წმინდა მოწამე ორესტე კაპადოკიის ქალაქ ტიანში III საუკუნის დასასრულს, იმპერატორ დიოკლეტიანეს ჟამს ცხოვრობდა და დახელოვნებული მკურნალი იყო.
იმის გამო, რომ ქრისტეს ესავდა, მაქსიმინმა შეიპყრო და სასტიკად გაროზგა, შემდეგ ზურგზე გავარვარებული რკინა დაადეს, იარებზე კი - მარილი და ძმარი დაასხეს, ბოლოს წარმართულ ტაძარში მიიყვანეს და კერპთა თაყვანისცემას აიძულებდნენ, ორესტემ კი ლოცვით დაამხო ისინი.
გამხეცებულმა მაქსიმინმა თავი საპყრობილეს უკრა და ერთი კვირის მანძილზე არც საზრდელი მიუწვდია და არც - წყალი.
შემდეგ კი კვლავ წამება უწყეს, - ფეხებსა და გვერდებში ლურსმნები გაუყარეს, გაუხედნავ ცხენს გამოაბეს და 35 კილომეტრი არბენინეს.
ნაფლეთებად ქცეულმა და ერთიანად დამსხვრეულმა ორესტემ სული უფალს შეჰვედრა, წარმართებმა კი მისი ნაწილნი მდინარეს მისცეს.
მრავალი საუკუნის შემდგომ, 1685 წელს, კიევის მღვიმევის ლავრის ბერს, დიმიტრის (შემდგომ - როსტოვის მიტროპოლიტის, ხს. 28 ოქტომბერს), რომელიც ძველი ხელნაწერიდან წმინდა ორესტეს ცხოვრებას იწერდა, დაქანცულობისგან ჩათვლიმა. სიზმრისეულ ჩვენებაში მის წინაშე წმინდა მოწამე წარდგა, უჩვენა ღრმა ჭრილობა მკერდზე, იდაყვებთან გადაჭრილი ძარღვები, გადამსხვრეული წვივები და უბრძანა, შეევსო მისი ცხოვრება, რადგან ხელნაწერებში სრულად არ იყო აღწერილი ის სატანჯველები, რომელნიც დაითმინა.
მდაბალმა ბერმა სიხარულით აღასრულა წმინდა ორესტეს სათხოვარი.
* * *
ხსენება ღირსისა თეოსტირიქტასი (VIII-IX)
* * *
ხსენება ღირსმოწამისა ნიფონტე ვიბლოვისა, მღვდელ-მონაზვნისა და მოწამისა ალექსანდრე მედამასი (+1931), მღვდელმოწამეთა: პროკოფი ტიტოვისა, ქერსონესის მთავარეპისკოპოსისა, დიონისე შეგოლევისა, იოანე სკადოვსკისა და პეტრე პავლუშკოვისა, პრესვიტერთა (+1937), მღვდელმოწამეთა: ავგუსტინე ბელიაევისა, კალუგელი მთავარეპისკოპოსისა, და მის თანა: იოანე სპერანსკისა, პრესვიტერისა, ღირსმოწამეთა: იოანიკე დმიტრიევისა, არქიმანდრიტისა და სერაფიმე გუშინისა, მღვდელ-მონაზვნისა, მოწამისა ალექსი გორბაჩოვისა, აპოლონ ბაბიჩევისა, მიქაელ არეფიევისა (+1937), მოწამისა ნიკოლოზ სმირნოვისა, მოწამისა ანა ოსტროგლაზოვასი და წმინდისა ბორის სემიონოვისა, აღმსარებლისა, დიაკონისა (+1930), მოწამეთა: ოლგა მასლენიკოვასი (+1941) და თეოქტისტა ჩენცოვასი (+1942)
* * *
ხსენება წმინდისა მოწამისა კალიოპესი, მახვილით განგმირულისა
* * *
ხსენება წმინდისა მოწამისა ნირისა, მახვილით განგმირულისა
* * *
ხსენება წმინდისა მოწამისა ორიონისა, ცოცხლად დამარხულისა
* * *
ხსენება წმინდისა მოწამისა ეფრემისა, აღმსარებელისა, უნიელი ეპისკოპოსისა
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი