***
"ივერიის მონასტერი იყო არა მარტო წმინდა, სულიერი სავანე, არამედ დიდი მეცნიერული ცენტრი. ძალიან დიდია მისი დამსახურება ღვთისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე".***
"ათონის წმინდა მთა, ისვე როგორც საქართველო, ღვთისმშობლის წილხვედრია და მისი განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იმყოფება. ეს ჩვენ გვაახლოებს და გვაერთიანებს. ჩვენ გვაახლოებს იმ ქართველ წმინდა მამათა ლოცვა, რომელნიც წარსულ საუკუნეებში იღვწოდნენ ათონის წმინდა მთაზე, ჩვენ გვაერთიანებს ჭეშმარიტი სარწმუნოება და ძველი სტილის კალენდრით ერთდროული წირვა-ლოცვა".
***
"ამჟამად ჩვენ ვიმყოფებით გარდამავალ პერიოდში, როცა მთელი საქართველო სულიერი ძილისგან იღვიძებს და ეკლესიებში მიდის და დღეს ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება სულიერი დახმარება, რასაც, უპირველეს ყოვლისა, წმინდა მთის ივერთა მონასტრიდან მოველით. შევთხოვ უფალს, რომ მშვიდობა, სიყვარული და სიხარული სუფევდეს ამ წმინდა სავანეში".
***
"საქართველოს ჰქონდა და დღესაც აქვს მჭიდრო კავშირი ათონის მთასთან. იმდენად დიდი იყო ყოველთვის ათონისადმი ჩვენი პატივისცემა და სიყვარული, რომ საუკუნეების მანძილზე ათეულობით და ასეულობით ქართველი ბერი მოღვაწეობდა ამ წმინდა ადგილას. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ათონის მთაზე ქართველი ბერები დღესაც მოღვაწეობენ".