1900 წელს მამა სერაფიმე საროველის ლოცვებით სასწაულები აღსრულდა. დივეევოს მონასტრის მორჩილი, 22 წლის მარიამ მოროზოვა ავად გახდა.
დედამისი, მონაზონი სერაფიმა, მანამდე ამჩნევდა, რომ რაც უნდა ეთქვათ მარიამისთვის, იგი აუცილებლად საწინააღმდეგოს უპასუხებდა. მდგომარეობა თანდათან რთულდებოდა. შეტევა რომ დაეწყებოდა, ხალხს თავს ესხმოდა და რამდენიმე კაცი ძლივს აკავებდა. ბოლოს და ბოლოს ექიმმა იგი სულიერ ავადმყოფად გამოაცხადა და ურჩია დედებს, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოეთავსებინათ. ნიჟნი ნოვგოროდში გამგზავრების წინ რჩევისთვის დები იღუმენიამ მონასტერში ნეტარ პარასკევასთან გაგზავნა. ნეტარმა უთხრა: წაიყვანეთ, დაავადება მაინც მასთან დარჩება, მე ფეხი მტკიოდა და მოხუცმა მიშველაო. რომელმა მოხუცმაო, - ჰკითხეს დებმა. სერაფიმემ და მისმა წყარომ. იქ წაიყვანეთო. ავადმყოფი საროვში წაიყვანეს. წყაროში სამი განბანის შემდეგ იგი განიკურნა.
წმინდა ბარბარეს კურნების შესახებ ზლატოვერხის წმინდა მიქაელის მონასტრის იღუმენი მღვდელმონაზონი თეოდოსი (საფონოვიჩი) იგონებს:
1665 წელს ერთმა კეთილშობილმა მოქალაქემ, გვარად სლუცკიმ, მოიტანა ვერცხლით ჩამოსხმული ხელი და დაჟინებით მთხოვა, მომეთავსებინა იგი დიდმოწამე ბარბარეს წმინდა ნაწილებთან. გაოცებულმა ვკითხე, რატომ-მეთქი. მან მიამბო: "მძიმე ავადმყოფობამ ხელი ისე მომიგრიხა, რომ მისი გაშლაც არ შემეძლო, საშინლად ვიტანჯებოდი. გამახსენდა, რომ დიდმოწამე ბარბარეს წმინდა ნაწილები მასთან რწმენით მისულს ყველას კურნავს. და მეც მხურვალედ შევევედრე წმინდა დიდმოწამეს ხელის მორჩენას და აღთქმა დავდე, რომ აუცილებლად წავიდოდი მისი წმინდა ნაწილების თაყვანსაცემად. ძალიან მალე წმინდა დიდმოწამე ბარბარეს მეოხებით სრულიად განვიკურნე. მოვედი აღთქმის შესასრულებლად და მადლობისთვის, ეს ვერცხლის ხელი ჩემი ხელის დიდმოწამის წმინდა ნაწილების საშუალებით განკურნების აღსანიშნავად მოვიტანე".
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი