* რატომ აქვს კათოლიკურ ჯვარცმაზე მაცხოვარს ფეხები გადაჯვარედინებული?
- პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ როგორ ექნება მაცხოვარს ფეხები. თუმცა, მართლმადიდებლური ტრადიციით, ჯვარცმისას ქრისტემ ოთხი სამსჭვალი დაითმინა.
ჩვენი რწმენით, ამგვარი ჯვარცმა (ოთხი სამსჭვალით) უფრო ასახავს ისტორიულ რეალობას. ამასვე გვიდასტურებს საეკლესიო გადმოცემა, ამიტომ პატივი უნდა მივაგოთ ჩვენს ტრადიციას.
* შეიძლება თუ არა, მდუმარედ ვილოცო, ხმისა და ბუტბუტის გარეშე?
- გულია ის საუნჯე, სადაც უნდა შევიდეს ადამიანი ღმერთთან სასაუბროდ. გულია ის საკურთხეველი, სადაც აღევლინება და შეიწირება ღვთის წინაშე ადამიანის ლოცვები. ხოლო ლოცვის ფორმა მრავალნაირი და განსხვავებული შეიძლება იყოს. ტაძარში, საზოგადო ღვთისმსახურებისას, გონება და გული იქ წარმოთქმულ ლოცვებსა და აღვლენილ საგალობლებს უნდა ავაყოლოთ. შინ, ხატებთან, შეიძლება სიტყვითაც ვილოცოთ - ხმამაღლა, ჩურჩულით ან მდუმარედ, გულში. მაგრამ ლოცვა არ დაიყვანება მხოლოდ სიტყვების წარმოთქმამდე (ხმამაღლა იქნება ეს თუ გულში). ლოცვა უპირველეს ყოვლისა გულში ღვთის სიყვარულის განცდაა, ეს განცდა კი მუდამ უნდა ჰქონდეს ადამიანს. ასეთ დროს ადამიანს ღმერთთან უსიტყვო დიალოგი აქვს გამართული. მთავარია, გულით ვიყოთ უფალთან, ლოცვის ფორმა კი, საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა შეიძლება იყოს.
* რატომ მივმართავთ ღმერთს შენობით?
- ღმერთთან ურთიერთობა უაღრესად ინტიმურ ხასიათს ატარებს. უფალი მამაა ჩვენი და თქვენობით მიმართვა მასთან გაგვაუცხოებს. ღმერთი ყველაზე ახლობელი და ძვირფასი პიროვნებაა ჩვენთვის, იგი მეგობარია ჩვენი და ბუნებრივია, მას მხოლოდ შენობით უნდა მივმართოთ. სხვანაირად ეს სიახლოვე (მისგანვე მომდინარე) დაიკარგება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი