წმინდა ეფრემის ადგილსამყოფელი 1950 წლის იანვრამდე, 524 წლის განმავლობაში უცნობი გახლდათ.
მონასტრის წინამძღვრი, დედა მაკარია თავის მოგონებებში ამბობს: "ვიჯექი ძველი მონასტრის ზღურბლზე და ვფიქრობდი - წმინდა ძალებმა მომიყვანეს იმ ადგილას, სადაც ერთ დროს წმინდანების ძვლები იყო მოფენილი და მივხვდი, რომ წმინდა ადგილზე ვიდექი. ღმერთს ვევედრებოდი მისი მონისათვის მოეცა უნარი, რათა მეხილა რომელიმე იქ მყოფი წმინდანი. გავიდა გარკვეული დრო და შინაგანად ვიგრძენი, რომ რაღაც ხმამ მითხრა: "მოთხარე იქ და იპოვი იმას, რასაც ითხოვ. სასწაულებრივი სულიერი ძალით ვიგრძენი მონასტრის ეზოში თუ სად უნდა მომეთხარა მიწა. დრო გადიოდა და უფრო ძლიერი ხმა ჩამძახოდა - მოთხარე იქ და იპოვი იმას, რასაც ითხოვ. იმ დროს მონასტერში მოსული იყო მუშა, რომელსაც ვთხოვე მოეთხარა იმ ადგილას, სადაც მივუთითებდი, მაგრამ ის არ დამემორჩილა და სხვადასხვა ადგილას თხრიდა. უფალს ვევედრებოდი მისთვის ხელი შეეშალა, მართლაც ასე მოხდა. სამ-ოთხ ადგილას, სადაც გათხრა დაიწყო, ყველგან ლოდები შეხვდა და ხელი ეშლებოდა. როცა დაიღალა, მერე მოვიდა ჩემთან და დაიწყო იმ ადგილის გათხრა, სადაც ვიდექი. ნახევრად დანგრეული კედელი მიანიშნებდა იმას, რომ იქ ოდესღაც კელია იყო. ამ შემყურე მუშამ ცოტა აღელდა. შემეშინდა არაფერი გაეფუჭებინა და ვთხოვე: - ნუ ჩქარობ, ნუ დაიღლები, ნელ-ნელა იმუშავე, მაგრამ რადგან არ მისმენდა და იგივე ტემპით აგრძელებდა მუშაობას, კვლავ ვთხოვე: - შეიძლება ვინმე იყოს დამარხული და არ დააზიანო, გთხოვ გაუფრთხილდი.
მაშინ მიხვდა და მითხრა: - გგონია, ნამდვილად იმას იპოვი, რასაც ეძებო? მართლაც, ცოტა ხანში გამოჩნდა ადამიანის თავის ქალა და ირგვლივ ყოველივე კეთილსურნელებამ მოიცვა. ამის შემყურე მუშამ, ფერი დაკარგა, თითქოს ენა გადაყლაპა და ხმას ვეღარ იღებდა. - დამტოვე მარტო, ვთხოვე მუშას. დავიჩოქე წმინდანის წინაშე. სული სითბოთი ამევსო. სიფრთხილით ვაცლიდი ქვიშას სხეულს და ვხედავდი, რომ საუკუნეებს არ დაეშალა. შესამოსელიც კი შემორჩენილი ჰქონდა. არ ვიცოდი პირველ რიგში რა გამეკეთებინა. გამხარებოდა თუ მეტირა. როგორ მოხვდა ეს ადამიანი იქ, რისი მოწმე იყო, რა ნახა მისმა თვალებმა. კოკისპირული წვიმა ხელს მიშლიდა და მონასტერში შევედი. მარტო ვიყავი და მწუხრის ლოცვას ვკითხულობდი. მოულოდნელად ფეხის ნაბიჯების ხმა შემომესმა, რომელიც მოდიოდა ახალგათხრილი საფლავიდან. ამოიარა ეზო და მოუხლოვდა ეკლესიის კარს. ნაბიჯებიხ ხმა იმდენად ძლიერი იყო, რომ პირველად ვიგრძენი შიში, თითქოს სისხლი გამეყინა. შიშისაგან ვერ შევძელი შემოვბრუნებულიყავი. მესმის ხმა, რომელიც მე მომმართავდა: "როდემდე გეყოლები იქ, იმან კიდევ ჩემი თავი როგორ დადო" (მუშა იგულისხმა), მაშინ შემოვბრუნდი (მუშამ, როცა სამარხი გათხარა, წმინდანის თავის ქალა გადაადგილა გაუფრთხილებლობით) და დავინახე წმინდანის სხეული, პატარა მრგვალი თვალებით, პატარ-პატარა ნაოჭებით, წვერი ჰქონდა გრძელი და ყელს უფარავდა. მარცხენა ხელში სინათლე ჩანდა, ხოლო მარჯვენით ილოცებოდა.
წმინდა ეფრემის სიმბოლური საფლავი
ჩემი სული აივსო დიდებული, ღვთაებრივი სიხარულით. მოვიკრიბე გაბედულება და ძალა. შიში გამიქრა. ვიგრძენი თითქოს ჩემი იყო და ვუთხარი კიდეც: მაპატიე და ხვალ როგორც კი გათენდება, ღვთის მადლით მოგაწესრიგებ-მეთქი. ამ სიტყვების შემდეგ გაქრა და მე ჩემი მწუხრის ლოცვა მშვიდად გავაგრძელე.
მეორე დღეს, წმინდანის სხეული გავათავისუფლე მიწისგან. განვბანე და ერთ ძველ კუბოში მოვათავსე. ჩაუქრობელი კანდელიც დავდგი. იმავე დღეს, საღამოს, ძილში დამესიზმრა რამდენიმე წმინდანი. მარცხნივ დავინახე ხატი იმ წმინდანის, რომელიც იმ დღეს აღმოვაჩინე. ავანთე წმინდა სანთელი და უცებ ხმა შემომესმა: "გმადლობ, მე მქვია ეფრემი".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი