წმინდა რიგინი ლავადიის მთებიდან იყო, იგი დაიბადა III საუკუნის ბოლოს ქრისტიანულ ოჯახში. გაიზარდა, სულიწმიდის მადლით აღივსო და
ცნობილი გახდა მთელ საბერძნეთში თავისი ღვთივსათნო ცხოვრებით. მალე ის კუნძულ სკოპელოსის მღვდელმთავრად აირჩიეს. ნიკეის კრების შემდეგ, არიანელები მაინც აწუხებდნენ ეკლესიას.
343 წელს სარდიკიაში (დღევანდელ სოფიაში) შედგა ადგილობრივი საეკლესიო კრება, რომელსაც 300 დასავლეთისა და 76 აღმოსავლეთის ეპისკოპოსი ესწრებოდა. სარდიკიის კრების მთავარი მიზანი იყო ათანასე ალექსანდრიელის გამართლება, რომელსაც უპირისპირდებოდნენ არიანელები. სარდიკიაში კრებაზე ჩავიდნენ ათანასეს მტრებიც, მაგრამ, როგორც კი დარწმუნდნენ, რომ კრების უმრავლესობა ათანასეს უჭერდა მხარს და მათ წინააღმდეგ ძლიერი, უტყუარი მტკიცებულებანი გააჩნდათ, უმნიშვნელო მიზეზის გამო უეცრად მიატოვეს სარდიკია და სხვა ქალაქში მოიწვიეს კრება, რომელზეც ათანასე დამნაშავედ ცნეს. ეპისკოპოსებს, ვინც მათ არ ეთანხმებოდა, გადასახლებაში აგზავნიდნენ, ათანასეს ბევრი მომხრე სასიკვდილოდ გაიმეტეს...
ამასობაში სარდიკიაში მოწვეულმა კრებამ ზედმიწევნით გაარჩია ყველა ბრალდება და სრულად გაამართლა ათანასე, მეტიც, მისი განჩინებით, ნიკეის სიმბოლოს გარდა სხვა რომელიმე სიმბოლოს მიღება დაუშვებლად გამოცხადდა. ამ კრებაზე რეგინი მკაცრად დაუპირისპირდა არიანელებს. კრების შემდეგ სკოპელოსელი ეპისკოპოსი თავის ეპარქიაში დაბრუნდა. სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელებულა. 361 წლიდან იულიანე განდგომილმა დაიწყო ქრისტიანთა დევნა.
იულიანეს მთავარ მიზნად იქცა ქრისტიანობის დამხობა და წარმართობის აღდგენა, რისთვისაც დაუყოვნებლივ გამოაცხადა თავი ბერძენთა და რომაელთა ღმერთების თაყვანისმცემლად და ბრძანა, ყველა ქალაქში წარმართული ბომონები დაედგათ; სადაც ისინი ქრისტიანებმა დაანგრიეს, ამ უკანასკნელთა ხარჯზე ახალი აეგოთ.
იულიანე თავადაც გულმოდგინედ მონაწილეობდა ყველა წარმართულ ზეიმში და ამბობდა, რომ მისთვის უმაღლესი ქურუმის წოდება იმპერატორის ტიტულზე უფრო საპატიო და ძვირფასი იყო. მიუხედავად განსწავლულობისა და ცოდნისა, უკიდურესად ცრუმორწმუნე იულიანეს სჯეროდა ყველანაირი შელოცვა-მისნობისა, ცდილობდა, საკუთარი ბედისწერის გამოცნობას სამსხვერპლო ცხოველების შიგნეულობაზე მკითხაობით, უდიდეს პატივად მიიჩნევდა წარმართულ ცერემონიალში მონაწილეობას, თავისი ხელით კლავდა მსხვერპლს, მიჰქონდა შეშა, აჩაღებდა ცეცხლს... ღამით დგებოდა კერპების წინაშე სალოცავად, დღეს იწყებდა მსხვერპლშეწირვით მზის პატივსაცემად; მან განაახლა ძველი, თითქმის მივიწყებული რიტუალები, თანაბარ პატივს მიაგებდა ბერძენთა, რომაელთა და აღმოსავლეთის ხალხთა ღმერთებს. საიმპერატორო სასახლე და მისი წალკოტები მათი ქანდაკებებით გაივსო. პალატები წარმართულ სამსხვერპლოებს მოგაგონებდათ - ყველგან ხრჩოლავდა გუნდრუკი. იგებოდა ახალ-ახალი სამსხვერპლოები, სრულდებოდა მდიდრული მსხვერპლშეწირვები...
ერთხელ საბერძნეთის პრეფექტი ჩავიდა კუნძულ სკოპელოსზე, რომ დაეპატიმრებინა ეპისკოპოსი რიგინი და სხვა ადგილობრივი ქრისტიანები. პრეფექტის ბრძანებით ეპისკოპოს რიგინს თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა 362 წლის 25 თებერვალს. მღვდელმთავრის წმინდა ნაწილები მხოლოდ XIX საუკუნეში გადაასვენეს კვიპროსზე
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი