ღირსი თეოდორიტე ანტიოქიელი (+361-363 წლები) ანტიოქიის საკათედრო ტაძრის პრესვიტერი იყო.
ხსენებული ტაძარი მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა (ხსენება 21 მაისს) და მისმა ვაჟმა, კონსტანციმ ააგეს. კონსტანცის (337-361 წლები) გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ასულმა იულიანე განდგომილმა (361- 363 წლები) რომის იმპერიაში კერპთა თაყვანისცემის აღდგენა განიზრახა, ქრისტიანულ ტაძართა დახურვა და საეკლესიო საგანძურის საიმპერატორო სალაროსთვის გადაცემა ბრძანა.
ანტიოქიის მმართველმა, იულიანემ აქტიურად იწყო ხსენებული ბრძანების განხორციელება და თავიდან საკათედრო ტაძრებს მიადგა.
სწორედ მისი ბრძანებით შეიპყრეს თეოდორიტე განძეულის გადამალვის ბრალდებით, მაგრამ წმინდა მამამ ყოველივე უარყო და იულიანეს უსჯულოება და უსამართლობა უშიშრად ამხილა.
საზარელი წამების მიუხედავად, ღირსი მამა სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე არ გატეხილა, იულიანეს და იმპერატორს კი მკრეხელობის გამო მოულოდნელი აღსასრული უწინასწარმეტყველა.
პრესვიტერის სიმტკიცითა და მოთმინებით გაოგნებულმა ჯალათებმა ირწმუნეს ქრისტე, რისთვისაც ისინიც სიკვდილს მისცეს, - ზღვაში დაახრჩვეს, წმინდა თეოდორიტეს კი - თავი წარჰკვეთეს.
სიწმინდეთა შებილწვა და მკრეხელობა დაუსჯელი არ დარჩენილა - წმინდანის წინასწარმეტყველება მალე ახდა და მმართველი მძიმე სნებას ემსხვერპლა, იულიანე განდგომილი კი სპარსეთთან ომს შეეწირა.
ხატის წყარო
* * *
ამავე დღეს არის ხსენება ღირსი მამა ვინვალესი (VI)
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი