*რატომ არ შეიძლება, მართლმადიდებლურ ტაძრებში ვილოცოთ დამსხდრებმა, როგორც ქრისტიანობის სხვა კონფესიებში ხდება?
- მართლმადიდებლობა არ კრძალავს დამჯდარ მდგომარეობაში ლოცვას.
მართლმადიდებლურ ტაძრებში არის სკამები, რომლებზეც შეიძლება დაჯდომა ღვთისმსახურების დროს, მაგრამ მართლმადიდებლური რელიგიური ცხოვრებისათვის უცხოა დასავლურ-კონფესიური კომფორტი (ასკეზის უარყოფა, უმარხველობა, ღვთისმსახურების მცირე ხანგრძლივობა, ინსტრუმენტული მუსიკა, ჯდომა). მართლმადიდებლობა ქრისტეს მოწაფეობა, მისი მიმდევრობა, მისი ცხოვრებით ცხოვრებაა. მარხვით, ხანგრძლივი საეკლესიო ღვთისმსახურებით, ლიტურგიაზე (რომელიც ქრისტეს ცხოვრებაა) დგომითა და დაღლით საშუალება გვეძლევა, ქრისტესადმი ერთგულება და სიყვარული გამოვხატოთ. ხოლო ჯდომა და საორგანო მუსიკის მოსმენა საკონცერტო დარბაზშიც შეგვიძლია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტაძარში (და არა მარტო ტაძარში) ლოცვა ღმერთთან საუბარია და რატომ გვიკვირს, რომ უმჯობესია, უფალს ფეხზე წამოვუდგეთ? თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დაჯდომა (განსაკუთრებით უძლურების შემთხვევაში) არავის ეკრძალება.
*შეუძლიათ თუ არა სასულიერო პირებს, ქუჩაში საერო ტანისამოსი ატარონ?
- სასულიერი შესამოსლის განძარცვით მღვდელს სამღვდელო მადლი არ განეშორება, მაგრამ სასურველია, სასულიერო პირმა არც ქუჩაში იაროს საერო ტანსაცმლით. მღვდელი არა მხოლოდ ტაძარშია მღვდელი; იგი ყველგან მღვდელია და ყველგან და ყოველთვის დაკარგული ცხოვარის ქრისტესთან მიყვანას უნდა ცდილობდეს. მღვდელი ყოველთვის და ყველგან (ტაძარშიც, ოჯახშიც, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც, კულტურულ დაწესებულებებშიც) ქრისტეს უნდა ქადაგებდეს (სიტყვითა თუ საქმით), ხოლო სასულიერო შესამოსლით ხალხში გამოჩენა უკვე უსიტყვო ქადაგებაა ქრისტესი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი