* ზოგი მოძღვარი ლოთებს, ნარკომანებსა და აბორტის გამკეთებელ ქალებს წესს არ უგებს. როგორია ამის მიმართ ეკლესიის დამოკიდებულება?
- თუ ადამიანმა არ შეინანა და ამგვარი ცოდვებით დამძიმებული გავიდა ამ ქვეყნიდან, აზრი აქვს კი მათთვის წესის აგებას?
წესის აგების ძირითად ლოცვას (რომლითაც მღვდელი ქრისტეს მიერ მონიჭებული ძალაუფლებით გახსნის მიცვალებულის სულს) ძალა ხომ მხოლოდ მონანულზე აქვს. თუმცა ეკლესია ცდილობს, უკიდურესი შემთხვევის გარდა ყველა ნათელღებულს აუგოს წესი.
* რამდენად მართებულია, როდესაც მიცვალებულს ზურნა-დუდუკის ან დოლ-გარმონის აკომპანემენტით კრძალავენ?
- მართლმადიდებელ მიცვალებულს ლოცვითი შეწევნა ესაჭიროება. მის თავთან (დაკრძალვამდე) მუდამ, შეძლებისდაგვარად, უნდა იკითხებოდეს ფსალმუნები, ჩართული უნდა იყოს საეკლესიო საგალობლები, რომლებიც არსით ასევე ლოცვებს წარმოადგენს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, გასაგებია, რომ ზურნა-დუდუკს მართლმადიდებელ მიცვალებულთან არ უნდა უკრავდნენ.
* რამდენჯერ შეიძლება ვაკურთხოთ სახლი?
- სასურველია, სახლი წელიწადში ერთხელ იკურთხოს, თუმცა საჭიროებისას (მაგალითად, სახლის რემონტის ან დაშენებისა თუ ხანძრის შემთხვევაში) იგი შეიძლება უფრო ხშირადაც კი აკურთხებინოთ. სახლის (ოჯახის) კურთხევისას მღვდლის ლოცვით ოჯახზე გარდამოდის ღვთის მადლი, ეძლევათ მფარველი ანგელოზი, მაგრამ ღვთის შეწევნა ოჯახის იმ წევრებზე მოდის, რომლებიც ქრისტეს წმინდა მცნებებით იცხოვრებენ; ეს ძალიან კარგად ჩანს თვით სახლის კურთხევის ლოცვებშიც. ამიტომ კარგია და აუცილებელიც კი სახლის (ოჯახის) კურთხევა, მაგრამ უმთავრესია საკუთარი სულის განწმენდა, ანუ ნამდვილი ქრისტიანული (ეკლესიური) ცხოვრება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი