როგორ გადავეჩვიოთ განკითხვის ცოდვას?
- თუ ვინმეს განიკითხავ, წესად შემოიღე, იმ დღეს სამჯერ შეასრულო მეტანია თავ-ყანის-ცემით იმისათვის, ვინც განიკითხე და თქვა ლოცვა:
"აცხოვნე, უფალო, და შეიწყალე (სახელი განკითხულისა) და მისითა ლოცვითა შემიწყალე მე ცოდვილი". გჯეროდეს, თუ ასე მოიქცევი, უფალი შეგეწევა, რათა სრულიად მოიცილო ეს ცოდვილი ჩვევა.
აქვს თუ არა მნიშვნელობა უფლის ნების მიხედვით მცხოვრებისათვის წყევლას?
- ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ვინც განიზრახავს კეთილმორწმუნედ მცხოვრების დაწყევლას, ვერც ერთ სიტყვას ვერ წარმოთქვამს მაწყინარსა და საწინააღმდეგოს, მისი წყევლა კურთხევად იქცევა. ისიც საგულისხმოა, რომ კეთილმორწმუნეს არ ეხება ბოროტი სიტყვით ყვედრება (წმინდა მამა გრიგოლ ნოსელი).
ვის შეუძლია ელაპარაკოს ურწმუნოებს რწმენის შესახებ?
- ურწმუნოებთან სარწმუნოებაზე შეიძლება ილაპარაკოს მხოლოდ იმან, ვინც მყარად იცის სარწმუნოება. წინააღმდეგ შემთხვევაში ურწმუნომ შეიძლება დააზიანოს მასთან მოსაუბრის სული.
როგორ მოქმედებენ ადამიანზე უხორცო მტრები?
- უხორცო მტრები ლოცვის დროს და მის გარეშეც შთააგონებენ ადამიანს ბილწ, ვერაგ, საგმობელ აზრებს, სულსა და სხეულს მცონარებისთვის განაწყობენ, მოჰგვრიან თვლემას, მთქნარებას, აიძულებენ, შეღავათი მისცენ ხორცს - უდროო დროს დაჯდომით, კედელზე მიყუდებით და ა.შ. ისინი შთააგონებენ ზიზღს და უკადრობას ყოველივეს მიმართ ან მოჰგვრიან ადამიანს სხვა ადამიანთა (ან რაიმე გაურკვევლის) შიშს (წმინდა მამა იოანე კრონშტადტელი).
რა არის ყველაზე უმაღლესი საქმე ამქვეყნად?
- ლიტურგიის აღსრულებასა და ქრისტეს სისხლისა და ხორცის წმინდა საიდუმლოსთან ზიარებაზე უმაღლესი საქმე ამქვეყნად არ არსებობს (წმინდა მამა იოანე კრონშტადტელი).
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი