* როდის გადასცემენ ანათემას ადამიანს? რას ნიშნავს ანათემა?
- ანათემა ადამიანის წმინდა ეკლესიიდან განკვეთას ნიშნავს. წმინდა ეკლესია ამ რადიკალურ ნაბიჯზე მხოლოდ იმ შემთხვევაში მიდის, როცა თავად ადამიანი დემონსტრაციულად განაგდებს თავს ეკლესიიდან, აშკარად ებრძვის მას.
ასეთ დროს ანათემა წმინდა ეკლესიის მიერ განხორციელებული უკანასკნელი ქმედება და საშუალებაა, რითაც იგი კიდევ ერთხელ ცდილობს, ღვთისმგმობი გამოაფხიზლოს და სინანულში მოიყვანოს (სინანულით კვლავ შესაძლებელია წმინდა ეკლესიის წიაღში დაბრუნება).
ანათემით წმინდა ეკლესია სხვებსაც შეახსენებს, თუ სადამდე შეიძლება დაეცეს ადამიანი. ანათემირებული ადამიანი, ჯერ კიდევ ხორცში მყოფი (თუ იგი ჯერ არ გარდაცვლილა), თვითმკვლელია. ასეთისთვის არც საეკლესიო ლოცვა შეიძლება და არც რაიმე საიდუმლოების აღსრულება. გარდაცვალების შემდეგ მას წესიც არ ეგება (აზრი არ ექნება თავად ადამიანის არჩევანის გამო).
თავად ეს ძალაუფლება (ანათემა) ეკლესიას თვით ქრისტესგან აქვს მინიჭებული: "რასაც შეკრავთ მიწაზე, შეიკვრება ზეცაში"; ამიტომ ანათემა ზეცაში მიღებული გადაწყვეტილების (ადამიანური არჩევანიდან გამომდინარე) მიწიერი გამოვლინებაა.
* როდის შეიძლება ახალშობილი მოვნათლოთ?
- ახალშობილის მონათვლა ყოველთვის შეიძლება. ტრადიციულად, ნათლავენ მე-40 დღეს, ხოლო ბავშვის უძლურებისა და ავადმყოფობისას (როცა პატარას სიცოცხლე საფრთხეშია) - რაც შეიძლება, მალე.
ძალზე სცოდავენ მშობლები, რომლებიც, სურთ რა დიდი წვეულების გამართვა, შეგნებულად არ ნათლავენ ბავშვებს. ამით საკუთარ შვილებს უფალთან მისვლის საშუალებას უსპობენ, არ აძლევენ მათ სულიერ საკვებს და ამგვარად შვილთა მკვლელებად წარსდგებიან ღვთის წინაშე.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი