როგორ მოვიპოვოთ სინანული და გული შემუსვრილი?
- თუ ყოველდღიურად გულისტკივილითა და მდაბლად ვაღიარებთ ცოდვებს, გავიხსენებთ კიცხვითა და ვედრებით ყოველივე ავს, რაც ჩაგვიდენია, განგვიზრახავს თუ გვითქვამს, ამით მოვიპოვებთ სინანულს და გულის შემუსვრილობას.
გამქურდეს. როგორ შევინარჩუნო სულის მშვიდობა?
- ყოველი ღონით ეცადეთ, სულის მშვიდობა შეინარჩუნოთ. გაგქურდეს? ცოდვა რომ აირიდოთ, უფრო სწორად, არავის რომ არ დააბრალოთ, იფიქრეთ, რომ ეს გამოცდა და განსაცდელი თქვენზე რაიმე ცოდვის გამო დაუშვა უფალმა. დასამშვიდებლად კი იფიქრეთ, რომ მოპარული საფასე წყალობის გაცემაზე უფრო აღმატებულად ჩაგეთვლებათ.
როგორ დავანებო თავი თამბაქოს წევას?
- აღსარებისას დაწვრილებით აღიარეთ შვიდი წლის ასაკიდან მთელი ცხოვრების მანძილზე ჩადენილი ყველა ცოდვა, ეზიარეთ წმინდა საიდუმლოს და ყოველდღიურად ფეხზე მდგარმა იკითხეთ წმინდა სახარება (თითო თავი ან მეტი). როცა მოწევის სურვილი მოგეძალებათ, კვლავ საკითხავად დადექით, ვიდრე არ გადაგივლით ან, მაცხოვრის მიწიერი ასაკის შესაბამისად, თაყვანისცემით გააკეთეთ 33 მეტანია.
როგორ უნდა ვაფასებდეთ იმ ქრისტიანს, რომელიც სახლში არ აღასრულებს ლოცვის კანონს?
- ქრისტიანი, რომელიც სახლში ლოცვის კანონს არ აღასრულებს, მკვდარი ქრისტიანია. სახლის კანონი არის სულიერ ძალთა აღმძვრელი, უწყვეტელი ლოცვის ხელმძღვანელი.
რა უნდა ვქნათ, რომ შვილები ჯანმრთელები გვყავდეს?
- ბერი ადრიანე იუგელი ურჩევდა მშობლებს, ხშირად მიეყვანათ შვილები საზიარებლად და ამბობდა, ამის წყალობით ისინი უფრო ჯანმრთელნი, ჭკვიანნი და ბედნიერნი იქნებიანო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი