ცეცხლი შეუგზნო ისეც გააფთრებულ მსაჯულს და ბრძანა, მისთვის თავი წარეკვეთათ, ნეტარი კი, პანაღიას მსგავსად, სიხარულით შეხვდა თავის ხვედრს: - როდესაც ჯალათმა მახვილი დასცა, პირველად გადაუტყდა, მეორედ - გაუმრუდდა, ბოლოს კი, მოთმინებადაკარგულმა, ვითარცა კრავს, ისე გამოსჭრა დანით ყელი...

ოსმალებმა ქრისტოსის წმინდა ნაწილებს სამი დღის მანძილზე არ მიაკარეს არავინ, შემდეგ კი ქრისტიანებმა როგორღაც მოახერხეს, შეეკრიბათ ისინი, გაეპატიოსნებინათ და წმინდა პანაღიას სახელობის ტაძარში მიებარებინათ მიწისთვის.

წმინდა მამანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის!

ხატის წყარო


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat