* რატომ უჭირს ხოლმე ზოგიერთ ადამიანს პირველი აღსარების თქმა?
- არარელიგიურად მცხოვრებ ადამიანს ძალზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს ბოროტ პიროვნულ სულზე ანუ ეშმაკზე; ან სულაც არ სწამს მისი არსებობა.
მაგრამ სწორი სულიერი ცხოვრების მქონე ქრისტიანმა საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ ეშმაკი არსებობს, იცნობს მის ხრიკებს და ბრძოლის მეთოდებს, იცის, როგორ ებრძოლოს და როგორ დაიცვას თავი. ეშმაკი მაშინ უწყებს ნამდვილ ბრძოლას ადამიანს, როცა იგი გადაწყვეტს, ქრისტეს მოწაფე ანუ ქრისტიანი გახდეს.
ეს ბრძოლა ადამიანის სულიერი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვაგვარია. მნიშვნელოვნად მძვინვარდება ეშმაკი, როცა ადამიანი დიდი მადლის მისაღებად ანუ ღმერთთან განსაკუთრებული ურთიერთობისთვის ემზადება. განსაკუთრებით არ უყვარს ბოროტ სულს ზრდასრული ადამიანის პირველი აღსარება, რამეთუ აღსარებაში გამოხატული ნამდვილი სინანული ეშმაკს მონანულზე ძალაუფლებას აკარგვინებს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, როცა ადამიანმა იცის აღსარების სწორად თქმა, იცის, რა არის სინანული და სწავლობს მას (სინანულს).
გასაგებია, რომ აქ უდიდესია მოძღვრის როლი. ამიტომ ადამიანმა ქრისტიანული ცხოვრება (მას შემდეგ, რაც ღმერთმა მოუწოდა) მოძღვრის შერჩევით და მასთან ურთიერთობით უნდა დაიწყოს, მოძღვარი კი თავად მოამზადებს მას აღსარებისთვის, რაც ეშმაკის ბრძოლას შეასუსტებს. ზემოთქმულიდან გასაგებია, რომ სულიერი ცხოვრება არა აღსარებით, არამედ მოძღვრის შერჩევით იწყება.
* რა სქესის არიან ანგელოზები?
- ანგელოზებს სქესი არ აქვთ. ადამიანი სქესს საყოველთაო აღდგომის შემდეგაც შეინარჩუნებს, მაგრამ არა გამრავლებისათვის; რამეთუ ამ ქვეყნისგან გასვლის შემდეგ ადამიანები აღარ იქორწინებენ და იქნებიან ვითარცა ანგელოზნი. აქედან გამომდინარე, სქესი ადამიანური ბუნების თვისებაა, ნიშანია და იგი არსებობს მხოლოდ ქორწინებისათვის. ხოლო ანგელოზურ ბუნებას ამგვარი თვისება, ნიშანი ანუ სქესი არ გააჩნია.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი