წმინდა დამიანე XVI საუკუნეში დაიბადა თესალიაში ქალაქ მირიქობოსში. ჯერ კიდევ ჭაბუკი მონაზვნად აღიკვეცა ათონზე ფილოთესოსის მონასტერში
და რამდენიმე წელი ცხოვრობდა განდეგილად ნეტარ ასკეტ დომეტიანეს ხელმძღვანელობის ქვეშ. სამი წლის ღვაწლის მერე მოესმა ღვთის ხმა, რომელიც ეტყოდა: "დამიანე მხოლო საკუთარ სარგებელზე ნუ ფიქრობ, სხვებზეც იზრუნე". მაშინ მან ათონის მთა დაუტევა და თურქებისგან დაპყრობილ ელადაში ღვთის სიტყვის საქადაგებლად წავიდა. ის ქრისტიანებს ასწავლიდა, რომ მიუხედავად თურქების ზეწოლისა მტკიცედ დაეცვათ ღვთის მცნებები და არ ეღალატათ სარწმუნოებისათვის. ზოგიერთი ეშმაკის ჩაგონებით, უარყოფდა მის ქადაგებას და მას მატყუარას და ცრუ-ბერს ეძახდა. ამიტომაც ის კისებოსას გარეუბანში დასახლდა და იქ წმინდა იოანე ნათლისმცემელის სახელზე მონასტერი დაარსა. მალე მასთან ცხოვრბის მსურველი მონაზვნებიც შეუერთდნენ.
ერთხელ წმინდა დამიანე დაბა ბულგარინში შეიპყრეს თურქებმა და ლარისის გამგებელს მიუყვანეს. ბრლი დასდეს, - ქრისტიანებს კვირას მუშაობას და ვაჭრობას უკრალავდა და მათში ქრისტეს რწმენას აძლიერებდა. წმინდა დამიანეს თხუთმეტი დღე სასტიკად აწამებდნენ: მსი სხეული ღრმა იარებით დაიფარა. ის მხოლოდ პურიტთ და წყლით საზრდოობდა. წმინდანი ვერ მოდრიკეს, მხნედ უთხრა უარი ჯალათებს, ჩემს რწმენას არ ვუღალატებო. მაშინ გაბრაზებულმა მსაჯულმა მისი მოკვლა ბრძანა: ცეცხლში დაწვითო. ჯალათებმა წმინდა დამიანე ჩამოჰკიდეს, ერთმა ნაჯახმა ნაჯახი დასცხო თავში-თოკი გაწყდა და წმინდანი ჯერ კიდევ ცოცხალი დაეცა მიწაზე. თურქებმა მოწამე ცეცხლში ჩაგდეს. დაწვეს და ფერფლი მდინარე პენეიოსში ჩაყარეს. ეს მოხდა 1568 წლის 14 თებერვალს.
ხატის წყარო
...................................................
ამავე დღეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მოხსენიებს წმინდა კეთილმსახური თავადის მიხეილ ჩერნიგოველისა და მისი ბოიარის წმინდა ნაწილთა გადასვენებას (1578 წ.), ასევე მოიხსენიებს ახალმოწამეებს:
მღვდელმოწამე ონისიმეს (პილიაევი), ტულის ეპისკოპოსს (1937); მღვდელმოწამე ტრიფონ რადონეჟელს, დიაკვანს (1938);
.....................................................
ბიზანტიური სვინაქსარი მოიხსენიებს წმინდა მოწამე გიორგის, მიტილინელ მკერავს, რომელიც 1693 წელს ქრისტეს რწმენის ერთგულებისთვის მოკლეს კონსტანტინოპოლში.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი