წმინდა ნიხმეხი XV საუკუნეში, სირიის სოფელ ბახააში, კეთილმორწმუნე ოჯახში იშვა.
ერთხელ დამასკოში წავიდა და სხვათაგან რომ არ გამორჩეულიყო, თეთრად შეიმოსა.
თუმცა, ღვთის ნებით, გზად მორწმუნე მუსლიმანები შეხვდნენ და ჰკითხეს, - როდის მიიღე ისლამიო?
- მუდამ მორწმუნე ვიყავი, - უპასუხა, მათ კი თავისიანად მიიღეს და ხელი არ უხლიათ.
გავიდა ხანი და ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და იხილეს, რომ ნიხმეხი ქრისტიანულად იყო შემოსილი და ჰკითხეს,
- აკი, მორწმუნე ვარო?
- ასეც გახლავთ, მორწმუნე ვარ და ქრისტეა ჩემი ღმერთი!
გამხეცებული მუსლიმანები ნეტარს ეცნენ და სხვა თავისიანებსაც უხმეს, რომელთაც ყმაწვილს ცემით თავი და სახე დაუსისხლიანეს, შემდეგ კი - ქალაქის მსაჯულს აახლეს.
წმინდა ყმაწვილი თავისას არ იშლიდა და კვლავ უშიშრად გაიძახოდა, - ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთია და მას ვესავო!
ვერც მუქარით გააწყვეს რამე და ვერც - წამებით. მაშინ ხელი სტაცეს და ბნელ ჯურღმულში უკრეს თავი, რამდენიმე დღის შემდეგ კი - კვლავ სამსჯავროზე წარადგინეს, თუმცა, ვერც ამჯერად მოსდრიკეს და კვლავ საპყრობილეში შთააგდეს.
საზარლად ტანჯეს, ის კი უფალს ადიდებდა და ჰმადლობდა, რომ მისთვის სისხლთა დათხევის ღირსი გახადა.
როდესაც მესამედ უხმეს დაკითხვაზე, ყველას გასაოცრად, ესოდენ ნაწამები ნიხმეხი სრულიად მრთელი და კიდევ უფრო განმტკიცებული იხილეს.
გაცოფებულმა ჯალათებმა იმდენ ხანს ტანჯეს, ჭაბუკს ფეხზე დგომის ძალა აღარ შესწევდა, შემდეგ კი ისევ საპყრობილეს მისცეს.
მთელ ორ წელიწადს განუწყვეტლივ ტანჯავდნენ ნეტარს, რის შემდგომაც, 1470-1471 წლებში სული უფალს შეჰვედრა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი