ღვთის სასწაულნი
ღვთის სასწაულნი
წმინდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
ამბავი ერთი და იმავე სიზმრისა, ორმა კაცმა რომ ნახა. ისეთი შემთხვევებიც გაგვიგონია, "ორმაგ სიზმრებს" რომ ეძახიან. ეს სიზმრები, როგორც წესი, ახდება ხოლმე. ერთ ასეთ შემთხვევას ვხვდებით მაქს კემერიხის წიგნში "წინასწარმეტყველება". ერთ ოჯახში 12 წლის ვაჟი გაუხდათ ავად. მშობლები ძალზე ღელავდნენ. მამას ესიზმრა, თითქოს თავის სნეულ ვაჟთან, კარლთან ერთად ხელჩაკიდებული მდელოზე სეირნობს. ბავშვი მეტად მხიარულია. უეცრად მათ წინ აღიმართა დიდი, საოცარი სასახლე. ბიჭი ხელიდან გაუსხლტა და ამ სასახლისკენ გაიქცა. მამა უყვირის, დაბრუნდიო, მაგრამ ამაოდ. სურს გაეკიდოს და დააბრუნოს შვილი, მაგრამ ვერ იძვრის... შეშინებულს გაეღვიძა. შუადღემდე დუმდა, მერე კი სიზმარი ცოლს მოუყვა. ქალმა მოულოდნელობისგან შეჰყვირა, - მეც სწორედ ამგვარი სიზმარი ვნახე, დილითვე ვუამბე მოსამსახურეს და ვთხოვე, შენთვის არ ეთქვაო. მალე მათმა ვაჟმა ღვთივგანისვენა და მართლაც საკვირველ და დიდებულ ზეციურ სასახლეში შევიდა.

ამბავი ომში სიკვდილის წინასწარმეტყველებისა. მაქს კემერიხი მოგვითხრობს: "საგულისხმოა ერთი ავსტრიელი ზემდეგის ნაამბობი. "დადგა 1809 წლის 5 ივლისი, ბაგრამთან ცნობილი ბრძოლის დილა. მოვიდა ჩემი მარჯვენაფლანგელი უნტერ-ოფიცერი ვიტენბერგი და მთხოვა, - საათი და ფული შემინახეთ - ამ დილით, ვიცი, დავიღუპებიო. "წუხელ, გუშინდელი სახმელეთო გადასვლის მერე ჯარისკაცებთან ერთად მშვიდად და ღრმად ჩამეძინა, - მითხრა უნტერ-ოფიცერმა, - ძილში გამომეცხადა ზეციური სილამაზის არსება, დიდხანს იდგა ჩემს წინ და საოცრად თბილად მიცქერდა. რაღაც აღუწერელი გრძნობა მიზიდავდა მისკენ. ხელი გავუწოდე. მითხრა: შენ დღესვე იქნები ჩემთან. ამის დასტურად მიიღე ეს ლენტიო და მკერდსა და მარჯვენა მხარზე ფართო წითელი ლენტი გადამაკრა. აი, რატომ ვარ დარწმუნებული, რომ დღეს მოვკვდები..."

ფრანგებმა ყუმბარები დაგვიშინეს. ერთი ყუმბარა პირდაპირ ჩემსკენ მოფრინავდა. გვერდზე გადავხტი და დავიყვირე: "დაწექით!" წამიც და ვიტენბერგი გაუნძრევლად, მკვდარი იწვა. მარჯვენა მხარი და მკერდი გაგლეჯილი ჰქონდა..."

ამბავი ძილში ნაწინასწარმეტყველები სიკვდილისა. აწ გარდაცვლილი ჰაჯი-სტოიან ოპენიჩანინის ვაჟი, რისტო გვიყვებოდა, როგორ მოკვდა მამამისი: "სიკვდილამდე ერთი თვით ადრე მამამ მიმიხმო და მითხრა: - ჩვენს სახლში ერთი თვის შემდეგ ვიღაც მოკვდებაო. თავიდან ფიქრობდა, მეუღლე გარდაეცვლებოდა და ცოლისგან მალულად დაკრძალვისთვის მზადება დაიწყო. ოცი დღის შემდეგ მეუბნება: "მე მოვკვდები და არა ჩემი ცოლი. სიზმარში მოვიდა ჩემთან ჩემი ომში დაღუპული ვაჟი და მითხრა: "მოდი, მამა, აქ, პაპა (სტოიანის მამა) გელოდება". რამდენიმე დღის შემდეგ შემატყობინა, რომ იგივე სიზმარი მეორედ ნახა, ასე რომ, მას გარდაცვლილი მამა და შვილი უხმობდნენ იმ ქვეყანაზე. გარდაცვალების დღეს, დილით, სარდაფში კასრი უნდა ჩამოეგორებინა. წაიქცა და კასრმა ზედ გადაუარა. ის კი იმეორებდა: "უფალო, შემიწყალე, უფალო, შემიწყალეო".

ამბავი უჩვეულო სიზმრისა, რომელიც ახდა. მოხუცებული ლენა თანიჩი გვიყვებოდა, - იმ ქვეყნიდან ჭეშმარიტი გამოცხადება გადმომცესო. ავსტრიის ოკუპაციის დროს ის თავის ვაჟებთან ერთად ბელგრადში ცხოვრობდა. საშინლად წვალობდა, მაგრამ მუდმივად ღმერთს ევედრებოდა. ერთხელ ძვირფასი სამკაული დაკარგა, რომელიც შეჭირვების ჟამს გასაყიდად უნდოდა. დანაკარგმა ძალზე შეაწუხა. ძილში ნახა, რომ მისი ვაჟი მიქა ომში დაიღუპა. მწარედ დასტიროდა შვილს. მალე გარდაცვლილი მეუღლე ლიუბო ესიზმრა. ქმარმა ჰკითხა, - რატომ დამწუხრებულხარო. სამკაული დავკარგეო. ქმარმა უთხრა, - სხვა ნივთებთან ერთად სკივრში დევსო. მაშინ ქალმა უფრო დიდი სატკივარი გაუმხილა: - მიქა დაგვეღუპაო. ქმარმა მიუგო, - ტყუილია, მიქა ცოცხალიაო. გაეღვიძა ქალს, მონახა ქმრისგან ნახსენები სკივრი. ნივთი მართლაც იქ აღმოჩნდა, ხოლო როცა ომი დამთავრდა, მიქა ცოცხალი და უვნებელი დაბრუნდა შინ.

მიტროპოლიტ ფილარეტის აღსასრული. ვნახოთ, ძილში როგორ უწინასწარმეტყველეს სიკვდილი მოსკოვის მიტროპოლიტ ფილარეტს. ეს იყო 1867 წელს, როცა 84 წლის მეუფეს მღვდელმთავრობის 50 წელი შეუსრულდა. იდღესასწაულა ეს იუბილე, სამსახური დაუტევა და წმინდა სერგის სამების ლავრაში წავიდა საცხოვრებლად. იმავე წლის 14 სექტემბერს ძილში მამა გამოეცხადა და უთხრა, - დაიმახსოვრე 19 რიცხვიო.

ეს სიზმარი მიტროპოლიტმა სიკვდილის დღის წინასწარმეტყველებად ჩათვალა. დაიწყო მზადება იმ ქვეყანაში გადასასვლელად, გადაწყვიტა, ყოველი თვის ცხრამეტ რიცხვში ზიარებულიყო. გაიარა ორმა თვემ. ნოემბრის დასაწყისში მეუფე ავად გახდა და ყოველივე მოამზადა, კუბო შეუკვეთა, ბრძანებები გასცა, 19 ნოემბერს უკანასკნელი ლიტურგია აღასრულა და დასასვენებლად წავიდა. ტრაპეზზე მისაპატიჟებლად მისულ ბერს გარდაცვლილი დახვდა.

სერბი ხალხი კი ამბობს, სიზმარი სიცრუეა, ღმერთი კი ჭეშმარიტებაო. ხალხურ გადმოცემებსა და სიმღერებში იხსენიება ბევრი სიზმარი, რომელიც აცხადებულა. ეპიკურ ლექსში, "ქორწილი მაქსიმ ჩერნოევიჩისა", ლაპარაკია კაპიტან იოვანის სიზმარზეც, რომელსაც ის თავის ბიძას, ივან ჩერნოევიჩს უყვება:

"მივხუჭე თვალი, საშინელი სიზმარი ვნახე,
ისე შემზარა, ღმერთს ვევედრე, - გვიშველე, ღმერთო.
ზეცას შევცქერდი თითქოს ძილში და მერე ცაზე
უცბად ღრუბლები მოიჯარა, ყომრალნი ერთობ.
ერთი ღრუბელი კაბადონზე ავად გაცურდა,
მერე დაადგა თავზე ჟაბლიკს, შენს ქალაქს ქებულს.
და წამოვიდა მეხთატეხა, გრგვინვა-ლაწუნი,
შენს ციხე-დარბაზს შემოენთო ცეცხლი წყეული.
ხანძარმა მოსრა მშვენიერი შენი სიმაგრე,
დარჩა მხოლოდღა თეთრ ნახშირის გროვა საზარი,
რომელიც წამში გადეყარა შენს მაქსიმს თავზე.
თუმც ვერაფერი ავნო იმას ამ ნაკვერცხალმა.
ბიძაო ჩემო, ბიძავ, ივან ჩერნოევიჩო,
მოვალე არ ვარ, რომ აგიხსნა სიზმრის წუთები,
მაგრამ თუ იმას დავუჯერებთ, შენსავ მძახლებთან
ომში, ბიძაო, მე შენს სახლში დავიღუპები
და შენც მოკვდები იმავ ომში, ბიძაო ჩემო".


მართლაც ასე მოხდა.

სიზმარი, რომელიც მეფე ალექსანდრე ობრენოვიჩის სიკვდილის წინ ნახეს. მთავარი მოადგილე სტეფანე გუჯკოჩი გვიყვებოდა სიზმარზე, რომელიც უკანასკნელი ობრენოვიჩის - მეფე ალექსანდრეს დაღუპვის წინა ღამეს ნახა.

"დამესიზმრა, თითქოს მეფემ მიმიხმო ჯვრიან დიდებაზე წყლის საკურთხებლად და სადღესასწაულო პურის გასატეხად. მივედი თითქოს რომელიღაც დაბალჭერიან ქოხში. ის იქ დამხვდა. შევიმოსე და სამღვდელო წესის აღსრულებას ვაპირებდი, რომ დავინახე, სანთელი დაგრეხილი და გადამტვრეული იყო, წყლის ჭურჭელი და წყალი წმინდა არ აღმოჩნდა - სავსე იყო სიგარეტის ნამწვავებით. იქვე მყოფთ მოვთხოვე, ახალი სანთელი და წყალი მოეტანათ. დავიხედე სამოსზე - ისიც დახეულ-დალაქავებულია. ვიფიქრე, სანამ მთელ სანთელს და წმინდა წყალს მომიტანენ, შინ გავიქცევი და შესამოსელს გამოვიცვლი-მეთქი. თითქოს შინ მივბრუნდი, ავიღე ახალი შესამოსელი და დავიწყე შემოსვა. მაგრამ ვერ ვახერხებ. ხელები პირსა და სარჩულს შორის მეხლართება. დაგვიანებისა მეშინია, ვჩქარობ, მაგრამ არაფერი გამომდის. შეშინებულსა და ოფლად გაღვრილს გამომეღვიძა. პირჯვარი გადავიწერე: - ღმერთმა ქნას, ცუდი არაფერი მოხდეს-მეთქი. ქუჩაში გამოვედი. ადრიანი დილაა. ერთ ფარდულთან ნაცნობი ვაჭარი და მასწავლებელი დავინახე. მივესალმე. მასწავლებელმა მკითხა: - იცი, რა მოხდა წუხელო? არა, მხოლოდ ცუდი სიზმარი ვნახე და კარგს არაფერს უნდა ველოდო-მეთქი. მასწავლებელმა კი ჩურჩულით მითხრა: - ბელგრადში მეფე და დედოფალი დაიღუპნენო. ეს მოხდა 1903 წლის 29 მაისს.

შენაძენი დაკარგულის მერე. და ირინემ დიდი ყოყმანის შემდეგ მოჰყვა: სოფელ იზდევლავლში ერთ ქვრივ დედაკაცთან ვათევდი ღამეს. მან მომითხრო, რომ ოდესღაც მათ ოჯახს თავს ჭირი დაატყდა. ოთხ დღეში მათი სახლიდან შვიდი კუბო გავიდა. დაეხოცნენ ქმარი, ვაჟები, სხვა ახლობლები... სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად დარჩა. ნათესავ-მეზობლები ურჩევდნენ, სხვაგან გადასახლდი, ეტყობა ეს სახლი დაწყევლილიაო. მაგრამ სად უნდა წასულიყო? ფიქრებით დამძიმებულმა პატარები დააძინა, თვითონ კი გულმხურვალედ დიდხანს ილოცა, ევედრა ღმერთს, რჩევა მიეცა და ჩაეძინა. ძილში გამოეცხადა წმინდა კვირიენა, მოეხვია მას და უთხრა: - მე დაგიცავ და ამიერიდან ყველაფერი კარგად იქნებაო. სიზმრით განმხნევებული ქალი შინ დარჩა. მართლაც, ხელი მოემართა. იმ წელს მოწეული ხორბალი 50 ოქროდ გაიყიდა. ამ ფულით მიწის ნაკვეთი იყიდა. იმრავლა ცხვარმა. ბაღ-ბოსტანმაც კარგი მოსავალი მისცა. ასე მოხდა შემდეგ წელსაც. ქვრივმა ბავშვები დაზარდა და გზაზე დააყენა - ვაჟები დააქორწინა, ქალიშვილი გაათხოვა. საოცარი მაგალითია ღვთისმოშიშებზე უფლის ზრუნვისა!

ამბავი წმინდა ვასილი ციხექალაქელისა.

- მამაო, გჯერა, რომ ღვთის კაცნი ცოცხლები არიან? - ვკითხე ერთხელ დეკანოზსა და გმირს იოანე ბოშკოვიჩს.

- როგორ არ დავიჯერო, თუ ისინი მე გამომეცხადნენ და დამიმოწმეს საკუთარი არსებობა?

და გვიამბო: "ერთხელ მეუღლემ მთხოვა, ოჯახში ჩამოვარდნილი უთანხმოების გამო წავსულიყავი ციხექალაქში, წმინდა ვასილისთვის შეწევნა მეთხოვა და საჩუქრად რაიმე მიმერთმია. რატომღაც გავბრაზდი და ვუყვირე: - მას რატომ წავუღო? თავი დაანებე მიცვალებულის ძვლებს, იწვნენ თავისთვის! სჯობს, ცოცხლებს მიმართო დახმარებისთვის-მეთქი.

ღამით კი ხილვაში ცხადად წარმომიდგა წმინდა ვასილი. გაბრაზებულმა დამიბრახუნა კვერთხი და მიყვირა: "მე ცოცხალი ვარ და არა მკვდარი, როგორც შენ ფიქრობ. თავი ანებე ურწმუნოებას, გახდი მორწმუნე!" შეშინებული წამოვხტი ლოგინიდან, გამოვართვი მეუღლეს, რაც მოემზადებინა და ციხექალაქში წმინდა ვასილს წავუღე. მას შემდეგ მტკიცედ მწამს, რომ ღვთის კაცნი ცოცხლები არიან და არა მკვდარნი".

ამბავი მეხისგან მოკლული გოგონასი. "სოფელ კლოკში მეხმა მოკლა 12 წლის გოგონა დარინკა რაკიოში. ამბობენ, წინა ღამით ესიზმრა ის, რაც თავს დაატყდაო. სიზმარი კი ახლობლებისთვის მოუყოლია - დიდი შავი ღრუბლიდან მეხი დასცემია. როგორც ჰყვებიან, ამ სიზმარმა ძალზე შეაშფოთა გოგონა, მაგრამ მაინც გაჰყვა დედას და ბიძას სიმინდის მოსატეხად. სამ საათზე ცა ღრუბლებით დაიფარა. მალე იქუხა. წამოვიდა კოკისპირული. სამივენი დიდი ხის ქვეშ შეიყუჟნენ და წვიმის გადაღებას უცდიდნენ. მერე გოგონა სხვა ხის ქვეშ გადავიდა. უეცრად იგრიალა... ხიდან სამი მეტრის მოშორებით გოგონა უსიცოცხლოდ დაეცა. დარინკას დაკრძალვაზე მთელი სოფელი მოვიდა.

რატარი, 9 ივნისი,
გაზეთი "სიმართლე"
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.02.2023

2019 წლის 3 აპრილს ძილში ვიხილე წმიდა მამა გაბრიელ სალოსი.

20.02.2023
"ღმერთი მის შორის და იგი არა შეიძრას და ყოველსა დღესა აკურთხევდით მას" (ფს.45,6; 71,15).
19.12.2022

ეს ამბავი სამარაში მცხოვრებ ერთი ღვთისმოსავი ქალის ოჯახს გადახდა 1956 წელს.
23.10.2022
VII მსოფლიო კრების (787 წ.) IV სხდომაზე ნიკომიდიელმა ეპისკოპოსმა პეტრემ ხატების თაყვანისცემის აუცილებლობის დასამტკიცებლად
28.08.2022
717 წელს ლეონ ისავრიელის მეფობისას არაბთა უდიდესი არმია, რომელმაც მანამდე შემუსრა სპარსეთის იმპერია, დაიპყრო ეგვიპტე,
21.08.2022
წმ. სპირიდონ ტრიმითუტელი, საკვირველმოქმედი. ქ. ტრიმითუტის ეპისკოპოსი. (დაბ. დაახ. 270 წ., კვიპროსი - გარ. 348 წ. ტრიმითუტი, კვიპროსი).
18.08.2022
ამ ფოტოზე ათონის მთის მწვერვალზე მდებარე ფერისცვალების სახელობის ტაძარია გადაღებული.
07.08.2022
ბიზანტიის იმპერიის დაპყრობის შემდეგ თურქებმა ზოგიერთი ღვთის ტაძარი მეჩეთად გადააქციეს. მეჩეთად გადაკეთდა წმინდა პანტელეიმონის ტაძარი თესალონიკში.
07.08.2022
ქიუს-ქიუნჯუკი, ბერძნულად ქრისოტერამოსი, ადგილია კონსტანტინოპოლის ყურესთან, დღევანდელ სტამბოლის აზიურ ნაწილში.
07.08.2022
სულთანმა მურათმა (XIV ს.) ბაღდადის დალაშქვრა გადაწყვიტა და ხმელეთის გზით ნიკომიდიას ჩაუარა; როცა ქალაქს მიუახლოვდა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat