* შეიძლება თუ არა ძენ-ბუდიზმი ან კრიშნაიზმი განვიხილოთ როგორც ერთ-ერთი დიდი სიბრძნე?
- შეიძლება განვიხილოთ როგორც ადამიანური სიბრძნე, რომელსაც არანაირი კავშირი არა აქვს ღმერთთან:
ძენ-ბუდიზმი საერთოდ არ იცნობს ცოცხალი ღმერთის ცნებას; კრიშნაიზმი კი ყველაფრისაგან, მათ შორის, მორალური პრინციპებისაგან განთავისუფლებისა და სრული სექსუალური აღვირახსნილობისაკენ მოგვიწოდებს. ამიტომ შეიძლება ასე ვთქვათ: თუ სიბრძნე არაღვთიურია, მაშინ როგორღა იქნება იგი ჭეშმარიტი სიბრძნე?
* არის თუ არა ტყუილის თქმა ყოველთვის ცოდვა?
- ტყუილის მამად წმინდა წერილში ეშმაკი იწოდება. ამიტომ, რა თქმა უნდა, ტყუილის თქმა ყოველთვის ცოდვაა. მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ფორმით ტყუილი არსობრივად არა ტყუილი, არამედ სიმართლის დამალვაა. ამის კლასიკურ მაგალითად გამოდგება წმინდა თევდორე მღვდლის მიერ მომხვდურთა არასწორი გზით წაყვანა. მან ფორმით ტყუილი თქვა, მაგრამ სინამდვილეში წმინდა მოძღვარმა ქართველთა მეფის ადგილსამყოფლის შესახებ სიმართლე დამალა, რითაც სამშობლო მორიგი უბედურებისაგან იხსნა.
ტყუილს ყოველთვის ბოროტება მოაქვს, რადგან მისი სათავე ეშმაკია, ხოლო სიმართლის დამალვას ხშირად კეთილი ნაყოფი გამოაქვს. ამიტომ რიგ შემთხვევებში იგი ვერ ჩაითვლება ტყუილად, თუნდაც გარეგნულად ასეთად ჩანდეს.
მაგრამ ღრმა სულიერება სჭირდება გარჩევას, როდის ითქმება ტყუილი და როდის სიკეთისთვის სიმართლე იფარება; ადამიანიც ყოველთვის უნდა ფრთხილობდეს, რომ ანგარებისა და გამორჩენის მიზნით ნათქვამი აშკარა ტყუილი სიკეთის მომტან სიმართლის დაფარვად ანუ "საქმისათვის საჭირო" ტყუილად არ მოეჩვენოს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი