წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) - მოკლე სიტყვა დიდ-ხუთშაბათს
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) - მოკლე სიტყვა დიდ-ხუთშაბათს
მოგილოცავ თქვენ, საყვარელნო ძმანო ქრისტიანენო, მიღებასა წმიდათა საიდუმლოთა ქრისტესათა. ვსთხოვ ღმერთსა, რათა ყოვლად-წმიდა ხორცი და სისხლი ესე, ქრისტესი იყოს თქვენთანა არათუ მხოლოდ შესანდობელად ცოდვათა წასრულის თქვენის ცხოვრებისა, არამედ განსამტკიცებელად კეთილისა და სულიერისა მომავალისა ცხოვრებისა თქვენისასა. რა სარგებლობა გექმნებათ თქვენ, ძმანო, უკეთუ დღეს მოინანეთ ცოდვანი თქვენნი, ეღირსეთ შეერთებასა ქრისტესთანა და მერმეთ ისრეთნივე დაშთეთ სულიერად, როგორც უწინ იყავით? ქრისტიანე იმ განზრახვით უნდა ეზიაროს, რომ უმჯობესი შეიქმნეს სულიერად ზიარებითა; ცხოვრება გამოიცვალოს, უარ-ჰყოს ცოდვანი თვისნი და იწყოს კეთილი სულიერი ცხოვრება. და ესრეთ, ძმაო ჩემო, შენც ეცადე, რომ ამიერითგან უმჯობესი შეიქმნე, ვიდრე იყავ აქამომდე; თუ არ შეგიძლიან რომ სრულიად გამოსცვალო შენი ცხოვრება, სრულიად უარ-ჰყო პირველნი შენნი ცოდვანი, ვნებანი და ნაკლულევანებანი და ცუდნი ჩვეულებანი, ერთი რომელიმე შენი ცოდვა მაინც უარ-ჰყავ და მით დასდევ დასაწყისი შენისა მოქცევისა და უმჯობესობისა; ერთი მაინც რომელიმე ცოდვა შენი დასტოვე. იქმნება გქონდა ვისზედმე უკმაყოფილება, ან შური, შეურიგდი მას გულწრფელად და ნუღარა გახსოვს ძვირი მას ზედა და მით დაამტკიცე, რომ სწორეთ გსურს ამიერითგან უმჯობესად იცხოვრო; ან, იქმნებს, ანგაარი იყავ - მოიშალე ეს საშინელი ცოდვა; ან გულმწყრალი ხარ -დაამშვიდე გული შენი. ერთი სიტყვით, გამოაჩინე რითმე, დაუმტკიცე ღმერთსა და შენს სინიდისსა, რომ სწორეთ გსურს უმჯობესი შეიქმნე ამიერითგან. მართალია, ადვილი არ არის, რომ მოიშალოს კაცმან თვისი ცოდვა და ჩვეულება, გარნა ძალა უნდა დაატანოს თავის თავსა. ღირს კიდეც, რომ კაცმან ძალა იხმაროს თავის თავზედ, მისთვის რომელ დიდი სარგებლობა მიეცემა აქაც, ამ ქვეყანაზედ და იქაც, უკეთუ გადაეჩვია ერთს რომელსამე ცოდვას. მაშა რისთვის სცხოვრობს კაცი ქვეყანაზედ. თუ არ ეცადა და უმჯობესი არ შეიქმნა სულიერად და ხორციელადაც? მაცხოვარი გვეტყვის: სასუფეველი ღვთისა იიძულების. და რომელნი აიძულებენ მათ მიიტაციან. ესე იგი, სასუფეველსა ცათასა კაცი მხოლოდ იძულებით, შრომით, ძალადობით მიიტაცვბს და არა მოსვენებით და შვებით. თუ ხორციელს სარგებელსა ვერ მოიგებს კაცი უშრომელად, სულიერს მით უმეტესად.

მაცხოვარმან სთქვა ერთხელ: ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი მტერია, ვინც ჩემთან არ შეჰკრებს იგი განაბნევს; ესე იგი, ვინც არ ცდილობს, რომ თან-და-თან უმჯობესი შეიქმნეს სულიერად, იგი უეჭველად თან-და-თან უარესი გახდება და მტერი შეიქმნება ქრისტესი. სულიერი სიმდიდრე ემსგავსება ხორციელს სიმდიდრესა: თუ ვაჭარი კაცი არ ცდილობს, რომ ყოველთვის ცოტ-ცოტა მაინც დაუმატოს თვისსა სიმდიდრესა, ბოლოს იგი სრულიად გაღარიბდება. ეგრეთვე, თუ ქრისტიანე არ ცდილობს რომ თან და თან უმეჯობესი შეიქმნეს, ბოლოს უარესი შეიქმნება და წარწყმდება.

აჰა, რისთვის ცდილობს ეკკლესია შეგაგონოს თქვენ, რომელ ყოველთვის იყვნეთ ლოცვაში, მარხვაში, მონანებაში, და ხშირად აღსარება სთქვათ და ეზიაროთ. კვალად ვსთხოვ ღმერთსა ამიერითგან უმჯობესნი იყვნეთ. ამინ.



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.07.2024
მადლითა ღვთისათა აქა შემოკრებულნო, ღვთის მოყვარენო, და ჭეშმარიტნო ქრისტიანენო, მოიგონეთ იმავ დასაბამითგან ღვთის მოწყალება ჩუჱნზედ განცხადებული;
20.07.2024
სულო ყოვლად წმიდაო შემეწიე ნეკრესელს ამვროსის.
20.07.2024
წელსა 1796, იანვარს გ, კნინ მცირე გლახაკი გონებისაგან თქმული ქადაგება განცხადებასა ნათლის-ღებისასა, ამვროსის მიერ ნეკრესლისა.
05.05.2024
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
07.01.2024
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის საშობაო ეპისტოლე.

03.08.2023
სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა წმიდისითა.

დღეს ჩვენი ეკლესია ასრულებს თავისი პირველმოწამის, წმინდა რაჟდენის ხსენებას.
16.04.2023
სააღდგომო ეპისტოლე
07.01.2023
ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ხე­ლი­სუ­ფალ­ნო,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ანგია წინასწარმეტყველი ლევიტელთა ტომიდან იყო და ბაბილონის ტყვეობისას დაიბადა. შემდეგ ბაბილონიდან იერუსალიმში დაბრუნდა და წმინდა ზაქარიასთან ერთად წინასწარმეტყველებდა 36 წლის მანძილზე.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat