ებრაელმა მას საწამლავი მისცა. შინ მობრუნებულმა ქრისტიანმა საწამლავიან ფიალას ჯვარი გადასახა და შესვა, მაგრამ უვნებელი გადარჩა, რადგან ჯვრის ნიშმა საწამლავს ძალა დაუკარგა.
მეორე დღეს კვლავ მივიდა ებრაელთან და უთხრა, შხამმა ვერაფერი დამაკლოო და სთხოვა, უფრო ძლიერმოქმედი რამ მიეცა. გაოცებულმა ებრაელმა არ დააყოვნა და ქრისტიანს უფრო ძლიერმოქმედი შხამი მისცა.
ქრისტიანი კვლავ ცოცხალი გადარჩა და ახლა უკვე დაცინვით უთხრა მოგვს, რომ იგი თავის ჯადოქრობაში უძლური იყო. მაშინ გაოცებულმა ებრაელმა სთხოვა, დაწვრილებით მოეთხრო, როგორ იღებდა ამ შხამს.
-ქრისტიანთა ჩვეულებისამებრ, დალევის წინ საწამლავიან ფიალას ჯვრის ნიშს გადავსახავდი, - უპასუხა ქრისტიანმა.
ებრაელმა არ იცოდა, რომ ჯვრის ძალა სიკვდილისგან იხსნის და ჭეშმარიტების დასადგენად ეს საწამლავი ძაღლს მისცა, რომელიც მაშინვე მოკვდა. ებრაელი ქრისტიანთან ერთად მივიდა მოციქულ იოანესთან და ამ სასწაულის შესახებ უამბო. წმიდა იოანემ უქადაგა მას, რის შემდგომაც ებრაელმა ნათლისღების სურვილი გამოთქვა