წმინდა მოწამე ანტონი კარეელი - 04 (17) თებერვალი
წმინდა მოწამე ანტონი კარეელი - 04 (17) თებერვალი
წმინდა ანტონი, რომელმაც ნათლობისას სახელად ონოფრე მიიღო, ვოლინში, დაახლოებით, XV საუკუნის II ნახევარში დაიბადა.

ბავშვობიდანვე ღვთისმოშიშებით იზრდებოდა, ჭაბუკობისას კი - უწესო გზას დაადგა და მკვლელობაც კი ჩაიდინა.

ამ ცოდვამ მასში სინდისი გააღვიძა, მშობლიური სახლი და მემკვიდრეობა მიატოვა და სუპარსლში მიაკითხა წმინდა ხუცესს, პაფნუტის, ხარების სავანის დამაარსებელსა და იღუმენს.

სავანეში ანტონი სინანულით, ლოცვით, მარხვით და მორჩილებით შეიმოსა და საკუთარი თავი, ვითარცა ცოცხალი მსხვერპლი, უფალს ცრემლით და განუწყვეტელი მუხლთადრეკით შეჰვედრა. თუმცა, ჩადენილი ცოდვა კვლავინდებურად უწვავდა სულს.

ათონელ მამათაგან იმ ახალმოწამეთა შესახებ შეიტყო, რომელთაც თურქთაგან დაპყრობილ მიწებზე თავიანთი რწმენა საკუთარი სისხლით დაემოწმებინათ. მაშინ კი გულისხმაჰყო ანტონმა, თუ როგორ გამოისყიდდა ცოდვას...

მისმა სულიერმა მოძღვარმა, პაფნუტიმ, რომელიც შიშობდა, რომ ჯერაც ჭაბუკ ანტონის წამების დათმენა გაუჭირდებოდა, ურჩია, კვლავ მეუდაბნოის ცხოვრებით ეცხოვრა.

მაგრამ ანტონის გულში დღითიდღე ძლიერდებოდა წყურვილი ქრისტესთვის ტანჯვათა დათმენისა. პაფნუტიც, ხედავდა რა მის შინაგანს, გადაწყვეტილება უკურთხა, ბერად აღკვეცა და ათონზე გაგზავნა, რომ იქაურ მამათა აზრი შეეტყო.

მამებმა ანტონის განუმარტეს, რომ ეს სურვილი დაეცხრო და ღვთის უსაზომო გულმოწყალებას მინდობოდა, რამეთუ ყოველგვარ ცოდვას მორჩილება და მოსაგრეობა აბათილებს. შემდეგ კი კარეაში წმინდა საბა სერბის (ხსენება 14 იანვარს) სენაკის სიახლოვეს მდებარე კოშკში ურჩიეს განმარტოება, რომ მკაცრად ემარხულა და უწყვეტ ლოცვას მისცემოდა.

ანტონიმ მათი კურთხევა მორჩილებით აღასრულა და სულიერად მეტად წარემატა.

მაგრამ ერთ დღეს წმინდა იოანე სერბის მოწამეობის შესახებ შეიტყო, რომელსაც თერთმეტი თვის მანძილზე აწამებდნენ და მოწამეობის სურვილმა მის გულში კვლავ ძველი ძალით იფეთქა.

ანტონი წმინდა ძღვენს ეზიარა და თესალონიკს გაემართა, იქ ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის სახელობის ტაძარში შევიდა, რომელიც მეჩეთად გადაეკეთებინათ, პირჯვარი გადაიწერა, მუხლებზე დაემხო და უფლისა მიმართ ყველას თვალწინ ილოცვიდა.

ამის მხილველმა თურქებმა მაშინვე ხელი სტაცეს, გვემეს და ადგილობრივ ფაშას მიჰგვარეს, რომელმაც საპყრობილეში შთააგდო, მისთვის საზრდელის მიწოდება კი ყველას აუკრძალა.

ათი დღის შემდეგ, როდესაც მტარვალმა შეიტყო, რომ ქრისტიანი ჯერაც ცოცხალი იყო, საპყრობილიდან გამოიყვანა და გამუსულმანება აიძულებდა, მაგრამ როცა ცივ უართან ერთად ისლამის კიდევ ერთი მხილება მიიღო, ცოფმორეულმა მოსამართლეს გაუგზავნა.

თუმცა, ამ უკანასკნელმა სასიკვდილო განაჩენისთვის საკმარისი ბრალი ვერ უპოვა და ანტონი ისევ უკან, ფაშას გაუგზავნა.

ცალკერძ ამ ფაქტით, ცალკე კი - ანტონის კლდისებრი სიმტკიცით გაავებულამ ფაშამ ჯერ ისევ ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა, შემდეგ კი - დაწვა მიუსაჯა.

ნეტარი მშვიდად გაემართა სასჯელის აღსრულების ადგილისაკენ, ჯალათმა ჯერ თავში რკინის ჯოხი ჩაარტყა, შემდეგ - გავარვარებულ ღუმელში შთააგდო.

მოწამის სხეული ერთიანად ჩაიწვა, თურქებმა კი, ქრისტიანებს მისი ფერფლი რომ არ შეეგროვებინათ, უმალ ქარს მისცეს.

წმინდა ანტონი, როგორც ვარაუდობენ, 1516 წლის 4 თებერვალს ევნო ქრისტესთვის.
.......................................................

ხატის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat