ღირსმოწამე ევდოკია ილიოპოლელი (+160-170 წლები) - 01 (14) მარტი
ღირსმოწამე ევდოკია ილიოპოლელი (+160-170 წლები) - 01 (14) მარტი
წმინდა ევდოკია სამარიტელი გახლდათ, ფინიკიის ლიბანის ქალაქ ილიოპოლიდან და იმპერატორ ტრაიანეს (96-116 წწ.) დროს ცხოვრობდა.

იშვიათი სილამაზით შემკულმა თავი ყმაწვილობითგანვე ეშმაკს მისცა, სხეული შეირყვნა და ბილწი, სამარცხვინო საქმიანობით მოკლე ხანში დიდი ქონების პატრონი გახდა.

როგორც ამბობენ, მისი სიტურფე წარჩინებულ ჭაბუკთ, ხშირად კი - სახელმწიფო მოხელეთაც შორეული ქვეყნებიდანაც იზიდავდა, ქალის იოლად ნაშოვნმა სიმდიდრემ კი ლამის სახელმწიფო ხაზინაც კი გადასწონა...

ასე უდარდელად და უტკივილოდ იცხოვრა მანამ, სანამ მეზობლად ერთი მონაზონი, სახელად გერმანე არ დასახლდა, ილიოპოლს რაღაც საქმის გამო რომ სწვეოდა.

საღამოს, თავისი საბერო კანონის აღსრულების შემდგომ, როდესაც გერმანე წმინდა წიგნის ხმამაღლა კითხვას მოჰყვა, სადაც მართალთა და ცოდვილთა ხვედრი და საშინელი სამსჯავრო იყო ნახსენები, მისი ხმა ევდოკიას ყურს მისწვდა და გულისგულამდე შეძრა. ცოდვით ქვადქმნილი მისი სინდისი თითქოს მკვდრეთით აღდგა და სინანულად მოწოდებული ცრემლად დაღვარა.

გათენდა და ევდოკიამ მაშინვე გერმანეს სამყოფელს მიაშურა, ფეხებში ჩაუვარდა და შეევედრა, სულის სახსნელად შესწეოდა და გადარჩენის გზა ეჩვენებინა.

კეთილგონიერმა მონაზონმა სიყვარულით დამოძღვრა ქალი და შინ გაუშვა, რომ გარკვეული ხანი მარტოდმყოფს, ლოცვაში ეცხოვრა.

ღამით, ოდეს საკუთარ დაცემას მწარე ცრემლით გამოისყიდდა, ევდოკიამ უცნაური ნათელი იხილა, მის მოსახილად თავად მთავარანგელოზი მიქაელი გარდამოხდა, რომ მონანულისთვის ზეციური სანახები მოეხილვინებინა.

სასუფევლის მკვიდრმა სულებმა სიხარულით მიიღეს ევდოკია, ბოროტი კი, საზარელი სახე რომ მიეღო, ქალს ჰყვედრიდა, - ღმერთი უსამართლოა, შენისთანა ცოდვილის სინანული ასე მოკლე ხანში რომ შეიწყნარაო.

მაშინ ზეცით ესმა ხმა: - მონანულთ უფალი შეიწყნარებსო, რის შემდგომაც მთავარანგელოზმა განამხნევა, შეჰპირდა, რომ ძველი ცხოვრების დაგდებისას ღვთის შემწეობა არასოდეს დაუტევებდა და კვლავ თავის სამყოფელს დაუბრუნა.

ამგვარი წყალობით სიხარულევანქმნილმა ევდოკიამ მშობლიური ქალაქის მღვდელმთავრის, თეოდოტეს ხელთაგან მიიღო წმინდა ნათლობა, სულიერადაც მასვე ეშვილა და დაეხსნა რა ცოდვას, მთელი საბადებელი მოწყალებად გასცა.

გათავისუფლდა რა ყოველივე ამსოფლიურისაგან, გერმანეს გაჰყვა, რომელმაც თავისი სამყოფლის სიახლოვეს მდებარე დედათა სავანეში მიიყვანა.

ახალ გზაზე შემდგარი ევდოკია მოშურნედ შეუდგა ძველი ცხოვრების კვალთა აღხოცვას და განუწყვეტელ ლოცვას, ღვაწლსა და ცრემლთათხევას მიეცა.

წმინდა დედას ტანთ დღენიადაგ ის უბრალო ტუნიკა ეცვა, წმინდა ნათლობისას რომ შეიმოსა, ფსალმუნი ზეპირად დაისწავლა და იმ დროიდან ღვთის წმინდა სიტყვითღა საზრდოობდა.

ამგვარად ფერნაცვალ წმინდა დედას ღმერთმა სასწაულქმედების ტალანტი მიჰმადლა, სავანის წინამძღვრის მიცვალების შემდგომ კი - მის ადგილას დაადგინა.

ერთხელ, როდესაც ღირსი დედა უკვე მონასტრის წინამძღვარი იყო, ახალგაზრდა წარმართი, ფილოსტრატე, მონასტერში ბერის შესამოსლით შეიპარა და შეეცადა, ძველი ცხოვრებისაკენ მისადრეკად ევდოკია კვლავ ილიოპოლს გაეტყუებინა.

- ღმერთმან შურისგებისამან შეგრისხოს შენ! - მრისხანედ უპასუხა ევდოკიამ და მაცდური მიწაზე უსულოდ დაეცა.

დედები შეშინდნენ, - ღვთის სასჯელი მკვლელობად არ მოგვეთვალოსო და უფალს წინამძღვრის შეწყალებას შეევედრნენ...

ღმერთმა ისმინა მათი, წმინდა ღირს დედას გამოეცხადა და აუწყა:

- აღდეგინ, ევდოკია, მოიდრიკე მუხლი, ილოცე და აღდგება მაცდუნებელი შენი!

ევდოკიას ლოცვით ფილისტრატე მკვდრეთით აღდგა, ღირს დედას შენდობა სთხოვა, ნათელ იღო და ილიოპოლს დაბრუნდა.

ის დრო იყო, ევდოკიას ყოფილმა თაყვანისმცემლებმა მისი ამბავი რომ შეიტყვეს და ყოველივე ილიოპოლის მმართველს, აურელიანეს აუწყეს. მაგრამ როგორც კი ამ უკანასკნელმა მონასტერში შეღწევა განიზრახა, თავის მხლებლებიანად ღვთის უხილავმა ძალამ შეაჩერა, - სამ დღეს უარეს სავანის კედლებს კარის ძიებაში, სანამ სიკვდილმა არ მოიხილათ.

ამის გაგონება იყო და აურელიანემ "ურჩთა" მოსადრეკად საკუთარი ვაჟი წარგზავნა, თუმცა, ზეცამ არც ის დატოვა დაუსჯელი - როგორც კი წმინდა ადგილს მიუახლოვდა, ცხენიდან გამოვარდა და სული განუტევა.

მაშინ სხვა მზაკვარმა მსახურმა, წარსულში ევდოკიას თაყვანისმცემელმა, გულცეცხლ ხელისუფალს ურჩია, წმინდა დედისთვის ლოცვით გარდაცვლილი ვაჟის მკვდრეთით აღდგენა გამოეთხოვა.

ევდოკიამ მდაბლად დაარწმუნა, - ესოდენი სასწაულის აღსრულება ჩემს ძალებს აღემატებაო, უსტარი დაბეჭდა და ზედ სამი ჯვარი დაასხა...

წაუღო დამწუხრებულმა შუამავალმა პასუხი აურელიანეს და როგორც კი სასახლის იმ ადგილს მიუახლოვდა, სადაც გარდაცვლილი ჭაბუკი ესვენა, მიცვალებულმა თვალი გაახილა და საღ-სალამათი წამოდგა...

- დიდ არს ქრისტიანთა ღმერთი, ამგვარ სასწაულთა მოქმედიო! - აღმოხდათ განცვიფრებულ ხელისუფალს და მის თანმხლებთ და, როგორც ამბობენ, პირჯვარი გარდაისახეს, მკვდრეთით აღდგომილი მეფისწული შემდგომ ამ ქალაქის მთავარეპისკოპოსად იკურთხა, მისი და, გელასია კი - წმინდა ევდოკიას მონასტერში აღიკვეცა.

ტრაიანეს მომდევნო იმპერატორმა, ადრიანემ (117- 138 წლები) რომელიც ქრისტიანთა დიდად მოძულე წარმართი გახლდათ, ილიოპოლს მეფისნაცვლად ერთი სისასტიკით განთქმული კაცი, სახელად დიოგენე დაადგინა.

ეს უკანასკნელი ერთ დროს იმპერატორის შემონაზვნებულ ასულ გელასიაზე იყო დაწინდული, რის გამოც ძლიერ მრისხანებდა ევდოკიაზე, ამიტომ, როგორც კი ილიოპოლს გამწესდა, ორმოცდაათ კაცს მაშინვე უხმო ნეტარი დედის შესაპყრობად.

მტერი ჯერ კიდევ გზაში იყო, ევდოკიას საღვთო გამოცხა¬დებით რომ ეუწყა, - მოწამებრივი გვირგვინისთვის განემზადეო!

ნეტარი დედა ტაძარში შებრძანდა და წმინდა ძღვენის მცირე ნაწილი გამოაბრძანა, მომხვდურს მშვიდად და ღირსეულად შეეგება და მორჩილად გაჰყვა, წინ წარმართთაგან უხილავად ღვთის ანგელოზი წარუძღო¬და.

დილეგში გამომწყვდეული ოთხი დღე და ღამე არც საზრდელს გაჰკარებია და არც სასმელს, მსაჯულთა წინაშე კი სახედაფარული წარდგა, ხოლო როდესაც რიდე ჩამოხსნეს, სახე არამიწიერი ნათლით გაუბრწყინდა.

წმინდა დედა მსაჯულის ყოველ კითხვას მტკიცედ და დამაჯერებლად პასუხობდა, შემდეგ კი შესთავაზა, - დროს ნუღარ კარგავთ, აჯობებს, დროულად აღასრულოთ, რაც განგიზრახავთო!

მეფისნაცვალს, რომელსაც კვლავაც ეიმედებოდა ევდოკიას მოდრეკა, შესთავაზა, - თავის გადასარჩენად ან კერპთ ეცი თაყვანი, ან - ძველ ცხოვრებას დაუბრუნდი და ან - ქონება სახელმწიფო ხაზინას გადაეციო...

ღირსმა დედამ მიუგო, - რაც ჭეშმარიტება მივიღე, ძველ გზას ვერასგზის ვეღარ დავადგები, გაცემულ ქონებას კი რახანია, სხვა პატრონები ჰყვანანო.

მისი უარით ნირწამხდარმა დიოგენემ ბრძანა, წმინდა დედა ოთხ კაცს ორი საათის მანძილზე ეგვემათ, ხოლო როდესაც ხეზე მიბმის წინ სამოსელი განძარცვეს, გულზე დაკიდებული წმინდა ძღვნის ნაწილნი უპოვეს...

უსჯულო და სვეუბედურმა მტარვალმა მაშინვე სცადა მისი გახსნა, მაგრამ წმინდა ნაწილთაგან გარდამოსულმა ცეცხლმა იქ მყოფნი ერთიანად დაბუგა, თავად დიოგენე კი სანახევროდ დაახეიბრა, ხოლო როდესაც განმრთელება ერთ-ერთ წარმართულ კერპს შესთხოვა, ზეცით ელვა გარდამოვიდა და სასიკვდილოდ დამეხა.

იმავე დროს ღვთის ანგელოზი დაადგა წმინდა დედას, სამოსისგან განძარცვული სხეული დაუფარა და განამხნევებდა.

ერთ-ერთმა მეომარმა ყოველივე იხილა, სინანულმა შეიპყრო, ხეზე მიბმული მარტვილი გაათავისუფლა და შეევედრა, - ვინაც ღვთის სამართლიანმა რისხვამ დაანაცრა, სიცოცხლე მოუბრუნე, რომ შეინანონო.

ნეტარი დედა ლოცვად დადგა და უფალმა მყისვე აღადგინა მისი გარდაცვლილი მტანჯველნი...

ამ სასწაულმა მრავალი ილიოპოლელი მოაქცია, მათ განსამტკიცებლად ევდოკია გარკვეული ხნით დარჩა კიდეც ქალაქში და კიდევ უამრავი კურნება და სასწაული აღასრულა.

დიოგენეს აღსრულების შემდგომ მისი ადგილი ქრისტიანთა კიდევ ერთმა დიდმა მტერმა, ბიკენტიმ დაიკავა, რომელსაც უკიდურესად აღიზიანებდა ევდოკიას ესოდენი დიდება, ამიტომ მის სავანეში მეომარნი წარგზავნა, რომელთაც ყოველგვარი სასამართლოს გარეშე წარკვეთეს წმინდა დედას თავი.

ეს, დაახლოებით, 160-170 წლებში მოხდა. ღირსი დედის წმინდა ნაწილებმა შემდგომშიც უამრავი სასწაული და კურნება აღასრულა და დაამოწმა, თუ რაოდენი ძალა აქვს სინანულს.

მეოხ გვექმნეს მისი წმინდა ლოცვანი ღვთის წინაშე!
.....................

კონდაკი:
ღუაწლთა შინა შენთა კეთილად იღუაწე და შემდგომად სიკვდილისა გნგვწმენდ ჩუენ სასწაულითა აღმოცენებითა, ყოვლად ქებულო, სარწმუნოებით მოლტოლვილთა საღმრთოსა მიმართ ტაძრისა შენისა, ვინა მედღესასწაულენი შენნი გევედრებით შენ, ღირსო მოწამეო ევდოკია, რაითა ვიხსნეთ სულიერთა და მადლი სასწაულთა აღმოვივსოთ.
...............................

ხატის წყარო


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat