პირველი ცნობა მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლის შესახებ ეკუთვნის მეოთხე საუკუნის ცნობილ ისტორიკოსსა და სასულიერო მოღვაწეს ევსევი კესარიელს
ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის წინ, დიდ შაბათს (ძველი სტილით) უფლის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა საკვირველი მტკიცებაა მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებისა და დიდებულებისა. ცეცხლს საუკუნეების მანძილზე მხოლოდ იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი ან მისი მოსაყდრე იღებს, რადგან მღვიმეში მხოლოდ მისი შესვლისას გადმოდის მადლმოსილი ცეცხლი.
უნივთო ცეცლმა, მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, ჯერ კიდევ აღდგომისას განაბრწყინა უფლის საფლავი. წმინდა გრიგოლ ნოსელი წერს: "პეტრე ხედავდა არა მარტო ხორციელი თვალით, არამედ მოციქულებრივი გონებითაც-მაცხოვრის საფლავი აევსო ნათელს და თუმცა რამე იყო, ორგვარი ხედვიტ ჭვრეტდა-გრძნობიერად და სულიერად". წმინდა იოანე დამასკელი წერს: "პეტრე დადგა საფლავთან და შეძრწუნდა მხედველი ნათლისა".
პირველი ცნობა მადლმოსილი ცეცხლის გადმოსვლის შესახებ ეკუთვნის მეოთხე საუკუნის ცნობილ ისტორიკოსსა და სასულიერო მოღვაწეს ევსევი კესარიელს. მეოთხე საუკუნეში ელენე დედოფალმა უფლის საფლავზე ტაძარი ააგო და კურთხევისთანავე ღმერთმა ზეციური ცეცხლი გარდამოავლინა მასში.
გადმოცემით, სალადინის მმართველობის დროს თვით ხალიფაც კი მისულა დიდ შაბათს აღდგომის ტაძარში სანთლებით ხელში მადლმოსილი ცეცხლის მისაღებად. მაჰმადიანები მას ზეციურ ცეცხლს უწოდებენ და სიწმიდედ აღიარებენ. მხოლოდ კათოლიკეებს არ სჯერათ, რომ ეს ღმრთისგან ბოძებული სასწაულია.
დიდ შაბათს დილიდანვე აღდგომის ეკლესიაში თავს იყრის ურიცხვი ხალხი, რომელთა უმეტესი ნაწილი ადგილობრივი და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მართლმადიდებელი ქრისტიანია. ტაძარში ყველა კანდელსა და სანთელს ჯერ კიდევ დიდ ხუთშაბათს აქრობენ. მაცხოვრის საფლავზე დგამენ ზეთით სავსე ჩამქრალ კანდელს, საფლავის კიდეებზე დგამენ ზეთით სავსე ჩამქრალ კანდელს, საფლავის კიდეებზე ავლებენ ბაფთას დამ თელ მის ზედაპირზე შლიან ბამბის ფთილებს. კუვუკლიის კარს პოლიციის თანხლებით ბეჭდავენ და დიდ შაბათამდე ასე ტოვებენ.
დიდ შაბათს ცისკრის დაწყების წინ უძველესი დროიდან დამკვიდრებული წეს-ჩვეულების თანახმად მართლმადიდებელი არაბები კუვუკლიას სამგზის შემოურბენენ გარშემო და სიხარულით ხმამაღლა გაჰყვირიან: "არ არის სხვა სარწმუნოება, გარდა მართლმადიდებელი სარწმუნოებისა"! ტაძრის საკურთხეველში იკრიბება მართლმადიდებელი სამღვდელოება იერუსალიმის პატრიარქის წინამძღოლობით. განსაზღვრული დროის დადგომისას სამეუფო კარი იღება და პატრიარქი სამღვდელოების თანდასწრებით მიემართება უფლის საფლავისკენ გალობით: "აღდგომასა შენსა, ქრისტე მაცხოვარ, ანგელოზნი უგალობენ ცათა შინა, და ჩვენცა ქუეყანასა ზედა ღირს-მყვენ წმიდითა გულითა დიდებად შენდა"!
საღმრთო კრება სამჯერ შემოუვლის გარშემო წმინდა კუვუკლიას, რის შემდეგაც საფლავის კარს ბეჭედი აეხსნება, პატრიარქი საფლავის წინ დგება, სადღესასწაულო სამოსისგან განიმოსება და მხოლოდ თეთრ ბისონში შემოსილი მღვიმეში შებრძანდება. იქ სრულ სიბნელეში იგი ლოცულობს ცეცხლის გარდამოსვლისთვის და მთელ მსოფლიოს შეავედრებს ღმერთს. ტაძარი გარინდულია. "ყოველივე აღივსება მოლოდებითA და ღრმა დუმილი სუფევს ყოველსა კუთხესა ვრცელის და მრავალეროვნების კრებისა. ერთბაშად მოისმის ქუხილის მსგავსი ყვირილი სხვა და სხვა ენაზედ 30 ათასის კრებისა, რომელიც შეაძრწუნებს ძარღუებსა, და მაღალი თაღებიც ტაძრისა აორკეცებენ ამ ხმიანობასა. წმინდა ცეცხლი აღმობრწყინდება თვით ქრისტე მაცხოვრის საფლავიდამ და იქიდამ აღანთებს სანთელთა პატრიარქი. ამ წმინდა ცეცხლს მოლურჯო ნათელი აქვს და არცა სწვავს. ზოგნი პირისახეზედაც შემოივლებენ ანთებულს სანთელსა და არცა სწვავსო, ვითარცა გადმომცეს იქ დამსწრეთ წმინდა ცეცხლის გამოცენის დროსა. ამ დროს თითოეულს იქ დამსწრეს, დიდსა და არცა პატარას, უნდა ეპყრას ხელთა შინა ოცდა ათცამეტი სანთელი, სახსოვრად ქრისტე მაცხოვრის ქვეყნიერად ცხოვრებისა 33 წელთა. ზარების რეკითა, რკინის სარაკუნებელის ტყეპითა, სასიხარულო ხმითა დედაკაცთა და ტაძრის განათებითა 30 ათასის ცეცხლითა პატრიარქს გარდაიყვანენ არაბნი ხელითა უკანვე საკრებულო ტაძრის საკურთხეველში, სადაც დაუყოვნებლივ დაიწყება დიდშაბათის ცისკარი".
ყოველი წლის დიდ შაბათს უფლის საფალვზე მადლოსილი ცეცხლის გარდამოსვლა მთელი მსოფლიოს წინაშე დიდებულად მოწმობს, რომ ქრისტე ჭეშმარიტად აღდგა და რომ მის მიერ მონიჭებული მადლი ცოდვით დაცემული ადამიანის სულიერი განახლებისა და ცათა სასუფევლის დამკვიდრებისა მხოლოდ წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში არის დავანებული.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი