ილია მეორე - მადლობა უფალს, საქართველოში მრევლთან ერთად ტაძრებში წირვა-ლოცვა არ შეჩერებულა - ღვთის შეწევნით, პანდემიას ჩვენთან დიდი პრობლემები არ მოჰყოლია
ილია მეორე - მადლობა უფალს, საქართველოში მრევლთან ერთად ტაძრებში წირვა-ლოცვა არ შეჩერებულა - ღვთის შეწევნით, პანდემიას ჩვენთან დიდი პრობლემები არ მოჰყოლია
მადლობა უფალს, საქართველოში მრევლთან ერთად ტაძრებში წირვა-ლოცვა არ შეჩერებულა, არც აღდგომის ღამეს. ღვთის შეწევნით, ექიმების დახმარებით, ხელისუფლების ქმედებებით და მოსახლეობის პასუხისმგებლობით პანდემიას ჩვენთან დიდი პრობლემები არ მოჰყოლია, - ამის შესახებ ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი. პატრიარქი ეპისტოლეში საზოგადოებასაც მიმართავს და მათ აღდგომის დღესასწაულს ულოცავს.

"მინდა ასევე დავლოცო ის მორწმუნენი, ხანდაზმულნი და უძლურებაში მყოფნი, რომელნიც სახლებიდან ჩვენთან ერთად ლოცულობდნენ და ლოცულობენ. ვლოცავთ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას. ვლოცავთ უცხოეთში მყოფ ჩვენს სასულიერო პირებსა და თანამემაულეთ, იცოდეთ, მანძილის სიდიდე და საზღვრები ჩვენ ვერ დაგვაშორებს, ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, თქვენ ლოცულობთ ჩვენთვის და ჩვენ ერთად ვართ. ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ასევე ვულოცავთ ბერძნებს, უკრაინელებს, რუსებს, სომხებს, ებრაელებს, აზერბაიჯანელებს, უდინებს, იეზიდებს, ქურთებს, ინგუშებს, ჩერქეზებს, ჩეჩნებს, ლეკებს, ყოველ მკვიდრს საქართველოისა და ჩვენს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ. ვულოცავთ ყველა ქრისტიანს და ქრისტეს ყველა მადიდებელს. ვიხარებდეთ უფლისა მიმართ და ვიშვებდეთ ერნო, გულის კარი გავუღოთ უფლისმიერ ბედნიერებას და უშიშრად ვიქადოდეთ უძლურნი ძლიერებასა მისსა, მდაბალნი,- მის მიერ ამაღლებასა, ჩაგრულნი, - სამართალსა, მოკვდავნი, -უკვდავებასა. დღეს ამქვეყნად მყოფნი მორწუნენი და მარადიული ნეტარების მკვიდრნი მართლანი ერთად ვხარობთ და ვმადლობთ დაუსაბამოსა მამასა ღმერთსა, თანადაუსაბამოსა სიტყვასა ძესა და სულსა წმინდასა; ვმადლობთ ყოვლადწმინდასა ღვთისმშობელსა და ვღღადებთ: ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!", - ნათქვამია პატრიარქის ეპისტოლეში.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.01.2024
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II- ის საშობაო ეპისტოლე.

03.08.2023
სახელითა მამისათა და ძისათა, და სულისა წმიდისითა.

დღეს ჩვენი ეკლესია ასრულებს თავისი პირველმოწამის, წმინდა რაჟდენის ხსენებას.
16.04.2023
სააღდგომო ეპისტოლე
07.01.2023
ყოვ­ლადსამ­ღვდე­ლო­ნო მღვდელმთა­ვარ­ნო, ღირ­სნო მო­ძღვარ­ნო, დი­ა­კონ­ნო, ბერ-მო­ნო­ზონ­ნო, ხე­ლი­სუ­ფალ­ნო,
11.07.2022
"კუთხეულ არს ღმერთი და მამა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რომელმან მაკურთხნა ჩუენ ყოვლითა კურთხევითა მით სულიერითა, ცათა შინა ქრისტეს მიერ,
07.07.2022
ძველი საქმე ყოველივე სახე იყო ახლისა ამის ყოფადისა, ვითარცა აჩრდილი რისამე არსებისა მყო/ფისა. ამისათვის, ძმანო, პირველად ჯერ-არს ჩვენდა,
04.07.2022
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა! ჩვენთან არს ღმერთი! ყველას გილოცავთ დღევანდელ დიდ დღესასწაულს. თქვენ იცით, დღეს არის ხსენება წმიდათა დიდთა მოწამეთა, ქართველ მეფეთა არჩილისა და ლუარსაბისა.
12.06.2022
დღეს წარკითხულისა სახარებისაგან გვესმა ჩვენ, ძმანო ჩემნო საყვარელნო, სიტყვანი: დასასრულსა მას დიდისა მის დღესასწაულისასა დასდგა იესო, ღაღად-ჰყო და ჰსთქვა:
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler