ღირსნი მამანი, რომელნი მოისრნენ სარკინოზთაგან სინასა და რაითას: საბა, ისაია, მოსე და მოწაფე მისი მოსე; იერემია, პავლე, ადამი, სერგი, დომნე, პროკლე, ისააკი, იპატი, მაკარი, მარკოზი, ბენიამინი, ევსევი და ილია (IV-V) - 14 (27) იანვარი
ღირსნი მამანი, რომელნი მოისრნენ სარკინოზთაგან სინასა და რაითას: საბა, ისაია, მოსე და მოწაფე მისი მოსე; იერემია, პავლე, ადამი, სერგი, დომნე, პროკლე, ისააკი, იპატი, მაკარი, მარკოზი, ბენიამინი, ევსევი და ილია (IV-V) - 14 (27) იანვარი
დიდი ხნით ადრე, ვიდრე იმპერატორი იუსტინიანე სინას მთის კალთაზე ციხესიმაგრის მსგავს მონასტერს ააშენებდა წმინდა ეკატერინეს სახელზე, მრავალი მამა მოღვაწეობდა სინას მთის სავანეებსა და მღვიმეებში. ბერები ასკეტური მოსაგრე ცხოვრებით გამოირჩეოდნენ: მთელი კვირის მანძილზე მდუმარებაში იმყოფებოდნენ, ერთმანეთისგან ფარულად მოღვაწეობდნენ და მხოლოდ შაბათსა და კვირას, ღვთისმსახურებაზე ხვდებოდნენ ერთმანეთს; იკვებებოდნენ მცირეოდენი ფინიკითა და წყლით, პურს საერთოდ არ ღებულობდნენ. "და იყვნეს იგინი, ვითარცა ანგელოზნი ღმრთის მსახურებასა შინა და პირნი მათნი ყჳთელ იყვნეს და ჴორცნი მათნი დამჭნარ მარხვითა და ღამის თევითა, რეცა ვითარცა უხორცონი".

312 წელს სინელ მამებს სარკინოზები დაეცნენ, საშინელი ხოცვა-ჟლეტა გააჩაღეს და მრავალი მონაზონი მოსწყვიდეს. ტაძრის მახლობლად მყოფმა ბერებმა, მონასტრის მამასახლის ამბა თეოდულესთან ერთად კოშკს შეაფარეს თავი და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს შეწევნას. ღმერთმაც წყალობის თვალით მოხედა თავის რჩეულებს და "აჩვენა თავსა ზედა მის მთისასა ცეცხლი ფრიად დიდი, რამეთუ ყოველი იგი მთაჲ კუამოდა, და ცეცხლი აღიწეოდა ვიდრე ცადამდე". სარკინოზები საოცარმა სახილველმა დააფრთხო და გაიქცნენ, "ზოგი აქლემებისა მათისაჲ და საჭურველისა მათისაჲ დაყარეს შიშისაგან ".

ცოცხლად გადარჩენილი მონაზვნები კოშკიდან გამოვიდნენ და იწყეს "სვლად მთასა მას გარემო სენაკებსა მონაზონთასა". ოცდათვრამეტი მოკლული პოვეს, ორიც - მძიმედ დაჭრილი. საშინელი სახილველი იყო მოხუცი, ღვაწლმოსილი ბერების ცხედრები: "რომელსამე თავი მისი ტყავითა ოდენ ეკიდა ქედსა მისსა, და სხუაჲ ყოველადვე ორად განკუეთილ იდვა. და რომელსამე წყლულებათა სიმრავლითა თუალნი წამოცჳვნებულ იყვნეს, და სხუაჲ ჴელით და ფერჴით დაჭრილი იდვა, ვითარცა ჴუნდი". იმედოვნებდნენ, რომ დაჭრილთაგან ერთი - ამბა საბა გადარჩენოდა, მაგრამ თავად იგი ძლიერ წუხდა ამის გამო, "ტიროდა და იგლოვდა და იტყოდა: ვაიმე ცოდვილსა ამას, რომელი არა ღირს ვიქმენ შერაცხად მამათა ჩემთა თანა რომელნი მოსწყვდეს სიყვარულისათვის უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა...ვაჲ მე, რომელმან ვიხილე ნავთსადგური მეუფისაჲ და ვერ შევედ მას შინა". ის მხურვალედ ევედრებოდა უფალს, არ განეშორებინა იმ წმინდა მამებისგან, რომლებიც მისი სახელისათვის სიკვდილის ღირსნი შეიქნენ. ღმერთმა წყალობით მოხედა ბერს და წმინდათა მოწყვეტიდან ოთხი დღის შემდეგ მისი სულიც შეივედრა. "და აღასრულა ღმერთმან მის მიერ რიცხჳ მათი რიცხჳსაებრ წმინდათა ორმეოცთაჲსა".

მეწამული ზღვის პირას იქ სადაც აღთქმულ ქვეყნისკენ მიმავალმა ებრაელებმა თორმეტი წყარო ნახეს, მდებარეობდა რაითის სავანე. აქ დიდი მამები მოღვაწეობდნენ, ისეთი როგორიც იყო მოსე ფარანელი, რომელმაც სამოცდაცამეტი წელი დაყუდებულმა გაატარა და პურს არ ჭამდა, ღამეებს ლოცვაში ატარებდა, ეშმაკებზე ხელმწიფება მოიპოვა. იყო იოსებ აილელი-კაცი სრული და განმსჯელი, რომელსაც ლოცვისას თავიდან ფეხებამდე ცეცხლი მოიცავდა ხოლმე.

მაშინ, როცა სინას მთის სავანე დაარბიეს სარკინოზებმა, ამ მხარეში არაბთა ტომები - აბაშები შეიჭრნენ, მათ ფარანაში 147 კაცი მოკლეს და ქალები და ბავშვები ტყვედ იგდეს. შემდეგ კი მხეცებივით გამოემართნენ რაითას გამაგრებულ ეკლესიისკენ. უღმრთოებმა ტაძარს თავშეფარებულ ბერებამდეც მიაღწიეს: "ვითარცა მჴეცნი მძჳნვარენი რბიოდეს და ჴმობდეს ჴმითა მაღლითა და უშუერითა". მათი ხმა რომ მოესმათ ძმებს თავზარი დაეცა, ზოგი ლოცულობდა და ღმერთს მადლობას სწირავდა, ზოგიც ერთმანეთს ანუგეშებდა. მაშინ მონასტრის წინამძღვარი პავლე შუა ეკლესიაში დადგა, განამტკიცა ძმები, უთხრა, რომ მას მერე რაც მონასტერში მივიდნენ მოკვდნენ საწუთროსთვის, და ზეციური სასუფევლისთვის ზრუნავდნენ, არ გახსოვთ ძმანო საყვარელნო წმინდათა მოწამეობის ამბებს რომ ვიხსენებდით, და ვნატრობდით ქრისტესთვის სისხლის დათხევას, აჰა ჟამი მოიწია და ნუ ვიტყვით უარს ღვთისთვის სიკვდილზე. შევიმოსოთ ძალი ქრისტესი და დავუთმოთ სიკვდილსა. მრავალს სხვა ამგვარს ეუბნებოდა მათ წმინდა მამა, ბოლოს კი საკურთხევლისკენ მიბრუნდა, ზეცად აღაპყრო ხელები და უფალს შემწეობა სთხოვა.

ამასობაში უღმრთოებმა ტაძრის კარებთან მჯდომი იერემია შეიპყრეს და წინამძღვრის ჩვენება მოსთხოვეს. "არა გიჩუენო თქუენ მამასახლისი ჩუენი", - მტკიცედ უპასუხა ბერმა. უსჯულოებმა ხელ-ფეხი შეუკრეს "და დაადგინეს იგი შიშუველი და ესრეთ ესროდეს მას ისრითა, ვიდრემდის აღივსნეს ჴორცნი მისნი". წმინდა იერემია არც განძრეულა, სიხარულით და მადლობით დაითმინა სატანჯველი და მშვიდად შეჰვედრა სული უფალს.
როცა ეს პავლემ იხილა, გამოეყო ძმებს და განაცხადა: "აჰა, ესერა ვარ მე, რომელსა მეძიებთ". უსჯულოებმა ახლა მას მიჰმართეს ცემით და გადამალული განძის ჩაბარება მოსთხოვეს, მაგრამ როცა მიხვდნენ, რომ ვერაფერს მიიღებდნენ, ერთმა მათგანმა მახვილით თავი გაუპო წმინდანს "და დაეცა იგი მკუდარი შემდგომად დიდსა ტანჯვისა".

ამის შემდეგ მეომრები ღრიალით შეიჭრნენ ტაძარში და დაერივნენ წმინდა მამებს: "იწყეს ცემად მათთა მახჳლითა, ვითარცა ვის უნდა: რომელსამე თავი წარჰკუეთეს და რომელიმე ორად განკუეთეს და რომელსამე მახჳლითა ნაწლევნი გამოუსხნიან გარე და რომელსამე მჴარსა ეხეთქნა და ორად განეპო, ვიდრე მკერდამდე, ვიდრემდის ესრთ მოწყვდნეს წმინდანი იგი მამანი ".

უღმრთოებს ძლიერ მოეწონათ ამბა სოლომონის ვაჟი, თხუთმეტი წლის სერგი და გადაწყვიტეს, თან წაეყვანათ იგი. როცა ყრმამ იხილა, რომ "არა მოჰკლავენ მას მოყუასთავე თჳსთა თანა და ეგულების წარყვანებაჲ მისი მათ თანა", ჯერ მწარედ ატირდა, შემდეგ კი ძალა მოიკრიბა, განაგდო შიში, "აღიღო მახჳლი ერთი მათგანისაჲ და უხეთქნა მჴარსა ოდენ ჰაბაშისასა" - სიკვდილის მაძიებელს მტრის განრისხება სურდა. მიაღწია კიდეც თავისას: "ყოველნი განრისხნეს მის ზედა და დაჭრეს იგი მახჳლითა".

როცა ხოცვა-ჟლეტისაგან მოიცალეს, ბარბაროსებმა ტაძრისა და სენაკების ჩხრეკა დაიწყეს - განძს ეძიებდნენ. "არა უწყოდეს უბადრუკთა, ვითარმედ არარაჲ აქუნდა წმინდათა მათ ქვეყანასა ზედა, არამედ ცათა შინა აქუს საფას და სიხარული წარუვალი ქრისტს მიერ უფლისა ჩვენისა". უსჯულოების სისასტიკეს საზღვარი არ ჰქონდა - მათ ტყვედ წასხმული ქალები და ბავშვებიც დახოცეს, მაგრამ თვითონაც საშინელი სასჯელი დაატყდათ თავს - მოყვასთა დასახმარებლად მოსულ ქრისტიანთა ლაშქარს ვერც ერთი მათგანი ვერ გადაურჩა.

ამ დღეს აღსრულებული მამები "მონანი იყვნეს. ღმრთისანი, კეთილნი და რჩეულნი, და ღირს ყვნა იგინი ღმერთმან სიხარულისა სასუფეველისა მისისასა. ვევედრნეთ წმინდათა მათ, რაჲთა ითხოვონ ჩუენთჳს შეწევნაჲ". რაითელ მამათა მკვლელობა 22 დეკემბერს მოხდა, მაგრამ ეკლესიამ სინის მთაზე მოწყვეტილ მამებთან ერთად დააწესა.

სინა-რაითის მამათა მოწყვეტა აღწერა ამ მოვლენების თვითმხილველმა, ეგვიპტელმა ბერმა ამონიოსმა. მსგავსი უბედურება დატრიალებულა ამ მონასტერში ასი წლის შემდეგაც, რაზეც დაღუპვას სასწაულებრივად გადარჩენილმა ნილოს მმარხველმა (ხს. 12 ნოემბერს ) მოგვითხრო.

იხილეთ "კიმენი" I ტ, გვ. -28-44

ხატის წყარო

კონდაკი, ხმა ბ
მსოფლიოსა მის ივლტოდით შფოთისაგან და მყუდროდ საყოფელად მიიცვალენით წამებისა სისხლთა მიერ, ღირსნო მამანო, და მოღვაწებისა შრომითა გვირგვინოსანი ერთბა¬მად გამოსჩნდით მოკარვედ მამათა და მოწამეთა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat