"მადლობა უფალს, საქართველო არ მომკვდარა!"
"მადლობა უფალს, საქართველო არ მომკვდარა!"
წმინდა ამბროსის (ხელაია) ერთადერთი შვილთაშვილი
ამბროსი ხელაიას მეუღლე, კესარია მერჩულე მესამე შვილის, ანას (ჩემი ბებიის) დაბადებას გადაჰყვა 23 წლის ასაკში. ამის შემდეგ ამბროსი ბერად აღიკვეცა. კესარია დაკრძალულია ილორში, სამრეკლოში, რადგან ილორი მერჩულეების სალოცავი ყოფილა, - გვესაუბრება წმინდა ამბროსი ხელაიას ერთადერთი შვილთაშვილი ქალბატონი ანა კლდიაშვილი.

კესარია მერჩულეს ნათესავები ოჩამჩირეში ცხოვრობდნენ. იქ მას ძმის შვილები და შვილიშვილები ჰყავს. ცხადია, ამჟამად ისინიც ლტოლვილები არიან და მათთან ურთიერთობა გვაქვს. ამბროსის სოხუმში, კიროვის ქუჩაზე ეზოიანი სახლი ჰქონდა. შემდგომ ამ სახლში ცხოვრობდა მისი ვაჟი ალექსანდრე. მახსოვს, ბიძია ალექსანდრესთან რომ ჩავდიოდით, გზად ილორში, ჩემი დიდი ბებიის საფლავს მოვილოცებდით ხოლმე.

ალექსანდრემ განათლება პეტერბურგში მიიღო. მისი პირველი ცოლი ძალიან ლამაზი ქალი ყოფილა. შვილი არ ჰყავდათ და მეგობარმა აფხაზმა აჩუქა თავისი ვაჟი, ვახტანგი, რომელსაც რატომღაც "უშკურას" ვეძახდით. ალექსანდრეს მეორე ცოლმა, რუსმა ქალმა, დინამ ვერ შეითვისა 6-7 წლის ვახტანგი და მშობლებს დაუბრუნა. ალექსანდრემ სიკვდილის წინ სახლი შვილობილს დაუტოვა. ვახტანგი ამჟამად ლტოლვილია და ზუგდიდში ცხოვრობს. ალექსანდრე გალში ცხოვრობდა. მისგან გავიგეთ, რომ ამბროსის სახლი ბომბმა დაანგრია. ვახტანგს ხელაიების გვარი არ მიუღია, მას აფხაზური გვარი აქვს, მაგრამ ქართველების მხარეს იბრძოდა და აფხაზებმა პირველი არეულობის დროს (რუსთაველის ძეგლი როცა დაანგრიეს) დაჭრეს.

ამბროსი ხელაიას უფროსი შვილი, ნინო ცოლად გაჰყვა ვიქტორ დონდუას, ცნობილ ოჯახისშვილს, ვარლამ, კარპეზ და დავით დონდუების ძმას. ისინი პარიზში ცხოვრობდნენ. მათი ერთადერთი შვილი თამარი რუანში იყო დაბადებული. პირველი მსოფლიო ომის წინ ბებიაჩემი სორბონაში სასწავლებლად ჩავიდა და დასთან ცხოვრობდა. რამდენიმე წელი იქ სწავლობდა, საბუთიც კი შემოგვრჩა, მაგრამ დამთავრება ვერ მოასწრო.

რევოლუციის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლებამ გამოაცხადა - ვინც არ დაბრუნდება, საზღვრები დაიკეტება და აღარ შემოვუშვებთო. როგორც თამარ დუნდუასგან გამიგია, ამის გამო დიდი უსიამოვნება ჰქონდათ პარიზში. ბებიაჩემს, ანას, დაბრუნება უნდოდა, თავისი და, ნინოც დაიყოლია, მაგრამ მისი მეუღლე ვიქტორ დონდუა უარზე იყო. მძიმე კაცი ყოფილა, ქალების მოყვარული, ამიტომ ბებიაჩემმა ანამ, მტკიცე და ძლიერმა უმცროსმა დამ, იძალა - ხელი მოჰკიდა უფროს დას, დისშვილს, თამარს და ერთად გამოემგზავრნენ პარიზიდან. ჯერ ლონდონში ჩასულან, შემდეგ ფინეთში და იქიდან გემით პეტერბურგში. თამარი მაშინ ხუთი წლის ყოფილა. თურმე ბავშვის საზღვარზე გადმოყვანის უფლება არ ჰქონდათ, გემზე ბებიაჩემმა ბავშვი ლეიბებში დამალა და გააფრთხილა, ორი საათი ხმა არ ამოიღო და არ გაინძრეო. შემოწმებისას ჩემოდნები და მთელი ბარგი გაჩხრიკეს, მაგრამ ბედად ლეიბებისთვის ხელი არ უხლიათ. ასეთი წვალებით ჩამოაღწიეს თბილისში. ნინო მეორედ არ გათხოვილა. მკაცრი და თავშეკავებული ქალი იყო. პარიზიდან წამოსვლას არ ნანობდა. იქ დაახლოებით რვა წელი გაატარა. ბოლოს, ჭლექით გარდაიცვალა. ვიქტორ დუნდუა პარიზში ცხოვრობდა. მოდიოდა ინფორმაცია, რომ ეძებდა შვილს, მაგრამ აქ ისეთი სიტუაცია იყო, თამარი პასუხს არ სცემდა. ბოლოს, უკვე 16-17 წლის რომ ვიყავი, მოვიდა ცნობა დონდუას გარდაცვალების შესახებ. ანტიკვარული მაღაზია პარიზში და მთელი ქონება დაუტოვა შვილს. დონდუას არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა ჰქონდა. ეს იყო დაახლოებით 1977-1978 წელი. იმდენად შეშინებული იყო თამარი, რომ არ მიაკითხა ამ საბუთს. არაფერი ვიცოდით, სად წავიდა ის ქონება, ნათესავებს ვაკითხინეთ საფრანგეთში და გავიგეთ, რომ სავარაუდოდ მის მომვლელ ქალს დარჩა. ან რაც იმ დროს ხშირად ხდებოდა, სუკმა წამოიღო ყველაფერი (შეტყობინებაც სუკიდან მოვიდა) და სამახსოვროც არაფერი დარჩა თამარს.

პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ ნინო და თამარი ერთ ოთახში ცხოვრობდნენ სიონის ეზოს უკან. თამარი ბიბლიოგრაფი იყო. წლების განმავლობაში საჯარო ბიბლიოთეკაში მუშაობდა მხარეთმცოდნეობის განყოფილების გამგის მოადგილედ, ძველი თაობის მეცნიერები, ახალგაზრდობა - ყველა იცნობდა და პატივს სცემდა. თამარი არ გათხოვილა და შთამომავლობაც არ დარჩენია.

ამბროსის მესამე შვილი, ბებიაჩემი ანა, ამბროსის წუთითაც არ მოშორებია. მამას არც ნათესავისთვის მიუცია. ძუძუს მეგრელი ქალი აწოვებდა, შემდეგ რუსი გადია, საერთოდ, ამბროსი არაჩვეულებრივი მამა იყო. სამივე შვილი ყველგან თან დაჰყავდა. გადასახლებაშიც ახლდნენ.

პირველად გადასახლებული იყო პეტერბურგთან. ანამ იქ დაამთავრა სკოლა და ქართული დიდხანს არ იცოდა. ბოლოს სორბონაში სწავლობდა. თბილისში დაბრუნებულმა მხოლოდ რუსული და ფრანგული იცოდა. კლდიაშვილების რძალი რომ გახდა, მერე საგანგებოდ ისწავლა ქართული. ქართულ ლიტერატურასაც კარგად იცნობდა. ამბროსიმ კარგად იცოდა მეგრული. ბებიაჩემიც თურმე ფრანგული აქცენტით ლაპარაკობდა მეგრულს. ბებიაჩემი პარიზიდან დაბრუნების შემდეგ ფრანგულის თარჯიმნად მუშაობდა ფოთში. ვასილ კლდიაშვილი, ჩემი დიდი ბაბუა, ფოთის საბაჟოს უფროსი იყო. ჰყავდა ორი ვაჟი - ნიკოლოზი და ვასილი. ბაბუაჩემი ნიკოლოზ კლდიაშვილი ფოთის სადგურის უფროსი იყო. მას პეტერბურგში ჰქონდა მიღებული რკინიგზელის განათლება.

ბაბუაჩემი და ბებიაჩემი ფოთში შეხვდნენ ერთმანეთს. მათ ერთი ვაჟი, გია გაუჩნდათ. მეორე ბავშვზე ფეხმძიმედ რომ იყო, ბებიაჩემი დაეცა და ამის მერე შვილი აღარ ეყოლა. ასე რომ, მამაჩემს, სამწუხაროდ, და-ძმა არ ჰყავდა.

მამა და დედა ექიმები იყვნენ, ფთიზიატრები. შეუღლებიდან რვა წლის შემდეგ გავჩნდი მე - ერთადერთი შვილთაშვილი წმინდა ამბროსი ხელაიასი.

ამბროსის თბილისში ბინა არ ჰქონდა. ძველი საპატრიარქოს შენობაში ცხოვრობდნენ. ერთხელ, მამაჩემმა საპატრიარქოში სტუმრობისას მაჩვენა მესამე სართულზე ოთახი, სადაც ეძინა პატარაობისას და ფანჯარა, რომლიდანაც ერთ-ერთ მონაზონთან ერთად უყურებდა პატრიარქის გასვენებას.

ვიცი, რომ საპატრიარქოშივე გარდაიცავლა. მამაჩემს ახსოვდა რაღაც შეშფოთება, ოთახში შერბოდნენ, გამორბოდნენ - ბებია 31 წლის იყო. იგი კლდიაშვილების ოჯახში ცხოვრობდა საიათნოვას ქუჩაზე. საპყრობილედან გამოსულ პატრიარქს, როგორც ჩანს, აღარ ტოვებდა ბებიაჩემი და ექვსი წლის მამაჩემთან ერთად საპატრიარქოში გადავიდა საცხოვრებლად.

ამბროსი ხელაიამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ სამი თვე იცოცხლა. 67-68 წლის იყო. ამბობენ, რომ ბებიაჩემი სასამართლოზე გამოდიოდა და იცავდა მამას. მამიდაჩემმა, თამარმა, ამბროსის თუ რაიმე ნივთი ჰქონდა შემონახული - მე გადმომცა. ჩემთვის მოუყოლია: ამბროსი მეტეხიდან რომ გამოუშვეს, ძალიან მძიმედ იყო, თირკმელები ჰქონდა დაზიანებული და ციხის სინესტეში უფრო გაუმწვავდა ავადმყოფობა. გამოუშვეს იმიტომ, რომ იცოდნენ - დიდი დღე აღარ ეწერა. და აი, მეტეხიდან გამოსული დასუსტებული პატრიარქი მარტოდმარტო, ძლიერ ნელი ნაბიჯით გადმოდიოდა ვირის ხიდზე (ახლანდელი მეტეხის ხიდზე), მოდიოდა ძალიან დიდხანს, სვენებ-სვენებით. ხალხმა, ეტყობა, დაინახა და სანამ სიონამდე მიაღწევდა, მთელმა თბილისმა გაიგო, რომ ციხიდან გამოსული პატრიარქი სიონში შევიდა. ტაძარი ხალხს ვეღარ იტევდა. მრევლი მუხლმოდრეკილი და დამხობილი შეხვდა თავის სულიერ წინამძღვარს. სიონში შესულ პატრიარქს ამდენი ხალხი რომ დაუნახავს, ხელები ცად აღუპყრია და უთქვამს: "მადლობა უფალს, საქართველო არ მომკვდარა!" მამიდაჩემი იხსენებდა ამ ამბავს.

***
მისი სიკვდილის შემდეგ ასეთი რამ მოხდა. კლდიაშვილების ნაქონი ძველი საწერი მაგიდა გვქონდა და უცებ გატყდა. მადლობა ღმერთს, რომ გატყდა, თორემ ალბათ გადავაგდებდით. სახლში არცერთი ფოტო არ იყო ამბროსი ხელაიასი. ასე გადაგვირჩა წლების მანძილზე მაგიდაში გადანახული ფოტოები, პატრიარქის პირადი წერილები, სასამართლოზე წარმოთქმული მისი უკანასკნელი სიტყვის ხელნაწერი.

ამბროსი ხელაიას მთელი ბიბლიოთეკა, პირადი ნივთები, თუ კი რამე გააჩნდა აქ, საპატრიარქოში და სოხუმში, კონფისკაციას დაექვემდებარა. ერთადერთი, როიალი დაუტოვეს.Mმეც მახსოვს სოხუმში ის როიალი.

ამბროსის ჰქონდა ოქროს ჯვარი, რომელიც სანდრო ძიას დარჩა. გაიქურდა ის სახლი და ჯვარიც მოიპარეს.Mმეორე ვერცხლის ჯვარს კი სამალავში მალავდა ბებიაჩემი. ამჟამად ჩვენი ოჯახის საკუთრებაა, თუკი ოდესმე გაკეთდება ამბროსი ხელაიას ისეთი საფლავი, როგორიც ამ პიროვნებას შეეფერება, მინდა ეს ჯვარი გადავცე ეკლესიას, რათა საფლავში მინის ქვეშ დასვენდეს.

***
მე ბავშვობიდან მორწმუნე ვარ. დედაც და მამაც პარტიულები იყვნენ, მაგრამ დედა მალულად ცდილობდა გარკვეული ეკლესიური წესები დაეცვა ოჯახში. ჩემი მშობლები წირვა-ლოცვაზე დადიოდნენ, მაგრამ ერთად - არასდროს. ჩუმად, ცალ-ცალკე ესწრებოდნენ წირვას. მამიდაჩემს, რადგან სიონის ეზოში ცხოვრობდა, შეეძლო შეუმჩნევლად სანთლის ანთება ამბროსი ხელაიას საფლავზე.

ერთი რამ ცხადია. ქვეყანაში შექმნილი იმდროინდელი ვითარებისა და ამბროსი ხელაიას გამორჩეული მოღვაწეობის გამო, მისმა შვილებმა - დაშინებულებმა, რომ სასიკვდილო მანქანის მსხვერპლი არ გავმხდარიყავით, ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ჩვენი ოჯახი და მისი კავშირი ამბროსისთან შეუმჩნეველი ყოფილიყო ბოროტი ძალებისათვის.Aამბროსის გარდაცვალების შემდეგ დაკითხვებზე დავყავდით მისი ოჯახის წევრები, ემუქრებოდნენ, მთელი ქონება ჩამოართვეს და იქიდან გამოყოლილი შიში ვეღარ დაძლიეს.

ჩემმა მეუღლემ, გია ბუღაძემ, 1987 წელს, ამბროსი ხელაიას ნახატების მთელი სერია მიუძღვნა. ჩემი ოჯახიდან ყველაზე მეტად მე დავუკავშირე ცხოვრება და საქმიანობა ეკლესიას. ხელოვნებათმცოდნე ვარ. ვმუშაობ შუა საუკუნეების კედლის მხატვრობაში. მყავს ვაჟი, გია კერესელიძე, ქალიშვილი ნინო და ორი შვილიშვილი.

განსაკუთრებული განსაცდელის დროს მიგრძნია საოცარი, აუხსნელი შემწეობა, რომელსაც ის განსაცდლი ჩემთვის სასიკეთოდ შემოუბრუნებია. შინაგანად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩემი დიდი ბაბუის, წმინდა ამბროსი ხელაიას შემწეობაა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.10.2024
ჟურნალმა "გული გონიერმა", რომელიც 2011 წლიდან გამოიცემოდა როგორც სამეცნიერო-საგანმანათლებლო ჟურნალი, ფორმატი შეიცვალა და ამჟამად თავის გვერდებს უფრო ფართო მკითხველისთვის გამიზნულ პუბლიკაციებს უთმობს,
11.05.2024
ხატმწერმა ბატონმა შოთა ცინცაძემ ფეისბუქის გვერდზე საგულისხმო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც ავტორის ნებართვით "კარიბჭის" მკითხველსაც ვთავაზობთ წასაკითხად.
08.04.2024
გარდაიცვალა ვარკეთილის, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი იოსებ ხოხონიშვილი,
14.10.2023
ამ ისტორიული ამბების შესახებ ბატონმა თეიმურაზ პეტრიაშვილმა (მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა,
05.05.2023
„ჩვენთან დიდი რეგიონებია დაცარიელებული, სადაც ქართული მოსახლეობა ნაკლებია.
15.04.2023
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან წმინდა ცეცხლი იერუსალიმის და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
25.10.2022
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიას (ჯაფარიძე) ჩანაწერებიდან
22.10.2022
2022 წლის 29 ოქტომბერს, 19.00 საათზე გამომცემლობა "მთაწმინდა" გამართავს წმიდა გაბრიელ მცირის წიგნის - "სულისა წმიდისა მინდობითა" პრეზენტაციას
17.09.2022
ა.წ. 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე, საქართველოს ყველა ეკლესიაში საზეიმო წირვა ჩატარდება.
16.07.2022
ჭეშმარიტად, მხოლოდ ღვთის მაძიებელი ადამიანი თუ შეძლებდა, ამ კლდეში სამლოცველო გამოეკვეთა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat