შეიძლება თუ არა ჩვენთვის ნაჩუქარი ნივთების ეკლესიისთვის შეწირვა ან უკვე გამოყენებული საეკლესიო კალენდრის გადაგდება?
თქვენთვის ნაჩუქარი ნივთების შეწირვა ეკლესიისთვის შეიძლება.
რაც შეეხება საეკლესიო კალენდარს, იმის გამო, რომ იქ მოიხსენებიან უფლისა და წმინდანების სახელები, მის მიმართ სათუთი დამოკიდებულება გვმართებს. ის არ უნდა მოხვდეს ნაგავსაყრელზე ყოფით ნარჩენებთან ერთად. ყოველ შემთხვევაში, გადაგდებას სჯობს მისი დაწვა. თუ კალენდარში დაბეჭდილია ხატები, შეგიძლიათ, ამოჭრათ და შეინახოთ.
როდის გადაიქცევა ლოცვა ცოდვად?
ლოცვა ცოდვად გადაიქცევა მაშინ, როდესაც ვლოცულობთ იმაზე, რასაც უფალი კრძალავს. მაგალითად, სამაგიერო მიაგოს, შური იძიოს, მტერი მოკლას, გაგვამდიდროს, გვიმრავლოს სამოსელი და ა.შ.
რას ნიშნავს, მიიჩნევდე თავს სხვაზე მდაბლად?
ეს ნიშნავს, ყურადღება არ მიაქციო სხვის ცოდვებს, არამედ მხოლოდ საკუთარს.
როგორ შევხედოთ ხანგრძლივ საუბრებს?
ღირს მამა არსენის არ უყვარდა, როცა ისინი, ვისაც ის იშვიათად იღებდა, მეტისმეტად დიდხანს რჩებოდნენ მასთან. ის ამბობდა: საუბრის დასაწყისში ისე მოსულს ვუყურებ, როგორც ანგელოსს, ბოლოს კი, როცა წასვლას იგვიანებს, - როგორც მაცდურსო.
ეჭვი მაქვს, რომ მეზობელმა ჩემს შვილებს ჯადო გაუკეთა. ბავშვები დამყავს ეკლესიაში ზიარებაზე. სხვა რა ძალით შეიძლება ვებრძოლო ამ ბოროტებას?
შეგიძლიათ მშვიდად ირწმუნოთ, რომ თქვენ ეს სიავე უკვე დაგიძლევიათ, რადგან ეკლესია არის ერთადერთი საშუალება მსგავსი ბოროტების წინააღმდეგ, თქვენს შვილებს არავითარი საფრთხე არ ემუქრებათ, თუკი მომავალში თავადაც იცხოვრებენ ეკლესიურად და თქვენი ქრისტიანული ცხოვრებაც ექნებათ მაგალითად.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი