წმინდა ვლასი კესარიელი – ვუკოლი – წარმოშობით კაბადუკიის კესარიიდან (მცირე აზია), შეძლებული ოჯახიდან იყო
("ვუკოლი" ბერძნულად მწყემსს ნიშნავს), ძალზე მოწყალე და ღვთსმოყვარე.
ქრისტიანთა დევნის სიმწარე მასაც მალე მისწვდა, - როგორც კი "გალილეველის მიმდევართა" ძიება იწყეს, წმინდა ვლასი საკუთარი ნებით ჩაბარდა მტარვალებს. ის საშინლად აწამეს, ხარის ძარღვებით გვემეს, შემდეგ - მდუღარე წყლით სავსე ქვაბში შთააგდეს, მაგრამ, ღვთის ნებით, წმინდანი უვნებლად გადარჩა.
ხუთი დღის შემდგომ მისმა ჯალათებმა ვლასი სრულებით მრთელი იხილეს, - წმინდანი ღვთის ანგელოსებთან ერთად ადიდებდა უფალს.
ამ სასწაულის მხილველმა მეომრებმა ირწმუნეს ქრისტე. მმართველს სურდა, შემოკრებილი ხალხი დაერწმუნებინა, - წყალი გაცივდა და ამიტომ ვერ ავნო უფლის რჩეულსო, შემდეგ კი, ამის დასამტკიცებლად, მრისხანებით გონდაბინდული მდუღარეწყლიან ქვაბში გადაეშვა და მაშინვე აღესრულა.
წმინდა ვლასიმ მრავალი სული მოაქცია და მშვიდობით მიიცვალა. მისი კომბალი ქრისტიანებმა მიწაში ჩაარჭვეს, რომელმაც, ყველას გასაოცრად, ფესვები გაიდგა, უზარმაზარ ხედ იქცა და ტოტებით იმ ტაძრის საკურთხეველი დაფარა, რომელშიც მისი წმინდა ნაწილები განისვენებდა.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი