წმინდა ფილეოსი კეთილშობილ ეგვიპტელთა ოჯახში იშვა, ბრწყინვალე ლიტერატურული და ფილოსოფიური განათლება მიიღო
და სხვადასხვა ადმინისტრაციული თანამდებობაც ეკავა,
გაქრისტიანების შემდგომ კი თებაიდის ქალაქის, ტმუის ეპისკოპოსი გახდა.
დიოკლეტიანესჟამნდელი დევნილობისას, 306 წელს იგი პრეფექტ კულკიანეს სამსჯავროს წინაშე წარდგა და ადვოკატთა დიდი მცდელობის მიუხედავად, როგორმე სასჯელისგან ეხსნათ, ნეტარს რწმენის ღალატი არც უფიქრია და გამუდმებით იმეორებდა:
- თქვენს ცრუ ღმერთებს თაყვანს არასოდეს ვცემ და არც მსხვერპლს შევწირავ, ღვთისთვის სათნო ერთადერთი მსხვერპლი - სუფთა გული, მართალი ცხოვრება და სიტყვააო!
კულკიანეს კითხვებზე კი ამას პასუხობდა:
- მარადიული ცხოვრება ოდენ ქრისტესთან შეერთებითაა შესაძლებელი, რომელი ერთადერთი, ჭეშმარიტი ღმერთია, ჩვენთვის მომკვდარი და აღდგომილი! ახლა კი აღასრულე ვალი შენი და ახლავე მომაგე ეს უმაღლესი წყალობა (მოწამეობას გულისხმობდა), - სთხოვა ხელისუფალს.
მოწამის ადვოკატნი, მეუღლე და მშობლები ფილეოსს ფეხებში ჩაუვარდნენ, - დანებდი და შენი სიცოცხლე იხსენო, მაგრამ მოწამე კლდეზე უმტკიცეს იმეორებდა, - ცრუ ღმერთებს თაყვანს არასოდეს ვცემო!
მაშინ უბრწყინვალესი ალექსანდრიელი მაგისტრი, ფილორომი დაუდგა გვერდით, თავის რწმენას ამ დღემდე ფარულად რომ ატარებდა და წარმოთქვა:
- რად გსურთ ამ ღვთისნიერი კაცის გაცუდება და მოღალატედ ქცევა? განა ვერ ხედავთ, რომ თვალნი მისნი თქვენს ცრემლს ვეღარ ხედავენ, ყურნი მისნი კი - თქვენს გოდებას?!
ამის თქმა იყო და ბრბოს მრისხანებამ ახლა ფილორომს უწია და მსაჯულმა ორივეს სასიკვდილო განაჩენი - მახვილით განგმირვა - მიუსაჯა.
სანამ მოწამენი განაჩენის აღსრულების ადგილს მიაღწევდნენ, ფილეოსის ძმამ, ადვოკატმა, წამოიძახა:
- ფილეოსი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს!
სიტყვა არ დაესრულებინა, წმინდანი კვლავ სამსჯავროს რომ წარუდგინეს, მაგრამ ფილეოსი ისევ დაჟინებით იმეორებდა:
- სალაპარაკო არაფერია, ჩემს ძმას ნუ უსმენთ, პირიქით, ვმადლობ იმპერატორს და მსაჯულს, რომ მათი მეშვეობით სასუფევლის ღირსი შევიქმნები!
ესა თქვა და ორივე მოწამეს თავი წარკეთეს.
შეგვეწიოს მათი წმინდა ლოცვა!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი