წმინდა მოწამენი: რომანოზი, იაკობი, ფილოთეოსი, იპერიქი, აბიბოსი, იულიანე და პალიგორი სირიის ქალაქ სამოსატში ეწამნენ 297 წელს,
დიოკლეტიანეს დროინდელი დევნილობისას. სპარსელების წინააღმდეგ მიმართული ლაშქრობების დროს 307-308 წწ. იმპერატორი მაქსიმილიანე გალერიუსი შეჩერდა მესოპოტამიის საზღვარზე ქალაქ სამოსატში. იმპერატორმა იცოდა, რომ ამ ქალაქში ბევრი ქრისტიანი ცხოვრობდა, ამიტომ გამოაცხადა საყოველთაო მსხვერპლშეწირვა და თაყვანისცემა კერპებისა.
უბრალო ქრისტიანებმა, ფილოთეოსმა და იპერიქმა უარი თქვეს კერპთაყვანისცემის რიტუალში მონაწილეობაზე და სამლოცველოში დაიმალნენ. მალე მათ კიდე ოთხი მოქალაქე - რომანოზი, აბიბო, იულიანე, პარიგორი და მღვდელი იაკობი შეუერთდა. მღვდელმა იაკობმა ნათლობის საიდუმლო აღასრულა იმ მოქალაქეებზე, რომლებიც მანამდე არ იყვნენ ნაზიარები უფლის ნათელს. მალე იმპერატორის მსახურიც გამოჩნდა, რომელმაც შვიდივე ერთად საპყრობილეში ჩააგდო.
დაპატიმრებულებმა ისევ უშიშრად ამხილეს კერპთმსახურთა უგუნურება, რისთვისაც საშინელი წამების დათმენა მოუხდათ. ბოლოს ჯვარს აცვეს და თავებით ძელზე მიალურსმნეს.
მოწამეთა ცხედრები ჯალათებმა მდინარე ევფრატში ჩაყარეს. ერთმა ღვთისმოშიშმა ქრისტიანმა წმინდანთა ცხედრები ფარულად ამოიყვანა მდინარიდან და პატივით მიაბარა მიწას.
................................
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი