29.07.2014
ჰონკონგში მორწმუნეებთან ერთად ტაძარში პარაკლისს იხდიდა წმინდა მღვდელმთავარი იოანე (მაქსიმოვიჩი). შემდეგ კი ანალოგიასთან დადგა და ქადაგებდა. ამ დროს მორწმუნეებმა იგი ნათლით მოსილი იხილეს.
"ერთი ფუტის სისქის სინათლე" აკრავდა გარს და ანალოგიის დაბლა ეშვებოდა. ეს ხილვა დიდხანს გაგრძელდა. მრავალი მორწმუნე შეესწრო ამას. ერთხელ, შვეიცარიაში წირვისას, როცა წმინდა იოანე პროსკომიდიას აღასრულებდა, ერთმა ერისკაცმა, რომელიც მღვდლობისთვის ემზადებოდა, შეიხედა საკურთხეველში და გაქვავდა: წმინდა იოანე ხელთუქმნელი ნათლით იყო მოსილი და მიწის ზევით ერთი ფუტის სიმაღლეზე ჰაერში იდგა. ერისკაცს რაღაცის შეკითხვა უნდოდა, მაგრამ რაღას ეტყოდა, გადგა გვერდზე, წმინდა იოანე კი წირვას აგრძელებდა, თითქოს არაფერი მომხდარაო.