ქრისტიანებს ძალიან ცოტა რამ ჰქონდათ საერთო წარმართებთან
ქრისტიანებს ძალიან ცოტა რამ ჰქონდათ საერთო წარმართებთან
II საუკუნის რომის იმპერიაში, სადაც ადამიანის გადარჩენის ყველა მეთოდი თითქოსდა ცნობილი და აპრობირებული ჩანდა, ქრისტიანობა ახალი რელიგია იყო. სატირიკოსების ლუკიანესა და პეტრონიუსის აღწერით, ცხოვრების აზრის მრავალი მაძიებელი რომში სიამოვნებისა და წუთიერი სიამტკბილობის ფილოსოფიას აღიარებდა: "ვჭამოთ და ვსუათ, რამეთუ ხვალე მოვსწყდებით!" - წინასწარმეტყველ ესაიასგან აღებულმა პავლე მოციქულის ამ ციტატამ წარმატებით შეაჯამა იმდროინდელი ცხოვრებისეული სიბრძნე (1 კორ. 15:32). ჩრდილოეთ აფრიკის ერთ-ერთი პროვინციული ქალაქის ფორუმის კედელზე ამოტვიფრულია შემდეგი წარწერა: "ნადირობა, ცურვა, თამაში და სიცილი - აი, ეს არის ცხოვრება!" ცხოვრებისადმი ჰედონისტურ დამოკიდებულებას ქრისტიანობამ ესქატოლოგიური ერთიანობა დაუპირისპირა: ადამიანის მთელი ცხოვრება ცათა სასუფევლის ფხიზელი მოლოდინია.

მაგრამ მხოლოდ ჰედონიზმი არ ყოფილა ქრისტიანობის მოწინააღმდეგე. რომის იმპერიაში რელიგია და პოლიტიკა განუყოფელნი იყვნენ. კერპის უგულებელყოფა სახელმწიფოებრიობის იდეალების შეურაცხყოფად ითვლებოდა. წარმართები ქრისტიანებს ათეიზმში ადანაშაულებდნენ, რადგან მათ სიკვდილის მუქარითაც კი ვერ აიძულებდით მსხვერპლშეწირვის აღსრულებას. იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც ვრცელდებოდა ქრისტიანობა, ტაძრები იცლებოდა, ვაჭრობა შეჩერებული იყო და კერპებისთვის მსხვერპლშესაწირ ხორცზე მოთხოვნილება ქრებოდა.

ქრისტიანობის აპოლოგეტები ტრადიციულ წარმართობასთან მწვავე პოლემიკას ეწეოდნენ, გამოააშკარავებდნენ ხოლმე ძველი მითების ამორალურობას და ამტკიცებდნენ, რომ კერპთაყვანისმცემლობა იყო ფორმა პატივისცემისა, რომელიც ღმერთს არ ეკადრებოდა. მაშინ როდესაც წარმართულ ტაძრებში მიმსვლელებს შესვლის საფასურს ახდევინებდნენ, ქრისტიანულ თემებში შესაწირი ნებაყოფლობითი იყო. ქრისტიანები, ებრაელების მსგავსად, უარს ამბობდნენ, შეეთავსებინათ თავიანთი ღმერთისა და სხვა ღმერთების თაყვანისცემა. როდესაც იმპერატორმა ვალერიანემ (257-260) ქრისტიანებს მშვიდობა შესთავაზა იმ პირობით, რომ ქრისტეს მიმართ თაყვანისცემის თანაბრად პატივი ეცათ იმპერიის ღმერთებისათვის, ქრისტიანები ამ გარიგებაზე არ დათანხმდნენ.

რომში იმ დროს მეტად პოპულარული იყო მისტერიები როგორც გზა ღვთაებრივ საიდუმლოთა ზიარებისა და მწვავე შეგრძნებისა. სახელმწიფოებრივი კულტისაგან განსხვავებით, მისტერიაში განდობილობა იყო უაღრესად ინდივიდუალური საქმე. განდობილობის პროცესის შინაარსის ბევრი რამ ჩვენთვის გაუგებარია, რადგან მისტერიების ორგანიზატორები ცდილობდნენ, ეს ყველაფერი საიდუმლოების საბურველით დაეფარათ. ზოგიერთ შემთხვევაში განდობილობის რიტუალს წინ უძღოდა მომზადების პერიოდი, რომელიც მოიცავდა ინტენსიურ შიმშილობას და რიტუალურ განწმენდას. განდობილობის წესს შეიძლება რამდენიმე საფეხური ჰქონოდა, როგორც, მაგალითად, მითრას მისტერიაში. დიონისეს და ორფეოსის მისტერიების საფუძველში ჩადებული იყო მითი მკვლელობაზე, დანაწევრებასა და ღმერთის აღდგომაზე (დიონისე, ასირისი, ატისი) ან გმირის გაღმერთებაზე (ორფეოსი). ზოგი მისტერია მსურველებს ქალღმერთისგან დაბადებას სთავაზობდა. მეორენი აღუთქვამდნენ წმინდა ქორწინებას დიდ დედა კიბელესთან, რომლის კულტმა რომში ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 204 წელს დაიწყო გავრცელება. მესამენი მათში მონაწილე ქალებს ჰპირდებოდნენ მისტიკურ ქორწინებას დიონისესთან, რომელსაც თან ახლდა ბაკქანალიები. მითრას მისტერიებში მონაწილენი ჭამდნენ ღვთაების სხეულს იმ იმედით, რომ ამგვარად უკვდავებას მიიღებდნენ. საერთოდ, ელინისტურ სამყაროში უკვდავების შეძენის სურვილი ბევრის სულიერ ძიებას ახასიათებდა. სერაფისის მისტერიები იწოდებოდა ღმერთების ტრაპეზად, ე.ი. სადილად, რომელსაც თვით ღმერთი ესწრებოდა. ბევრს სჯეროდა, რომ მისტერიას ნაზიარებები ღმერთების მეგობრები ხდებოდნენ, თავისუფლდებოდნენ დემონური ძალების გავლენისგან და დიდი შანსი ჰქონდათ ჰადესში ბედნიერი ცხოვრებისა. ელინთა ღმერთები, ქრისტიანებისა და ებრაელების ღმერთისგან განსხვავებით, ადამიანს უფლებას აძლევდნენ, ერთდროულად რამდენიმე მისტერიაში ყოფილიყო განდობილი.

II საუკუნის ქრისტიანების თვალში მისტერიები ოფიციალურ კულტზე არანაკლები ბოროტება იყო. მდგომარეობას ის ამწვავებდა, რომ დიდი აზრობრივი სხვაობის მიუხედავად, წარმართული რიტუალი ზოგ შემთხვევაში გარეგნულად ქრისტიანულ საიდუმლოებას ჰგავდა. გარეშე ადამიანს, შეიძლებოდა, ნათლისღება შეშლოდა წარმართების რიტუალურ განბანაში, რომელსაც ისინი მსხვერპლშეწირვის წინ აღასრულებდნენ. მითრას მისტერიებში იყენებდნენ პურს და წყალს, რომელთა ზედა წარმოთქვამდნენ შელოცვებს. ერთი ქრისტიანი აპოლოგეტის აზრით, ბოროტმა დემონებმა მოაწყვეს საქმე ისე, რომ გაუთვითცნობიერებელ ადამიანს მითრას მისტერია ევქარისტიაში აღრეოდა.

როცა გააცნობიერეს, რომ მისტერიებსა და ქრისტიანულ საიდუმლოებებს შორის იყო გარეგნული მსგავსების ელემენტები, II საუკუნის აპოლოგეტებმა სცადეს გამიჯვნოდნენ წარმართული ღმერთების თაყვანისცემის ყოველგვარ ფორმას, მისტერიების ჩათვლით. ქრისტიანულ საიდუმლოებებს საერთო არაფერი ჰქონდა მისტერიებთან, რომლებსაც თან ახლდა მთვრალი ორგიები და სქესობრივი აღვირახსნილობა. მისტერიები გარეგნულ ბრწყინვალებასა და მძაფრ შეგრძნებებს მიელტვოდა, ქრისტიანული საიდუმლოებები კი მეტად სადა იყო და მხოლოდ შინაგანი გაბრწყინებისკენ გახლდათ მიმართული. ქრისტიანულ საიდუმლოთათვის მომზადებას ისახავდა მიზნად გულწრფელი მონანიება, რწმენა, ლოცვა, სიყვარული და სამართლიანი ცხოვრება, მისტერიების მომწყობები კი თავიანთ მიმდევრებს არავითარ ზნეობრივ მოთხოვნას არ უყენებდნენ.

ვისაც ჰქონდა დრო და სურვილი, ჩაფიქრებოდა არსებობის აზრს, მისთვის ფილოსოფიური სკოლებისკენ გზა ხსნილი იყო. II საუკუნის ფილოსოფიური სამყარო გასაოცარ ინტერესს იჩენდა რელიგიური საკითხებისადმი. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ფილოსოფოსი ღმერთის მეგობარი იყო. მრავალი ფილოსოფიური სკოლა გმობდა ეპიკურელებს, რომლებიც უარყოფდნენ ღმერთებს და საღვთო განგებულებას. ნეოპითაგორელები ფილოსოფიის შესწავლასა და თავიანთი თემის რელიგიურ ცხოვრებას შორის მიჯნას არ ავლებდნენ. პლატონელებისთვის ღვთაებრივი იდეების ჭვრეტა ადამიანური შემეცნების მწვერვალს წარმოადგენდა. ფილოსოფიურ სკოლაში სწავლების მიზნადაც ეს მიიჩნეოდა. ამავე დროს, ღმერთების შესახებ ძველი მითოლოგიური წარმოდგენების ჩარჩოში ვერც ერთი რელიგიური ფილოსოფოსი მყუდროდ ვერ გრძნობდა თავს, თუმცაღა ოფიციალური კულტის წინააღმდეგ პროტესტი ხმამაღლა არ გამოუთქვამთ.

ქრისტიანებს წარმართებისთვის გასაგებ ენაზე რომ ესაუბრათ, უნდა ეპოვათ წარმართული კულტურის ის გამოვლინება, რომელიც ყველაზე უფრო გამოეხმაურებოდა ქრისტიანობას. ფილოსოფიის გარდა ქრისტიანებს ძალიან ცოტა რამ ჰქონდათ საერთო წარმართებთან, რადგან, ჯერ ერთი, ისინი შეუწყნარებლები იყვნენ კერპთაყვანისმცემლობის მიმართ, რომელსაც იმპერიის ოფიციალური კულტები უკავშირდებოდა, მიიჩნევდნენ მას არა მარტო ცრუ და არარსებული ღმერთების რელიგიად, არამედ დემონური ძალების მიერ კაცობრიობის დაკაბალებად. მეორეც, ხარებას განკაცებასა და გამოსყიდვაზე, რომელსაც ქრისტიანები ავრცელებდნენ მსოფლიოში, არაფერი ჰქონდა საერთო იმასთან, რასაც მისტერიების მონაწილეებს სთავაზობდნენ. ასე რომ, ფილოსოფიას შეეძლო, ერთადერთი საერთო საფუძველი ქრისტიანობისა წარმართულ კულტურასთან დიალოგის წარსამართავად გამოეყენებინა.

მეორე საუკუნის ზოგიერთი აპოლოგეტი, უკეთესი ანალოგიის არარსებობის გამო, ქრისტიანულ სწავლებას ფილოსოფიასაც კი უწოდებს. ფილოსოფიის ცნება საკმაოდ ტევადია, რათა დაიტიოს არა მარტო თეორიული ცოდნა, არამედ ღმერთთან მყოფობის საკითხიც, და საკმაოდ პატივცემულია, რათა მსმენელი მოიზიდოს. "ჩვენი ფილოსოფია თავიდან ბარბაროსებში აყვავდა, - წერს მელიტონი, სარდინელი ეპისკოპოსი (II საუკუნე), იმპერატორ მარკუს ავრელიუსს, - შემდეგ კი გავრცელდა შენდამი დაქვემდებარებულ ხალხებში, შენი წინამორბედი ავგუსტუსის დროს, და შენი იმპერიის ლოცვად იქცა".
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.10.2024
ჟურნალმა "გული გონიერმა", რომელიც 2011 წლიდან გამოიცემოდა როგორც სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჟურნალი, ფორმატი შეიცვალა და ამჟამად თავის გვერდებს უფრო ფართო მკითხველისთვის გამიზნულ პუბლიკაციებს უთმობს,
11.05.2024
ხატმწერმა ბატონმა შოთა ცინცაძემ ფეისბუქის გვერდზე საგულისხმო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ავტორის ნებართვით "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ წასაკითხად.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat