მამაო, გთხოვ, მაზიარე
მამაო, გთხოვ, მაზიარე
წმინდა ნიკოლოზ სერბი - ღვთის სასწაულნი
ბარეშანის მონასტერში მომხდარი კურნება. ჩემი დღიურიდან (1935 წ.). წირვის დასასრულს წმინდა მერკურის მონასტერში, საკურთხეველთან, ერთი კაცი მოიყვანეს, სახელად ვასილი, რათა მისთვის ლოცვა წაგვეკითხა. ვასილი სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა და შეკითხვებს გონივრულად პასუხობდა, მაგრამ ხალხი ამბობდა, ჭკუამცდარია და მონასტერში გაკოჭილი მოიყვანესო. მღვდელმა რისტო ბარეშანელმა თქვა, ეს კაცი მეტყველების უნარსაც იყო მოკლებულიო. ვასილი მონასტერში შვიდი დღით დატოვეს. მღვდელმა რამდენჯერმე წაუკითხა ლოცვა. ერთხელ მონასტერში მოსული მღვდელი განაცვიფრა ვასილის ნათქვამმა: "მამაო, გთხოვ, მაზიარე". ამგვარად, ის დამშვიდდა, გამოჯანმრთელდა და ამეტყველდა. იგი იყო ცოცხალი მაგალითი ღვთის ძალისა და მოწყალებისა.

ამბავი ჭკუიდან გადასული დედაკაცისა. დეკანოზი იოანე მოშკოვიჩი მოჰყვა: "ერთხელ სამებობას ციხექალაქში შევხვდი. მოვიდა ცეტინელი მიტროპოლიტი მიტროფანე. უამრავი ხალხი შეიკრიბა. უეცრად შვიდცხენიანი აღალი დავინახე. ერთ ცხენზე იჯდა შებოჭილი დედაკაცი, რომელიც ორივე მხრიდან გაკავებული ჰყავდათ. დანარჩენებს ნივთები და კარავი მოჰქონდათ. ერთმა მხლებელმა მიცნო და მთხოვა: - ეს ქალი მოსტარელია, ჰერცოგოვინაში ავსტრიის საგადასახადო ინსპექციის მთავარი დირექტორის ცოლი. გაგიჟდა და წმინდა ბასილთან მოვიყვანეთ. ხომ არ გვეტყვი, ვის მივმართოთო.

მე ისინი მიტროპოლიტთან გავგზავნე. მან კი ქალზე ზრუნვა მე დამავალა. ქალს მილჩიკას ეძახდნენ. ვგონებ, კათოლიკე იყო. წმინდა ნაწილებიან სარკოფაგთან მივიყვანეთ, მერე კი ბნელ სენაკში ჩავკეტეთ. ქალი ღრიალებდა, ნივთებს ამტვრევდა და ადამიანებისკენ იწევდა. ყოველდღე მისი ჯანმრთელობისთვის წმინდა ნაწილებთან ვლოცულობდით. მესამე დღეს ქალი გაჩუმდა. სენაკი გავაღეთ. ქალმა მშვიდად იკითხა: "ღმერთო, სადა ვარ?" ავუხსენით. ატირდა. მაგრამ უკვე გონს იყო მოსული. მერე ეს ქალბატონი ციხექალაქში ქმართან ერთად ძღვნით მოვიდა.

ამბავი მუნჯი ახალგაზრდისა, სასწაულით განკურნებულისა. ზაკა აპოსტოლოვიჩი სოფელ ტრნოვოელია და ახლა ბიტოლში ცხოვრობს. ის გვიყვებოდა ტრონოვოს ღვთისმშობლის ტაძარში მომხდარ მრავალ სასწაულებრივ კურნებაზე. ამერიკიდან ერთი ახალგაზრდა ჩამოიყვანეს, რომელიც სამი წელი დამუნჯებული იყო. მე მაშინ ტრონოვოს ეკლესიის სიახლოვეს ვცხოვრობდი და მისი გასაღები მებარა. ყოველ დილით ტაძარს ვაღებდი. მერე ხალხიც მოდიოდა თავისი სნეულებით. მუნჯი თითქოს კვალში მომყვებოდა. ერთ დილით მიყვირა: "სულ შენ რატომ გაქვს გასაღებები?" გამომტაცა ხელიდან და ტაძარში შევიდა. განცვიფრებული დავრჩი. მან ენა ამოიდგა. მას მერე ბიჭი ნორმალურად ამეტყველდა.

ამბავი დერვიშის ცოლის განკურნებისა. მასწავლებელი ფილიმანი მილეშევის სკოლიდან არიეპოლში გადაიყვანეს. მილეშეველებს - ქრისტიანებს და მუსულმანებს იგი გულით უყვარდათ და პატივს მიაგებდნენ, როგორც დიდსულოვან და ძლიერი ხასიათის ადამიანს. ფილიმანი ბევრს გვიყვებოდა მილეშევზე.

"ჩემს თვალწინ, წმინდა ადგილას, - ამბობდა ის, - ბევრი სნეული განიკურნა. მოიყვანდნენ გაგიჟებულ, თოკებით შეკრულს, წაუკითხავდნენ ლოცვებს წმინდა საბას განსასვენებლის წინ და ძალით დატოვებდნენ იქ ღამის გასათევად. ამის მერე როცა გახსნიდნენ, სრულიად ჯანმრთელი თავისი ფეხით ბრუნდებოდა შინ".

წმინდა საბას კუბოს ახლა ძვირფასი ქსოვილი აქვს გადაფარებული. გაგვიკვირდა, როცა ფილიმანთან ერთად, სხვებმაც გვითხრეს, ეს საფარველი მუსლიმანი ქალის მორთმეული ძღვენიაო. თურმე არიეპოლელი დერვიშის, კრატოვიჩის ცოლი შეიშალა. დიდი ხნის უშედეგო მკურნალობის მერე დერვიშმა ცოლი მილეშევოში მოიყვანა და აქ წმინდა საბას განსასვენებელთან, მღვდლების ლოცვით ქალი სრულიად გამოჯანმრთელდა. ქალმა სამადლობლად მოქსოვა ძვირფასი გადასაფარებელი და წმინდა საბას საფლავს დააფინა.

ამბავი მუნჯის განკურნებისა.
ჩემი დღიურიდან (1935 წ.). გუშინ მწუხრზე წმინდა ანდრია კრიტელის ცხოვრებას ვკითხულობდით. მასში წერია, რომ იგი დაბადებიდან შვიდ წლამდე მუნჯი ყოფილა და როგორც კი ეზიარა, ენა ამოიდგა. ასეთია წმინდა ზიარების ძალა.

უფრო საკვირველ ამბავსაც მოგითხრობთ, რომელიც ჩვენს დროში მოხდა. ამ წელიწადს წმინდა ნაუმის მონასტერში ტაძრის დღესასწაულზე ერთი ოქრიდელი მუსლიმანი, სეფერ იაშარი მოვიდა და გვიამბო ერთ სასწაულზე, რომელიც მის 7 წლის ვაჟს, ყაზანს, მოუხდა. ბიჭი მუნჯი გახლდათ. შარშან მამამისმა ის ტაძრის დღესასწაულზე მოიყვანა წმინდა ნაუმის მონასტერში. მღვდლებმა ავადმყოფს ლოცვა წაუკითხეს. წელს კი მამამისი წმინდა ნაუმისთვის მადლობის სათქმელად მოვიდა - ყაზანმა მეტყველების უნარი მოიპოვა. ასე რომ, ამ შემთხვევაში სარწმუნოებისა და ზიარების მიერ კი არა, მხოლოდ ლოცვით მოხდა სასწაული.

ამბავი ზიარების მერე სასწაულებრივი გამოჯანმრთელებისა. პატივცემული დიასახლისი ველიკა პ. ორი წლის წინ ბიტოლის საავადმყოფოში მკურნალობდა. მას ხელი საშინლად გაუსივდა, ექიმებმა წყლული გაკვეთეს და იქიდან დიდი რაოდენობის ჩირქი წარმოდინდა. ამის მერე იგი მამა იოანე მაქსიმოვიჩმა მოინახულა, რომელიც მაშინ ბიტოლის სემინარიის მასწავლებელი გახლდათ, ახლა კი შანხაის ეპისკოპოსია. ქალი მას არ იცნოდა. მამა იოანემ ზიარება შესთავზა. ისიც ეზიარა. ამის მერე უკეთესად გახდა. სამი დღის შემდეგ მამა იოანემ კვლავ მოინახულა - გაზიარებო. ქალმა უთხრა, - ოღონდ წმინდა საიდუმლოს მიღებამდე სამი დღე უნდა ვიმარხულო, რადგანაც ადრე მარხვის გარეშე ვეზიარე და სინდისი მაწუხებსო. ნება შენიაო, - მამა იოანემ. ქალი მარხვას შეუდგა. მხოლოდ პურს იღებდა. სამი დღის შემდეგ, დიდ ოთხშაბათს, დილით, მამა იოანემ ქალი აზიარა. საღამოს კი ავადმყოფს მტკივანი დასიებული ხელი დაუცხრა. ექიმი დიდად გაოცდა. ჯვარი გამოისახა და ქალს უთხრა: - ჯანმრთელი ხარ და შეგიძლია, შინ წახვიდეო.

ველიკა პ-ს იმ მღვდლის სახელი ვკითხეთ. არ იცოდა. მისი აღწერილობით მივხვდით, რომ მამა იოანე იქნებოდა, ის ხომ თავისუფალ დროს სნეულებთან დადიოდა. როცა ვუთხარით, ის ეპისკოპოსიაო, ქალს გაუკვირდა.

თვალის განკურნება. პრილეპელი დიმკო ყარაჯიჩი გვიყვებოდა, თუ როგორ განკურნა სასწაულებრივად წმინდა დიმიტრიმ თავის ახალ ეკლესიაში, სელცეში: "ამერიკაში ყოფნისას თვალის სნეულება გამომაჩნდა. ოპერაცია გამიკეთეს, მაგრამ არ მიშველა და ცალი თვალით ვერაფერს ვხედავდი. ამერიკიდან დაბრუნებული სელცეს წმინდა დიმიტრის ეკლესიის მზრუნველად დამნიშნეს. მოწმე ვიყავი, თუ როგორ იკურნებოდა მრავალი ადამიანი სხვადასხვა სნეულებისგან მონასტრის გვერდით მდებარე წყაროს წყლით. ამ დროს მეორე თვალიც ამტკივდა, ძლივსღა ვარჩევდი გარშემო მყოფებს. წავედი წყაროსთან, დავიბანე თვალები და უცებ ყველაფერი ნათლად დავინახე. ახლა კი ორივე თვალით კარგად ვხედავ. ეს მოხდა 1935 წელს.

კურსკის ღვთისმშობლის ხატის სასწაული. ეს ხატი გასულ ზაფხულს ბელგრადიდან ბულგარეთში შემოაბრძანეს. ამასთან დაკავშირებით ბულგარელმა ისტორიკოსებმა გამოაქვეყნეს დაწვრილებით ყველაფერი ამ ხატის შესახებ. ჟურნალ "ქრისტიანი ქალის" 1936 წლის ##7-8-ში აღწერილია ასეთი შემთხვევა: კურსკის საპატიო მოქალაქის პროხორ მოშნინის ვაჟი ისე მძიმედ დასნეულდა, რომ მისი გამოჯანმრთელების არანაირი იმედი აღარ დარჩა. ბავშვის სიკვდილს ყოველწამს ელოდნენ. მაგრამ ერთხელ ყრმასთან ღვთისმშობელი მოვიდა და უთხრა, რომ ხვალ მასთან შინ მივიდოდა მისი ხატი, რომელიც ჯანმრთელობას დაუბრუნებდა. მართლაც, მეორე დღეს ქალაქში ღვთისმშობლის ხატის თანხლებით ლიტანია შესრულდა. როცა პროცესია მოშნინების სახლს მიუახლოვდა, თავსხმა წვიმა წამოვიდა. მღვდლებმა, ხატიანად, მოშნინების სახლს შეაფარეს თავი. მწოლიარე ბავშვი უფრო მკვდარს ჰგავდა. გახარებულმა მშობლებმა, იმით, რომ სიწმინდე მათ სახლში შებრძანდა, ითხოვეს, ხატი ავადმყოფისთვის ზევიდან დაეწვინათ. სხეულზე ხატის შეხება რომ იგრძნო, ბიჭი გამომშრალი ბაგეებით ეამბორა მას და ჯანმრთელი და მხიარული წამოდგა.

რწმენით განკურნებული.
1932 წელს, წმინდა გიორგის ხსენების დღეს, ბავანიშტეს (ბანატი) ტაძრის სიახლოვეს დიდი ლოცვითი შეკრება იყო. მრავალი ძმობა ლიტანიით, ჯვარ-ხატებით და ბაირაღებით მოვიდა ამ ტაძარში, რომელიც სამონასტროდ ითვლება. აქ მრავალი სნეული იკურნება. ჩვენი, დოლოვის ძმობაც გაემართა ტაძრისკენ. მღვდელმა სავედრებელი ლოცვა წაიკითხა. სწორედ ამ დროს ერთი ქალი მივიდა და ითხოვა, ჩემს სნეულ ქალიშვილთან ერთად გამოგყვებითო. გოგონას რვა წელი უსრულდებოდა, მაგრამ წამოდგომა არ შეეძლო და ყველგან ხელით დაჰყავდათ. დამწუხრებულმა დედამ გადაწყვიტა, მონასტერში წასულიყო და შვილის განკურნებას შევედრებოდა უფალს. ამ დროს ერთი სიძნელეც წარმოიშვა - როგორ წაეყვანა გოგონა მონასტერში. ურემი მათ არ ჰქონდათ, მონასტრამდე კი ათი კილომეტრი იყო. მამაკაცებმა დათქვეს, ბავშვის წაყვანაში შევენაცვლოთ ერთმანეთსო. ასეც გააკეთეს. ბავშვი მონასტერში მოიყვანეს და დატოვეს. მალე ძლიერი წვიმა წამოვიდა. გოგონას ჩაეძინა. ამასობაში მონასტერს მიუახლოვდნენ მელიტანიენი. დედა ეკლესიაში შევიდა გოგონას გასაღვიძებლად, რათა ერთად შეხვედროდნენ პროცესიას. უცებ, დედის დიდად განსაცვიფრებლად და გასახარად, გოგონა ფეხზე წამოდგა და დედასთან ერთად გამოვიდა ტაძრიდან. პატარამ თქვა, ძილში ჩემთან მოვიდა ვიღაც ქალბატონი, კისერზე ხელი მომითათუნა და მითხრა; "აბა, წამოდექი!" მერე კი დედაჩემმა გამაღვიძაო. ამ შემთხვევამ ყველა გაგვახარა და მადლობა შევწირეთ ღმერთს მისი დიდი გულმოწყალებისთვის.

ამბავი წმინდა ვასილი ციხექალაქელის დახმარებისა. 1933 წელს სერბეთის პატრიარქთან ერთად ჰერცოგოვინაში ვიყავი. იქ გვიამბეს პიესაკელ რისტო პ-ს თავს გადახდენილი ამბავი.

რისტო სტოცეში ცხოვრობდა და უკანასკნელი ურწმუნო იყო. მას ერთიმეორის მიყოლებით უკვდებოდა ბავშვები, ავად გაუხდა უკანასკნელი ვაჟიც. ერთხელ საღამოს შინ დაბრუნებულ რისტოს შვილი აგონიაში დახვდა. თავზარი დაეცა. აზრად მოუვიდა, ელოცა. განმარტოვდა და გულშემუსვრილი ცრემლებით შეევედრა წმინდა ვასილი ციხექალაქელს, ვინაიდან ამ მხარეში ყველაზე მეტად მას ევედრებიან: "წმინდაო ვასილი, - სთხოვა რისტომ, - შეეწიე ჩემს ვაჟს, გადაარჩინე და მე მოვალ შენთან (მონასტერში)". ვაჟი გამოკეთდა და მალე გამოჯანმრთელდა. რისტო წავიდა ციხექალაქში წმინდა ვასილის თაყვანსაცემად და სამადლობლად. მომხდარმა მთლიანად შეცვალა ეს კაცი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.02.2023

2019 წლის 3 აპრილს ძილში ვიხილე წმიდა მამა გაბრიელ სალოსი.

20.02.2023
"ღმერთი მის შორის და იგი არა შეიძრას და ყოველსა დღესა აკურთხევდით მას" (ფს.45,6; 71,15).
19.12.2022

ეს ამბავი სამარაში მცხოვრებ ერთი ღვთისმოსავი ქალის ოჯახს გადახდა 1956 წელს.
23.10.2022
VII მსოფლიო კრების (787 წ.) IV სხდომაზე ნიკომიდიელმა ეპისკოპოსმა პეტრემ ხატების თაყვანისცემის აუცილებლობის დასამტკიცებლად
28.08.2022
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია, დაიპყრო ეგვიპტე,
21.08.2022
წმ. სპირიდონ ტრიმითუტელი, საკვირველმოქმედი. ქ. ტრიმითუტის ეპისკოპოსი. (დაბ. დაახ. 270 წ., კვიპროსი - გარ. 348 წ. ტრიმითუტი, კვიპროსი).
18.08.2022
ამ ფოტოზე ათონის მთის მწვერვალზე მდებარე ფერისცვალების სახელობის ტაძარია გადაღებული.
07.08.2022
ბიზანტიის იმპერიის დაპყრობის შემდეგ თურქებმა ზოგიერთი ღვთის ტაძარი მეჩეთად გადააქციეს. მეჩეთად გადაკეთდა წმინდა პანტელეიმონის ტაძარი თესალონიკში.
07.08.2022
ქიუს-ქიუნჯუკი, ბერძნულად ქრისოტერამოსი, ადგილია კონსტანტინოპოლის ყურესთან, დღევანდელ სტამბოლის აზიურ ნაწილში.
07.08.2022
სულთანმა მურათმა (XIV ს.) ბაღდადის დალაშქვრა გადაწყვიტა და ხმელეთის გზით ნიკომიდიას ჩაუარა; როცა ქალაქს მიუახლოვდა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat