ალბათ ეს ქართული სულის ყივილია
ალბათ ეს ქართული სულის ყივილია
ათენში მცხოვრები თითოეული ქართველი ემიგრანტის ცხოვრება და საქმიანობა ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავებულია. ზოგი წარმატებული ქართველია, ზოგიც კიდევ... ამჯერად ორ წარმატებულ ქართველზე, სოფიო თვალაბეიშვილსა და გოჩა ბერაძეზე მინდა გიამბოთ. სოფიო ხატმწერია, რელიგიურ თემას გობელენზე აცოცხლებს. ათენში საეკლესიო სკოლაში სწავლობს. გოჩა მოჭიდავეა. ძიუდოს ფედერაციასთან არსებული სპორტული კლუბის "კავკასიური არწივის" დამფუძნებელი და პრეზიდენტია. ეს ორი ჭეშმარიტი ქართველი თავიანთი ცხოვრების წესითაც და საქმითაც ასახელებენ ჩვენს ქვეყანას. სოფიომ თავისი ნამუშევრების ფოტოები დამათვალიერებინა - დედნები საქართველოში აქვს დატოვებული და დანანებითაც კი მითხრა, - გობელენზე მუშაობა მომენატრაო.

- ემიგრანტულ ცხოვრებას ნებსით თუ უნებლიეთ შევეჩვიე, - მიამბობს სოფიო, - ათენში შარშან სასწავლებლად მოწვევით ჩამოვედი. რიზარიოს საკმაოდ პრესტიჟულ საეკლესიო სკოლაში ძირითადად სასულიერო პირები ასწავლიან. ამ სკოლაში ბერძნული ენის სასწავლო ორწლიანი კურსი უნდა გავიარო. გამოცდის ჩაბარების შემდეგ შეგვიძლია სწავლა უნივერსიტეტში გავაგრძელოთ.

ათენის ქართულ სათვისტომოში ქართველი მხატვრები გავიცანი. მათთან ერთად გამოფენებში დღემდე ვმონაწილეობ.

- სოფიო, რამ გადაგაწყვეტინა საბერძნეთში წამოსვლა?

- თბილისში, შარდენის ქუჩაზე, სამხატვრო აკადემიასთან არსებულ სამხატვრო გალერეაში ჩემი ნამუშევრები გამოვფინე. გამოფენას ესტუმრნენ ბერძენი მონაზვნები. ძალიან დაინტერესდნენ თექის ტექნოლოგიით და შემომთავაზეს საბერძნეთში წასვლა, რათა მათთვის მესწავლებინა თექის დამუშავება. მერე უმუშევარი დავრჩი. ბერძენი დედები გამახსენდა... საბერძნეთში ჩემი ნამუშევრებით ჩამოვედი.

ძალიან მეხმარება ბერძენი მოძღვარი მამა დანიელი. ბერძნულის უცოდინარი ქართველი სტუდენტები ჩაგვაბარა ქართველ ქალბატონს, ლიას, რომელიც დღემდე დიდ ყურადღებას გვაქცევს.

- სასულიერო სკოლაში რას სწავლობთ?

- ძირითადად ხატწერას, ბერძნულ ენას და გალობას. ჩვენი სასწავლებლის ხელმძღვანელი მამა სპირიდონია.

- რა შეგძინა საბერძნეთში ყოფნამ და იქ სწავლამ?

- საკმაოდ ბევრი რამ. ათენში ცხოვრებამ ბევრ რამეზე ამიხილა თვალი. მცირე ხნით საზღვარგარეთ ცხოვრება ნამდვილად აუცილებელია. შევიძინე საუკეთესო მეგობრები. სასულიერო პირებთან ურთიერთობამ და სიწმინდეების მოლოცვამ უფრო გამაძლიერა. ბერძნული კულტურის შესწავლასა და ამ ადგილების მონახულებაზე ვოცნებობდი. ღვთის წყალობით, ვახერხებ კუნძულებზე წმინდა ადგილების მოლოცვას. მართლაც ღვთის ნებით ხდება ყველაფერი. მამა დანიელის დახმარებით სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი ტინოს კუნძულზე, ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ტაძარში. იქ დედათა მონასტერია და მეგობრებთან ერთად ორი დღე დავრჩი.

თავიდანვე რელიგიური თემატიკით დავიწყე თექაზე მუშაობა და ასე ვაგრძელებ. ესეც ღვთის ნებაა.

- რა ნამუშევრები გაქვს?

- ძველი და ახალი აღთქმის სიუჟეტები, უწყვეტი კავშირი ძველი და ახალი აღთქმისა. ყველაზე საყვარელი ნამუშევარი არის ადამი და ევა.

- როგორია მუშაობის პროცესი, რასაც იწყებ, ყველაფერი გამოგდის?

- ამ ტექნოლოგიას ეს თვისება აქვს - დამუშავების დროს მაქსიმალურად უნდა შეეცადო, აკონტროლო ყველაფერი. მატყლს გასუფთავების შემდეგ ვღებავ. ვაშრობ, ვჩეჩავ, ვპენტავ. ფაქტობრივად მატყლით ვხატავ. როცა მოხატვას, დაწერას ვასრულებ, მატყლს პარკში ვახვევ, თოკით ვკრავ და სხვადასხვა მხრიდან ვთელავ. თუ ძალა არ გააკონტროლე, შეიძლება ისე აგერიოს შიგნით ყველაფერი, რომ ნამუშევარი არ გამოგივიდეს და მატყლი ქსოვილად იქცეს. როცა ათენში იმართება გამოფენები, ვცდილობ საზოგადოების წინაშე გამოვიტანო ხოლმე. საქართველოში საპატრიარქოშიც მქონდა გამოფენა, ცისფერ გალერეაში და სხვაგანაც. რა თქმა უნდა, საქართველოში ვფიქრობ გავაგრძელო საქმიანობა. ერთი წელია თექაზე არ მიმუშავია, არც დამიხატავს, რაც ძალიან მაკლია. სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობ და იქ ამის პირობები არ გვაქვს.

მაცხოვრის ერთი ხატი ათენში სწავლის დროს დავწერე. ახლა ღვთისმშობლის ხატზე ვმუშაობ. ათენში იგეგმება გამოფენები, ფესტივალები და იმედია, მივიღებ მონაწილეობას.

საქართველოში ოჯახი მყავს, მამა, და, ძმა. ძალიან მენატრება ჩემი საქართველო. მინდა დიდი სიყვარულით მოვიკითხო ყველა ჩემიანი.

***
სპორტული კლუბის, "კავკასიური არწივის" დამფუძნებელი, პრეზიდენტი გოჩა ბერაძე გულანთებული ქართველია.

KARIBCHE- ჩვენს გუნდში ძირითადად კავკასიელები არიან - უმეტესობა ქართველია, ერთი-ორი დაღესტნელი მოსწავლეც მყავს. საბერძნეთში რომ ვართ, რატომღაც კავკასიას ვუკავშირებთ ჩვენს საქმიანობას. არწივი კი ძლიერების სიმბოლოა და ამიტომაც დავარქვი კლუბს ეს სახელი, - მითხრა გოჩამ, - უკვე ათი წელია საბერძნეთში ვცხოვრობ. აქ ოთხი წელი ვჭიდაობდი. ტრავმების გამო სპორტს ჩამოვშორდი. ძალიან განვიცადე. ძილში სულ მესიზმრებოდა, როგორ ვჭიდაობდი, ყოფილი მოწინააღმდეგეები. ამიტომ ჩამოვაყალიბე ძიუდოს კლუბი. მნიშვნელოვან წარმატებებსაც ვაღწევთ. ჩვენი კლუბი ოფიციალურად აღიარებულია საბერძნეთის სპორტის სამინისტროსა და ძიუდოს ფედერაციის მიერ. აქ ბავშვები ძიუდოს გარდა ეუფლებიან სამბოსაც. რაც მთავარია, ყველაფერი აგებულია ქართულ ჭიდაობაზე, ჩვენს ფესვებზე. მოწაფეები ოფიციალურად ყველა შეჯიბრში მონაწილეობენ. ბოლო შეჯიბრი რამდენიმე თვის წინ გვქონდა. ჯარჯი ზვიადაური ილიას ილიადისის გვარით არის ცნობილი საბერძნეთში. მისი სახელობის ახალგაზრდულ საერთაშორისო ტურში 15 ქვეყანა მონაწილეობდა, მათ შორის ჩვენი ხუთი ქართველი ბავშვი, თანაც საქართველოს სახელით. ერთი მესამე და ერთი მეორე ადგილი ავიღეთ. როგორც მწვრთნელი, საკმაოდ წარმატებულად ვთვლი ამ გამოსვლებს. გვქონდა ასევე ალექსანდრე მაკედონელის სახელობის საერთაშორისო ტურნირი. მასშიც ჩვენი ხუთი მოწაფე მონაწილეობდა. ერთი პირველი და სამი მესამე ადგილი ავიღეთ. ჯაბა ჯიქურაულმა პირველი ადგილი აიღო, ქართული დროშა აღმართა და ქართული ჰიმნიც ააჟღერებინა. გოგა ონიანმა და ბაქარ ბერეკაშვილმა მესამე ადგილი დაიკავეს. სალონიკში ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო აკადემიური ტურნირი.

საქართველოში ყოველწლიურად ჩამოვდივარ ხოლმე დასასვენებლად. ზოგიერთი ჩვენი მოსწავლე საბერძნეთში არალეგალურად ცხოვრობს, არ აქვს საბუთები და ამის გამო ვერ ხერხდება ჩემპიონატებზე საქართველოში მათი ჩაყვანა. ქართველებმა თავი ვისახელეთ უცხო ქვეყანაში. ძალიან გვეხმარება ჩვენი მეგობარი ჯარჯი ზვიადაური, ხშირად მოდის, ბავშვებთან ერთად ვარჯიშობს და ძალიან ბევრ სასარგებლოს ასწავლის, გამოცდილებას უზიარებს. ორ შეჯიბრში საქართველოს სახელით მყავდა გამოყვანილი ბავშვები. საბერძნეთის მხარის შეწევნით, ძალიან მაღალი დონის საწვრთნელი დარბაზი გვაქვს. ეს ბავშვების, კლუბის წარმატებას განაპირობებს. ყოველდღე გვაქვს ვარჯიში, ყოველ საღამოს ვიკრიბებით.

გარდა ჭიდაობისა, აქ პირველ რიგში ვასწავლით ქართველობას და კაცობას. კლუბი რომ დავაფუძნე, თავიდან არ მქონდა განზრახული, რომ ბავშვებს მოჭიდავეებად გავზრდიდი, მინდოდა, გადმოხვეწილი ქართველები შეგვეკრიბა. ნახევარზე მეტი მოზარდებისა ბერძნულ ყაიდაზე იზრდება, მშობლები დილიდან საღამომდე მუშაობენ და ვეღარ იცლიან შვილებისთვის. ბავშვებთან ერთად ლამაზი ქართული ოჯახი ჩამოვაყალიბეთ, სადაც თითოეული ჩვენგანი ერთმანეთის ჭირსა და ლხინს ვიზიარებთ. ვარჯიში იწყება ყოველთვის იმაზე საუბრით, თუ როგორი უნდა იყოს ქარველი კაცი, როგორ უნდა სცემდეს პატივს მანდილოსანს. ამაზეა დაყრდნობილი ჩვენი სკოლა. ღვთის ნებაა ყველაფერი. შეიძლება ამ ბავშვებისგან ყველა არ გამოვიდეს სპორტსმენი, მაგრამ კარგ ადამიანებად ხომ ჩამოყალიბდებიან. მუდამ იმას ვუნერგავ, რომ მსოფლიო ჩემპიონები პირველ რიგში კაცობაში უნდა იყვნენ. სპორტი იმის საშუალებას იძლევა, რომ ადამიანი ვაჟკაცურად აღიზარდოს. ხომ გაგიგონიათ - ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია. როცა სხეული ჯანსაღია, გონებაც ჯანსაღი გაქვს და ბოროტებისგან შორს ხარ. ამას მასწავლიდნენ ჩემი მწვრთნელები და ამას ვასწავლი ჩემს მოსწავლეებსაც. აქ არ იკარგება მეგობრობა, რაც განსაკუთრებულად მოჭიდავეებს ახასიათებთ. ყველანი ერთმანეთის სიყვარულში ვიხარჯებით.

- თქვენს შესახებ ხომ არაფერს გვეტყვით?

- 7-8 წლისამ დავიწყე ჭიდაობა. ჩემი ცხოვრების ნაწილია ეს სპორტი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღემდე ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ. ქართველი ბავშვები შვილებივით მყავს გარშემო და ყველას დიდი სიყვარულით ვზრდი. ათენში ჩამოსვლის შემდეგ 4 წელიწადი ვჭიდაობდი. ტრავმის გამო მწვრთნელობას მივყავი ხელი. ღვთის შეწევნით, ვიდრე ცოცხალი ვარ, მინდა მუდამ სპორტში ვიხარჯებოდე.

საქართველოში დავოჯახდი. მყავს მეუღლე - ეკა ხაბაზიშვილი და 6 წლის ვაჟი, ნიკუშა.

ყოველდღიურად ბავშვებთან ვარ. შაბათ-კვირას ხშირად შეჯიბრი გვაქვს ხოლმე. ტაძარშიც დავდივართ და ვლოცულობთ.

- როგორია თქვენი თვალით დანახული ათენი?

- ალბათ მადლობლები უნდა ვიყოთ, რომ საბერძნეთმა ამდენი ადამიანი შეიფარა, მათ შორის ბევრი ქართველი. აქედან ქართველები ოჯახებს ვინახავთ. ჩემს საქართველოს ვუსურვებ გაბრწყინებას. ღმერთმა ქნას, მალე საქართველოში ჩაგვეწეროს ინტერვიუ. საბერძნეთში კი მარტო შეჯიბრებების დროს და სამოგზაუროდ ჩამოვსულიყავით.

დიდ მადლობას გიხდით აქ ჩამობრძანებისთვის. მადლობა თქვენს ჟურნალს. თქვენ რომ არა, ვერავინ გაგვიცნობდა და ვერავინ გაიგებდა ჩვენს არსებობას.

გვინდა იცოდნენ საქართველოში, თუ რა საამაყო და ქართულ საქმეს ვაკეთებთ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.10.2024
ჟურნალმა "გული გონიერმა", რომელიც 2011 წლიდან გამოიცემოდა როგორც სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჟურნალი, ფორმატი შეიცვალა და ამჟამად თავის გვერდებს უფრო ფართო მკითხველისთვის გამიზნულ პუბლიკაციებს უთმობს,
11.05.2024
ხატმწერმა ბატონმა შოთა ცინცაძემ ფეისბუქის გვერდზე საგულისხმო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ავტორის ნებართვით "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ წასაკითხად.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat