წმინდა დიდმოწამე არტემი (+362) - 20 ოქტომბერი (2 ნოემბერი)
წმინდა დიდმოწამე არტემი (+362) - 20 ოქტომბერი (2 ნოემბერი)
წმინდა დიდმოწამე არტემი რომაელი დიდგვაროვანი გახლდათ, იყო სენატორი და იმპერატორ კონსტანცის ქონებას მართავდა. არტემმა მეფის მსახურება ჯერ კიდევ წმინდა კონსტანტინე დიდის (მეფობდა 337-361 წ.წ.) დროს დაიწყო. მასთან ერთად იხილა ცაზე გამოსახული ჯვარი, იწამა ქრისტე და მეფის ოჯახის უერთგულესი ყმა შეიქნა. კონსტანტინე დიდის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი ძე კონსტანცი ავიდა. როგორც საუკეთესო მეგობარს, მეფე წმინდა არტემს ყველა საპატიო მისიას ანდობდა.

ერთხელ მეფემ გაიგო, რომ აქიის პროვინციაში დაკრძალული იყვნენ წმინდა ანდრია და ლუკა მოციქულები. კონსტანციმ მათი კონსტანტინოპოლში გადმოსვენება არტემს დაავალა. ამ დავალების შესრულების შემდეგ მეფემ არტემს ეგვიპტის დუქსობა (მხედართმთავრობა) უბოძა. ისიც მონდომებით შეუდგა ამ საქმეს. კონსტანცის გარდაცვალების შემდეგ რომის იმპერიაში იულიანე განდგომილი გამეფდა, რომელიც მანამდე დასავლეთ პროვინციებს მართავდა. ტახტზე ასვლის შემდეგ მან უარყო ქრისტე და ღვთის მორწმუნეთა დევნა დაიწყო. აღადგინა წარმართული ტაძრები და აავსო "ღმერთების" კერპებით. ქრისტიანობის დამცირების მიზნით წმინდა ელისესა და წმინდა იოანე ნათლისმცემლის ნაწილები (წმინდა იოანეს პატიოსანი თავისა და მარჯვენის გარდა) პირუტყვთა ძვლებში არია, დაწვა და ფერფლი მიმოფანტა. დაწვას გადარჩენილი ნაწილები ქრისტიანებმა გადამალეს. შემდეგ შეიტყო, რომ პალესტინის ჩრდილოეთით, ქალაქ პანეადაში, აღმართული იყო ქრისტეს ქანდაკება, რომელიც იმ სისხლმდინარე დედაკაცს აეგო სამადლობლად, ქრისტეს სამოსის შეხებით რომ განიკურნა. ქანდაკება იულიანეს ბრძანებით დაამსხვრიეს (თავი ვინმე ქრისტიანმა გადამალა), მის ადგილას კი თავისი ქანდაკება დაადგმევინა. მერე მას მეხი დაეცა და დაიმსხვრა.

იულიანემ გადაწყვიტა სპარსეთისათვის შეეტია, ლაშქრობის დროს ანტიოქიაში ყოფნისას მრავალი ქრისტიანი აწამა. ერთხელ მას ორი ანტიოქიელი ხუცესი მიუყვანეს. ევგენი და მაკარი დიდხანს ეკამათნენ. უმტკიცა იულიანემ მათ თავისი ღმერთების ძალმოსილება, მაგრამ ღირსი მამების არგუმენტებმა დაადუმეს ურჯულო. მან ხუცესების ამოხოცვა გადაწყვიტა. ამ დროს ანტიოქიაში წმინდა არტემიც გამოცხადდა ეგვიპტის ლაშქრით. იმპერატორს სამეფო პატივი მიაგო და იქ დადგა, სადაც იულიანეს ბრძანებით დეკანოზებს ევგენის და მაკარის აწამებდნენ. წმინდა არტემმა ვეღარ მოითმინა იულიანესგან ქრისტე მაცხოვრის ძაგება და თამამად ამხილა მეფის უსჯულოება. ბოლოს მოუწოდა: მეფევ, ნუ დაუჯერებ დემონებს, ნუ აწამებ ღვთივდაცულ ქრისტიანებს. იცოდე, ძალი და სიმტკიცე ქრისტესი შეურყვნელიაო.

- ვინ არის ეს უბედური, ამგვარად რომ კადნიერდება და ბედავს ჩემს ლანძღვასო, - იკითხა იულიანემ.

- ალექსანდრიის დუქსიაო, - მიუგეს.

- ეს არის საზიზღარი არტემი, ჩემი ძმის მკვლელობაში რომ ერია ხელი? - წამოიძახა იულიანემ და მადლობა შესწირა ღმერთებს, განსაკუთრებით კი აპოლონს და დაიქადნა, შურს ვიძიებო. მეფის ბრძანებით, არტემი გააშიშვლეს. ხელ-ფეხით ოთხივე მხარეს გაჭიმეს და ცემა დაუწყეს ხარის ძარღვებით. ოთხი ჯალათი მოიღალა მის ცემაში, წმინდანი კი არაადამიანური მოთმინებით იტანდა ტკივილს. დედამიწა მისი სისხლით მოირწყო.

მისმა მოთმინებამ განაცვიფრა იულიანე. ცემის შეწყვეტა უბრძანა და არტემი წმინდა მოწამეებთან - ევგენისთან და მაკართან ერთად დილეგში ჩააგდო. ციხეში მოწამეებმა ფსალმუნთა გალობა დაიწყეს. გალობის შემდეგ წმინდანმა თავისთვის თქვა: "არტემ, აი, ქრისტეს წყლულები შენი სხეულით იტვირთე, დაგრჩა მხოლოდ, სული თვისი დასდო უფლისათვის. მაგრამ განა მე უღირსი მეტად ვეწამე, ვიდრე უფალი?.. ჰოი, რამდენად დიდია უფლის ვნებანი და მოთმინება. არც შეედრება მას ჩემი - საცოდავი ადამიანის მოთმინება და ძვირუხსენებლობა. გმადლობ შენ, უფალო, რომ ღირს მყავ შენთვის მოწამეობის და ღირს მყავ, ბოლომდე დავითმინო ყოველივე".

გათენებისთანავე იულიანემ მოწამეები სამსჯავროში მიაყვანინა. ყოველგვარი დაკითხვის გარეშე ევგენისა და მაკარის არაბეთის ოასიმში (ერთ-ერთი ოაზისია) დახრჩობა ბრძანა, არტემი კი დაიტოვა. თავიდან იულიანემ ცხვრის ქურქი გადაიცვა და წმინდანის ცდუნება გადაწყვიტა: ტყუილად განმარისხე, არტემ. არც შენი სიბერე დაინდე და არც ჯანმრთელობა. თუ დამიჯერებ და ღმერთებს მსხვერპლს შესწირავ, უმაღლეს ქურუმად გაქცევ, მამას დაგიძახებ და მეორე კაცი იქნები სამეფოში. კარგად იცი, რომ ტახტზე უფლება ჩვენს გვარს უფრო ჰქონდა, ვიდრე კონსტანტინესას, რადგან მამაჩემის დედა მაქსიმიანეს (იმპერატორი დასავლეთ იმპერიისა) ქალიშვილი იყო, კონსტანტინეს დედა ელენე კი უბრალო წარმოშობისა. კონსტანტინემ მიიტაცა სამეფო ტახტი, მისმა ძემ, კონსტანცმა მომიკლა მამა და ბიძები, ბოლოს კი ჩემი ძმა მოაკვლევინა. ჩემი სიკვდილიც სურდა, მაგრამ ღმერთებმა დამიხსნეს. ამიტომაც უარვყავ ქრისტე. ღმერთებმა მოსპეს კონსტანტინეს შთამომავლობა, მე კი დამარჩინეს. შენ ბრძენი კაცი ხარ, არტემ, აღიარე, რომ მართალს ვამბობ და გვერდში ამომიდექი.

წმინდანმა უთხრა: - პირველ რიგში შენს ძმაზე ვიტყვი. მის სიკვდილში დანაშაული მე არ მიმიძღვის, რადგან ამ დროს ეგვიპტეში ვიყავი. ვიცოდი მხოლოდ ის, რომ შენი ძმა ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო, ღვთისმოსავი და მორჩილი ქრისტეს სჯულისა. იცოდე, შენს ღმერთებს მე არ ვმსახურებ და არც შენს სასურველ აპოლონის კერპს არა ვცემ თაყვანს. შენ დააკნინე კონსტანტინეს მოდგმა და "ღმერთების მოღალატე" უწოდე, მაგრამ კონსტანტინე სწორედ მათი თაყვანისმცემელი იყო, როცა მოუწოდა ქრისტემ. სისხლისმსმელ მაქსენციას წინააღმდეგ სალაშქროდ მივდიოდით, ცაზე მზეზე უბრწყინვალესი ჯვარი რომ გამოჩნდა ვარსკვლავებით გამოსახული ლათინური წარწერით - "ამით სძლევ". ყველა ვხედავდით ამ ჯვარს და ალბათ შემორჩენილნი იქნებიან ამის მომსწრენი. ეს ხომ შენც კარგად იცი. ქრისტეს მოსვლამდე გვაუწყეს ეს წინასწარმეტყველებმა. თვით შენი ღმერთების მსახურნიც ამას ამბობდნენ. გავიხსენოთ სიბილას წიგნები თუ ვირგილიუსი.

წმინდანი ამ სიტყვების საპასუხოდ აწამეს და ისევ დილეგში ჩააგდეს.

თვითონ იულიანე კი დაფნაში წავიდა აპოლონის კერპის თაყვანისსაცემად. იქ დიდხანს დარჩა. ყოველდღიურად უამრავ პირუტყვს შესწირავდა და აპოლონს სპარსეთზე ლაშქრობის მოსალოდნელ შედეგს ეკითხებოდა. მაგრამ აქამდე "მოლაპარაკე" აპოლონი დაედუმებინა მცირე ხნის წინ მახლობლად დასვენებულ წმინდა მღვდელმოწამე ბაბილას ნაწილებს. ეს რომ იულიანემ შეიტყო, ბრძანა, წმინდანის ნაწილები აქედან მოაშორეთო. რაწამს თავისი ადგილი დაატოვებინეს სიწმინდეს, მაშინვე ცეცხლი ჩამოვარდა ციდან და აპოლონის ტაძარი გადაბუგა.

წმინდა არტემს კი თვით იესო ქრისტე გამოეცხადა, გაამხნევა, "შენთვის ზეცაში გვირგვინი იწვნება, რადგან შენ მაღიარე კაცთა წინაშე, მეც გაღიარებ ჩემი ზეციური მამის წინაშეო". გახარებულმა წმინდანმა გალობა დაიწყო, სული საღმრთო ნუგეშით აევსო და ამის შემდეგ ვიდრე სიკვდილამდე საჭმელი არ მოჰგონებია.

სირცხვილეული დაბრუნდა აპოლონის ტაძრიდან იულიანე. იხტიბარს მაინც არ იტეხდა და ქრისტიანებს აბრალებდა ხანძრის გაჩენას. იხმო არტემი და "შესჩივლა" - ალბათ შეიტყვე, ქრისტიანებმა მშვენიერი ტაძარი დაწვეს, მაგრამ მე მათ, როგორც თქვენ ამბობთ ხოლმე, 77-ჯერ გადავუხდი სამაგიეროსო. წმინდა არტემმა მიუგო: - თუ შენი აპოლონი ღმერთია, თავი რით ვერ დააღწია ხანძარსო. უბედურო, კიდეც დამცინიო, - შესძახა განრისხებულმა იულიანემ. წმინდა არტემმა მშვიდად მიუგო: - მე შენს უგუნურებას დავცინი, რადგან ისეთ ღმერთს ეთაყვანები, ცეცხლს რომ ვერ გაქცევია. როგორ განგაშორებს ეგ საუკუნო ცეცხლს. თუ შენ ქრისტიანების წამებისთვის იქადი, მაშინ იცოდე, შენი სიკვდილიც ახლოს არის და სახსენებელი შენი ხმაურიანად აღიხოცება.

განრისხებულმა იულიანემ ქვისმტეხელს ლოდი გააპობინა. ქვაზე გართხმულ წმინდა არტემს ზედ ლოდის მეორე ნაპობი დაადეს. ძვლები დაელეწა წმინდანს, ყოველივე შინაგანი გარეთ გამოეყარა, მაგრამ მიუხედავად ამხელა ტკივილისა, წმინდანი დავითის საგალობელს აღავლენდა. ქვებშუა იყო დღე და ღამე. იულიანეს ის მკვდარი ეგონა, ქვა ააწევინა: დაფასავით გაბრტყელებული არტემი ფეხებსაც ამოძრავებდა და ნათლადაც საუბრობდა. "კაცი ხარ თუ მოჩვენება, - შესძახა მეფემ, - ხედავ, ჩვენმა ღმერთებმა სხვათა ჭკუაზე მოსაყვანად ჯერ კიდევ ცოცხალი დაგტოვეს, რათა შენი ხილვა შეაძრწუნებდეს მათი ძალის უარისმყოფელებს".

- შენ ფეხით დათრგუნე უფლის სისხლი, ჩვენთვის დაღვრილი, და ეშმაკებს დაემორჩილე. მე კი მწამს, რომ ამ უმნიშვნელო ტკივილის ფასად, შენ რომ მომანიჭე, ღმერთი ზეციურ სასუფეველში საუკუნოდ განმისვენებს, - მიუგო წმინდა არტემმა.

მაშინ კი იულიანემ სასჯელი დაუდგინა: - არტემ, ღმერთების მაგინებელო და რომის კანონთა დამარღვეველო ქრისტიანო, გალილეველო და არა რომაელო, მახვილით წარგეკვეთება თავი!

დასჯის წინ არტემმა ლოცვის ნება ითხოვა. აღმოსავლეთით სამჯერ მოიდრიკა მუხლი და ზეციდან ხმა მოესმა: "მოვედ წმიდათა თანა და შენთვის გამზადებული ჯილდო მიიღე". წარუპყრა ქედი და ჯალათმაც თავი მოჰკვეთა. მისი წმინდა სხეული ანტიოქიის ეკლესიის დიაკონისა არისტამ გამოითხოვა იულიანესგან, წააბრძანა კონსტანტინოპოლში, სადაც დიდი პატივით დაკრძალეს. მრავალი სასწაული აღესრულა მისი საფლავიდან. წმინდანმა ღვთივ განისვენა 363 წლის 20 ოქტომბერს. მისი წმინდა სხეული მოგვიანებით წმინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარში დაკრძალეს, რომელსაც შემდგომ წმინდა არტემის ტაძარს ეძახდნენ.

მალე აუცხადდა იულიანეს წმინდა არტემის წინასწარმეტყველება. მისი მოკვლის შემდეგ ჯარით სპარსეთისაკენ დაიძრა. ტიგროსის მარცხენა ნაპირას, ქტეზიფონის ციხესიმაგრესთან ერთი სპარსი შეხვდათ, რომელიც დაჰპირდა იულიანეს, მოკლე გზით წაგიყვანთ სპარსეთშიო. მან კი უდაბნოში შეიტყუა. შიმშილისა და წყურვილისაგან ჯარის სახედრებს, აქლემებსა თუ ცხენებს მუხლი მოეკვეთათ. მაშინღა აღიარა სიცრუე სპარსმა: მირჩევნია აქ, უდაბნოში, მარტო მე მომკლათ, ვიდრე ჩემი ქვეყანა გაანადგუროთო.

განრისხებულმა რომაელებმა სპარსი აკუწეს. უდაბნოში უმეგზუროდ დარჩენილი იულიანეს ლაშქარი სპარსეთის ჯარს გადაეყარა. ბრძოლაში მრავალი რომაელი ჯარისკაცი მოკლეს, ღვთის რისხვა მოეწია თვით იულიანესაც - უხილავმა ხელმა უხილავი იარაღით განგმირა. იულიანემ თავისი სისხლი პეშვით ზეცად აისროლა და წამოიძახა: "შენ გაიმარჯვე, ქრისტე! გაძეხ, გალილეველო!" და იქვე სული თვისი ჩააბარა ეშმაკს.

იულიანეს სიკვდილის შემდეგ ჯარმა იოვანე აირჩია, რომელიც დაუზავდა სპარსელებს.

იულიანე თავიდან წარმართულ საკერპოში დამარხეს, მერე კი კონსტანტინოპოლში გადაასვენეს და მეუღლის გვერდით, მოციქულთა ტაძარში დამარხეს, რა თქმა უნდა, ვითარცა განდგომილი, წესის აუგებლად.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat