* შეიძლება თუ არა აღსარების თქმა ან ნათლობა ინტერნეტის საშუალებით?
- სამოძღვრო პრაქტიკაში არის შემთხვევები, როცა ობიექტური მიზეზის გამო სულიერი შვილი ვერ ახერხებს მოძღვართან შეხვედრას,
მაგრამ აქვს აუცილებელი სულიერი მოთხოვნილება, გაესაუბროს მას, თქვას აღსარება. ასეთ დროს ადამიანმა სულიერ მამას შეიძლება წერილობით მიმართოს.
მიმრქმელი (ნათლია) კი მოსანათლავს თავმდებად უდგება, რომ იგი ქრისტიანულად იცხოვრებს და მასთან ერთად, მის მაგივრად (თუ ბავშვი ინათლება) დებს აღთქმას, რომ ქრისტეს მოწაფე გახდება. განსაკუთრებულ შემთხვევებში ზოგიერთი მღვდელი ნათლობისას მიმრქმელად (ნათლიად) მოიხსენიებს ადამიანს (მის სახელს), რომელიც ფიზიკურად ვერ ესწრება ღვთისმსახურებას. ასეთ დროს აუცილებელია, მომავალი ნათლია იყოს ეკლესიური (აღმსარებელი, მაზიარებელი) ქრისტიანი და ნათლიობის სურვილი ჰქონდეს.
თუ ნათქვამს დასმულ შეკითხვას მივუსადაგებთ და ჩავთვლით, რომ ინტერნეტი იგივე ფოსტაა (ელექტრონული წერილი), მაშინ მოძღვარს შეიძლება მისი საშუალებითაც ვესაუბროთ; და რადგან ინტერნეტი იძლევა საშუალებას, ნათლიამ თავისი რწმენაც გამოხატოს, აღთქმაც დადოს და ნათლობის სურვილიც დაადასტუროს, მაშინ დასმულ შეკითხვას შეიძლება დადებითი პასუხიც გაეცეს. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ აღსარებისა და ნათლიობის დაუსწრებელი ფორმები მხოლოდ უკიდურესად გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება დავუშვათ და მათი წესად გახდომა დაუშვებელია.
* თუ ადამიანს მარჯვენა ხელი დაზიანებული აქვს და არ შეუძლია მოძრაობა, ცოდვა ხომ არ არის, რომ პირჯვარი მარცხენა ხელით გადაიწეროს?
- თუ მარჯვენა ხელს ვერ ხმარობთ, არანაირ ცოდვას არ წარმოადგენს ცხოველმყოფელი ჯვრის ნიშის მარცხენა ხელით გამოსახვა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი