წმინდა მღვდელმოწამე ალექსანდრე დაიბადა 1883 წლის 30 აგვისტოს რიაზანის გუბერნიაში გლეხ თეოდორე ვინოგრადოვის ოჯახში.
ალექსანდრემ დაამთავრა სამრევლო სკოლა. 1910 წლამდე მუშაობდა ქალაქ ეგოროვსკში, კნიაზევის ფაბრიკაში მქსოველად. 1910 წელს იგი მოეწყო მეფსალმუნედ ეკლესიაში, 1918 წლამდე მსახურობდა ქალაქ ეგოროვსკში ყაზანის სახელობის ტაძარში. 1920 წელს კი მოეწყო მეფსალმუნედ სოფელ ივანოვსკოეში, სერგის სახელობის ეკლესიაში.
1929 წლის 24 თებერვალს ალექსანდრე აკურთხეს დიაკვნად სოფელ ალეშინოში, ციური სასწაულის ეკლესიაში, ხოლო 1930 წლის 18 მაისს, ეგოროვსკის რაიონში, იურევოს დასახლებაში, შობის სახელობის ეკლესიაში ხელი მღვდლად დაასხეს. აქ ის მსახურობდა მის დაპატიმრებამდე. იურევოში მსახურის დროს მას მოუხდა გადაეტანა ყველა ის დევნა და შევიწროება, რასაც განიცდიდნენ იმ დროის საეკლესიო მსახურები და რომლებიც ნაწილობრივ აღწერილია მოწმეთა ჩვენებებში.
იურევსკის სოფლის საბჭოს მდივანმა 1938 წელს სახალხო კომისარიატისადმი მიმართვაში ასე დაახასიათა მღვდელი: მამა ალექსანდრემ "შეძლო, დაერწმუნებინა ჩამორჩენილი კოლმეურნეები, რომ ცხოვრება გაძნელდა, საკვები არ ჰქონდა და კოლმეურნეებმა დაიწყეს მისთვის საკვების მიტანა. ზოგს რძე მიაქვს, ზოგს ხაჭო, ზოგს კვერცხი". მღვდელმა, როცა მას მოსთხოვეს გადასახადის გადახდა, სოფლის აღმასრულებელ კომიტეტში მოითხოვა მისი, როგორც ხანში შესულის, გადასახადებისაგან გათავისუფლება. მაგრამ სოფლის საბჭომ გა-მოიჩინა სიფხიზლე და აღმასრულებელ კომიტეტს აცნობა, რომ მღვდელი ჯერ სამოცი წლისაც არ იყო და მოსთხოვა მას, გადასახადის სახით ჩაებარებინა სამოცი კილოგრამი ხორცი. მაგრამ შობა დღეს, 7 იანვარს, როცა ტაძარში სამას კაცზე მეტი იყო შეკრებილი, მან მიმართა საზოგადოებას: "ქრისტიანებო, დამეხმარეთ, გადასახადებისაგან მახრჩობენ, გაუსაძლისი გახდა ცხოვრება, თუ არ გადავიხდი გადასახადს, დამაპატიმრებენ, ეკლესიას კი დახურავენ". ამ სიტყვების შემდეგ აიღო თეფში და ჩამოიარა ტაძარში. ხუთას მანეთზე მეტი მოაგროვა. როცა მას აცნობეს, რომ გადასახადი ისევ უნდა გადაეხადა, მღვდელმა, სოფლის საბჭოს მდივნის სიტყვებით რომ ვთქვათ, "მოიკრიბა თავხედობა, მივიდა სოფლის საბჭოში და განაცხადა, - შეცდომა დაუშვეს, რომ ახალი კონსტიტუციის მიხედვით ის სარგებლობდა სხვების მსგავსი უფლებებით, ის თავს თვლიდა წითელარმიელის ოჯახის წევრად, რადგან მისი შვილი მსახურობდა ჯარში შორეულ აღმოსავლეთში". "თუ როგორ მოხვდა მისი შვილი სამხედროში, კიდევ გასარკვევია", - დაურთო სოფლის საბჭოს თავჯდომარემ.
ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით: როცა ერთ-ერთ ეკლესიას ანგრევდნენ, მამა ალექსანდრე ამბობდა: "ღმერთი დაგსჯით ტაძრის დანგრევისათვის", რამაც კოლმეურნეები აღაშფოთა, მათ იგულისხმეს, რომ ამ სიტყვების მიხედვით, საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა დაეხურა ეკლესია.
1938 წლის 27 თებერვალს მამა ალექსანდრე დააპატიმრეს და დაკითხეს.
- როგორია თქვენი დამოკიდებულება საბჭოთა ხელისუფლებისადმი? - ჰკითხა გამომძიებელმა.
- კმაყოფილი ვარ საბჭოთა ხელისუფლების.
- 7 იანვარს ტაძარში წირვის დროს თქვით თუ არა შემდეგი: "მართლმადიდებლებო, დაგვეხმარეთ, ჩვენ დაგვაწერეს დიდი გადასახადები, რისი გადახდის საშუალებაც არ გვაქვს, საბჭოთა ხელისუფლება გვავიწროვებს, რათა უარი ვთქვათ სარწმუნოებაზე"?
- კი, 7 იანვარს მე მივმართე მრევლს და ნებართვა ავიღე, რათა ჩამომევლო თეფშით და მიმეღო მოწყალება. მრევლი დამეთანხმა და ავაგროვე ფული. მაგრამ მე არ მითქვამს, რომ დიდი გადასახადი დამიწესეს, რათა უარი მეთქვა რელიგიაზე.
- ძველი ეკლესიის დანგრევის დროს ამბობდით თუ არა, რომ "ამ ეკლესიის დანგრევისათვის ღმერთი დაგსჯით"?
- ძველი ეკლესიის დანგრევის დროს მე ეს სიტყვები არავისთვის მითქვამს.
- თვლით თუ არა დამნაშვედ თავს თქვენ მიმართ წაყენებულ ბრალდებაში, აქტიური კონტრრევოლუციური და ანტისაბჭოთა მოქმედებებში.
- არა. მე არ ვეწეოდი ანტისაბჭოთა აგიტაციას.
ამით დაკითხვა შეწყდა და 24 თებერვალს გამოძიება დასრულდა. 1938 წლის 2 მარტს სახალხო კომისარიატის სამეულმა მამა ალექსანდრეს მიუსაჯა დახვრეტა. მღვდელი ალექსანდრე ვინოგრადოვი დახვრიტეს 1938 წლის 10 მარტს, დაკრძალულია მოსკოვის ახლოს, ბუტოვოს პოლიგონზე, საერთო სასაფლაოზე.
სურათის წყარო
............................................
ამავე დღეს ეკლესიაში იხსენიება: მოწამე ანტონი, ნეტარი თეოდორე სალოსი; მოწამე აბდალმესია და ვალბური აღმსარებელი
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი